time-to-read.short-label

Interview: Anet Mikeladze

post.update-date

ინტერვიუ / ანეტი მიქელაძე

❓ რისკენ მიმართავდი ხოლმე შენს ენერგიას?

ადამიანებისკენ, ვინც მიყვარს..

❓ რა იმალება შენში?

აღარაფერი. ყველა დემონი გარეთაა :D

❓ რა გინდა რომ შენი არსბეობით თქვა?

არ იმუშაოთ იმ სამსახურში, რომელიც არ გიყვართ. არ დარჩეთ იქ, სადაც პატივს არ გცემენ.

❓ რა იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე რთული, რისი გადალახვა?

ოჯახის გავლენის. სოციალური ჩარჩოების.

❓ რა გაძლევდა მოტივაციას საბრძოლველად?

თავისუფლების სიყვარული.

❓ რას აფასებ ადამიანებში?

როდესაც მათი სინდისის გამოცდის დროს, საკუთარი ღირებულებების ერთგულები რჩებიან.

❓ შენში, რა გინდა რომ უფრო ძლიერი და მყარი იყოს?

კულულების ბზინვარება.

❓ ამქვეყნად რის დეფიციტს განიცდი?

ადამიანების, რომლებიც სხვებს არ განსჯიან.

❓ რა არის საბრძოლველი?

ერთადერთი რის გამოც ბრძოლა ღირს იმ ოცნებების ასრულებაა, რომელიც გაქვს.

❓ რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც შენს ცხოვრებაში მიხვდი?

მამაკაცების აზრი შენს მიმზიდველობასთან დაკავშირებით არ არის შენი სილამაზის განმსაზღვრელი.

❓ რა არის საინტერესო?

თვითონ შენ ხარ ყველაზე საინტერესო - საავტორო ფილმის მთავარი გმირი.

❓ რას უმეორებ ხოლმე საკუთარ თავს ხშირად?

ნუ უხსნი გულს ადამიანებს მარტივად.

❓ რა არის შენთვის ნამდვილი ბედნიერება?

მყუდრო სახლში საუბრები დილამდე - ანიმეებზე, მანგებზე, პოლიტიკაზე, ატომებზე, სოციალურ უთანასწორობაზე, რასიზმზე, ბავშვობაზე, ნამცხვრებზე...

❓ რისი გწამს?

სიყვარულის.

❓ მითხარი შენი საყვარელი ფრაზა...

he said one day you'll leave this world behind so live a life you will remember

❓ რა არის შენი არსებობის მთავარი მიზანი?

თუ არსებობს, არ მინდა რომ ვიცოდე.

❓ დაასრულე ფრაზა - მარადიული ის არის მხოლოდ....

ის ურთიერთობა, ის საქმე, ის მეგობრობა, რომელშიც ჩვენი გულის ნაწილს ვდებთ და ვქმნით მოგონებებს.

❓ ასევე, დაასრულე ფრაზა - ერთ მშვენიერ დღეს.....

ჯორჯ მარტინი გამოაქვეყნებს „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ გაგრძელებას.

#interview #interArt #ინტევრიუ #ინტერარტ

#AnetMikeladze #Anet #Mikeladze

Anet Mikeladze / Journalist

    1270
    0