time-to-read.short-label

ნაძალადევი ურთიერთობები

post.update-date

***

როცა ცხოვრების და საკუთარი თავის იმ ეტაპს მიაღწევ სადაც ზუსტად იცი რა გსიამოვნებს, რა არის საშენო, რა არა, უსარგებლოდ გეჩვენება ის ხალხმრავლობა, რომელიც შენ არ დაგიგეგმავს, ადრე კი სიამოვნებით გაიქცეოდი ახალი კონტაქტების შესაძენად.

ორი დღის წინ ცხოვრებაში თუ სრული ტრიუმფი გქონდა, რა გამოჩნდება დაბადების დღე და ადამიანები, ვისთანაც საერთო არაფერი გაქვს და მეორე დღეს პანაშვიდი, წასვლა თანამშრომლებთან ერთად, ვისთანაც ასევე, საერთო არაფერი გაქვს.

ვიყავი პანაშვიდზე, სადაც იყო კურცხალი გადმომიგორდებოდა, გავიფიქრე, ალბათ დანარჩენებს გული ჩაუწყდათ-თქო. მე ახალი ვარ და ისინი შეზრდილები არიან ერთმანეთს. წამოსვლისას გზაში საუბარი მესმის - რატომ არ ეცვა მგლოვიარეს შავები და რატომ არ იდგა კანდელი. მერე ქუჩებზე და სიშორეზე საუბარი... როგორც იქნა ის რამდენიმე ქუჩა გავიარე ზანტად.

გავეცალე, გავიკეთე ყურსასმენები, გავუყევი გზას, თუმცა სევდიანი.

ვფიქრობ,

როგორ ვიყავი გუშინ დაბადების დღეზე, დღეს პანაშვიდზე, წინა დღეებში ტრიუმფი მქონდა, გზაზე კი გვერდიგვერდ მხვდება სამი მაღაზია, სილამაზის სალონი, კუბოების მაღაზია და თონე.

სილამაზე, კვება და სიკვდილი.

ან, კვება, სილამაზე და სიკვდილი.

ყველაფერი ერთ წამში ხდება, ხასიათის მონაცვლეობას ვერც ვასწრებ. ამ განცდების ფონზე სულ მიკვირს იმ ადამიანების ვისაც საათობით შეუძლია ისაუბროს და იზრუნოს ჩასაცმელზე და კოსმეტიკაზე. სხვებზე რას ვამბობ, რაღაც კურსებზე შევედი, ბავშვობის ოცნების ახდენას ვუყრი საფუძველს)) ვინ იცის...

იქნებ ყველაფერი ახდეს.

და ამ დროს ჩავუვლი სამ მაღაზიას რომელსაც ჰქვია, კვება, სილამაზე და სიკვდილი.

#InterYou #Daruma


 

    340
    0