time-to-read.short-label

Interview: Khatia Ananiashvili

"სიყვარულის გარეშე მთლიანი ვერ იქნები"

✍️ ინტერვიუ / Khatia Ananiashvili
 

❓ ეს ცხოვრება შენთვის..
 

ულამაზესი ვანილისი ცაა..
 

❓ რას ნიშნავს შენთვის - დღე?
 

ჩემი შინაგანი ქალღმერთი მეუბნება, რომ მე ვარ და მხოლოდ მე, ანუ ეს დღე ჩემი სასიამოვნოდ გასავლელი გზაა.
 

❓ რისთვის დაიბადე?
 

ვიპოვო პასუხი „რამ შემქნა ადამიანდ, რატომ არ მოველ წვიმადა“.
 

❓ რა არის ყველაზე დიდი საიდუმლო რაც იცი?
 

საიდუმლო იმისია რომ არ უნდა გაამხილო))
 

❓ რა არის ბედნიერება?
 

ბედნიერება - რომლამდეც აუცილებლად მიდიხარ ფხიზელი, გაცნობიერებული და მორალურად განწყობილი. უცაბედად მოსული ბედნიერება, უცაბედადვე წავა..
 

❓ როგორი აღქმა გაქვს სიყვაურლის?
 

არ ვიცი თუ გაქვს ნანახი, მატრიცაში ნემო თავის რჩეულს სხეულში ხელს უყოფს და იქიდან უმუშავებს გულს. სიყვარულის გარეშე ბედნიერებას ვერ მიაღწევ.
 
სიყვარულის გარეშე მთლიანი ვერ იქნები.
 

❓ შენი საყვარელი ფრაზა
 

✨ “ვინც ვერ რისკავს, ის ვერც შამპანიურს სვამს“
 

#InterView #InterArt #ინტერვიუ #ინტერარტ

#ხატია #ანანიაშვილი #khatia #ananiashvili

    510
    2