time-to-read.short-label

Interview: Eteri Filipovich

✍️ ინტერვიუ / ეთერი ფილიპოვიჩი

❓ რა ხდება ახლა შენში, როგორ ხარ? რას შეადარებდი ამ მდგომარეობას?

გზის გასაყარი. ფასეულობების შეჯერება, სხვადასხვა გარემოებების მიღება და ახალი შესაძლებლობების გააზრება. მოკლედ რომ ვთქვათ, ორი მთავარი სიტყვით: მიღება და გააზრება.

❓ ნებისმიერ სიტუაციაში, რა არის შენი სიმშვიდის წყარო?

ჩემი შესაძლებლობები, ღმერთის შეწევნით.

❓ რა გაგაჩნია ყველაზე ძვირფასი?

რწმენა.

❓ რა გავსებს მადლიერებით ყველაზე მეტად?

ვინ - ჩემი შვილი.

❓ დროსთან ერთად რა გადაფასდა შენში?

დამოკიდებულებები.

❓ რა ყოფილა ყველაზე მნიშვნელოვანი?

ადამიანად დარჩენა, ყველა სიტუაციაში.

❓ რისი თქმა გინდა ხოლმე ადამიანებისთვის?

გიყვარდეთ ერთმანეთი.

❓ რა არის ყველაზე გულდასაწყვეტი?

არც არაფერი.

❓ რა გივსებს გულს სიხარულით?

ჩემი ახლობლების კარგად ყოფნა.

❓ რა არის ყველაზე დიდი სიბრძნე შენი აზრით?

მიღება, საკუთარი თავის ღალატის გარეშე.

❓ რა იცი ბედნიერების შესახებ?

ის, რომ ყოველ წამშია და წარმავალია.

❓ რას შეუძლია დროის შენელება?

განმარტოებას.

❓ ყველაზე ხშირად რაზე ფიქრობ ხოლმე?

ახალ შესაძლებლობებზე.

❓ რა არის შენთვის ენერგიის წყარო და სიცოცხლის წყურვილის წყარო?

რწმენა, რომ მნიშვნელოვანი ხარ ადამიანებისთვის.

❓ რა შეუძლია ადამიანს?

ადამიანად დარჩენა.

❓ რას ეტყოდი 21 წლის შენს თავს?

არაფერის შეგეშინდეს!

❓ მირჩიე რამე, როგორც ადამიანს

გიყვარდეთ.

❓ რასთან გამკლავებაა ყველაზე რთული და რა მოაქვს გადალახვას?

საკუთარ უსუსურობასთან. გადალახვა ახლიდან დაბადებაა.

❓ დაასრულე ფრაზა: ერთ მშვენიერ დღეს...

„ერთ მშვენიერ დღეს, ჩემი სახლის ეზოში ყველა ჩემი მეგობარი მოვა, ჩემთან, ცოცხალთან, და თბილი მოგონებებით დავიღლებით მხოლოდ“

❓ საყვარელი ფრაზა, რაც ამ პერიოდში გულში ჩაგრჩა <3

☀️ „ყველა საქმე იმ დროს ითხოვს, რამდენსაც გადაწყვეტთ“

#ინტერვიუ #ინტერარტ #InterView #InterArt

ინტერვიუს პარტნიორია - თანთანი

Eteri Filipovich

    1970
    4