time-to-read.short-label

Interview: Kakhi Lobhzanidze

post.update-date

✍️ ინტერვიუ / კახი ლობჟანიძე

არაფერი მოხდება სანამ თავად არ გადაწყვეტ.

რომ არა ოცნება...

მაშინ რა გაფანტავდა ძილის წინ ფიქრებს.
 

რა გიყვარს?
 

შთაგონების პროცესი.
 

რაზე გწყდება გული?
 

დრო რომ სწრაფად გადის. მაგრამ გვაქვს იმის დრო, რომ რაც ნამდვილად გვსურს მოვასწროთ.
 

რა აზრი აქვს სიცოცხლეს?
 

ყველა აზრი, რაც მოდის ჩვენს გონებაში, შევძლოთ შევარჩიოთ ყველაზე სასურველი და განვახორციელოთ.
 

რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი?
 

იპოვო - აწმყოში ყველაზე მნიშვნელოვანი; ეძებო - უფრო მნიშვნელოვანი და შექმნა; გაიხსენო - რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და დააფასო.
 

რა გიყვარს ბუნებაში ყველაზე მეტად?
 

სიმწვანე - რასაც ვხედავ, ხმა - რაც მესმის, მიყვარს სურნელი - რასაც ვგრძნობ, მცენარეები - რასაც ვეხები და სუფთა მთის წყალი - რომელსაც სხვა არანაირი გზა არ გაუვლია გარდა მიწიდან ჩვენამდე.
 

ყველა შიში...
 

საშიშია დაძლევამდე.
 

რა აკლიათ ადამიანებს?
 

პროცესის შეგრძნება, პროცესი არ ჩერდება, მხოლოდ ჩვენ ვჩერდებით.
 

საყვარელი ფრაზა..
 

"არაფერი მოხდება სანამ თავად არ გადაწყვეტ, მიიღე გადაწყვეტილება და უყურე საკუთარ წინსვლას"
 

#ინტერვიუ #ინტერარტ #interview #interart

#KakhiLobzhanidze #Kakhi #Lobzhanidze

Kakhi Lobzhanidze / Life and business Coach, Businessman

    720
    0