top of page

აზროვნების 8 გზა, რომელიც გაგამდიდრებს

სტატიის ავტორი: Carol Morgan - კომუნიკაციის პროფესორი, გაცნობის და ურთიერთობის ქოუჩი, ტელეპერსონა, სპიკერი და ავტორი.



შენ შეიძლება არ იცოდე ამის შესახებ, მაგრამ შენი ფიქრები/აზროვნება გავლენას ახდენს შენს ცხოვრებაზე. აზრები მატერიალურია. მეცნიერებმა შეისწავლეს ადამიანთა აზრების და ემოციების ვიბრაცია და დაადგინეს, რომ დადებითი, ბედნიერი აზრები, როგორიცაა სიყვარული და მადლიერება, ძალიან მაღალ სიხშირეზე ვიბრირებს. ისეთი აზრები კი, როგორიცაა შიში, იმედგაცრუება და შური, ვიბრირებს ძალიან დაბალი სიხშირით.


ფენომენი, მიზიდულობის კანონის შესახებ, ხსნის კავშირს თქვენს აზრებსა და ცხოვრებას შორის - თუნდაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობას შორის. იმისათვის რომ გახდეთ მდიდარი, ჯერ უნდა იცოდეთ რა აზრები გაქვთ ფულთან დაკავშირებით. თუ აღმოაჩენთ, რომ გაქვთ რაიმე უარყოფითი ფიქრები, უნდა შეცვალოთ ისინი რაც შეიძლება მალე, თუ გსურთ რომ გახდეთ მდიდარი.


აქ წარმოდგენილია 8 გზა, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ამის გაკეთება.


1. გჯეროდეს, რომ ღირსი ხარ.

ჩვენს კულტურაში ბევრ ადამიანს აქვს დაბალი თვითშეფასება. მუდმივად ვბომბავთ შეტყობინებებით იმის შესახებ, თუ როგორ არ ვართ „საკმარისად კარგები“. მიუხედავად იმისა, შეადარებთ თქვენს სილამაზეს სუპერმოდელებს ან თქვენს საბანკო ანგარიშს Oprah's-ს, უნდა გჯეროდეთ, რომ თქვენ ნამდვილად გაქვთ რაღაც შესათავაზებელი მსოფლიოსთვის. თქვენ გაქვთ განსაკუთრებული შესაძლებლობა და ნიჭი, რომელიც დაგეხმარებათ გახდეთ მდიდარი. მდიდარ ადამიანებს არ აქვთ საკუთარი თავის, სერვისების ან ბიზნესის პოპულარიზაციის პრობლემა. ეს იმიტომ, რომ მათ სჯერათ, რომ ღირსები არიან. შენც უნდა იფიქრო რომ ღირსი ხარ.


2. გჯეროდეთ, რომ ეს შესაძლებელია.

რამდენჯერ გსმენიათ თქვენი მშობლების სიტყვები, როგორიცაა: „ფული ხეებზე არ იზრდება“. ან „ფული ჰაერიდან არ მოდის“ ბევრ ჩვენგანს აქვს ნეგატიური დაპროგრამებული აზრი, რომ ფული ცოტაა. ეს ასე არ არის. სამყაროში ფული უხვადაა. თქვენ უბრალოდ უნდა გჯეროდეთ, რომ იმსახურებთ თქვენს „ტორტის ნაჭერს“. ყველაფერი შესაძლებელია. მაგრამ სანამ ეს მოხდება, უნდა გჯეროდეს.




3. დააფასეთ და იყავით მადლიერი იმით, რაც გაქვთ.

თუ ზიხართ და ფიქრობთ: არ მომწონს ჩემი სახლი, ვისურვებდი, რომ უფრო დიდი მქონდეს“. ან, „ვერ ვიტან ახალ მანქანას, რადგან მრცხვენია ამ მანქანის მართვა“, თქვენ აგზავნი უარყოფით ვიბრაციას თქვენი ფიქრებით. მიზიზდულობის კანონის თანახმად, ნეგატიური, ნელა და დაბლა მოძრავი აზრები არაფერს დადებითს არ შექმნის. ამის ნაცვლად, თქვენ უნდა გიყვარდეთ თქვენი სახლი ან მანქანა. ან უბრალოდ მადლობელი იყავით, რომ გაქვთ ჭერი, საწოლი დასაძინებლად ან საჭმელი მაგიდაზე. რაც უფრო მეტად აფასებთ იმას, რაც უკვე გაქვთ, მით უფრო სავარაუდოა, რომ მეტის შეძენას შეძლებთ.



4. იყავი ბედნიერი მდიდარი ადამიანებით. გიხაროდეს სხვისი სიუხვე.

ზოგჯერ ადამიანები ისმენენ ნეგატიურ განცხადებებს მდიდარ ადამიანებზე: „მდიდრები სნობები არიან“ ან „მდიდრები არ არიან პატიოსნები“ ან „მდიდრები ეგოისტები არიან“. თუ ეს ბევრჯერ გსმენიათ, მასინ თქვენი ქვეცნობიერი გონება დაპროგრამებულია მდიდარ ადამიანებზე ნეგატიური ფიქრით. და თქვენი ქვეცნობიერი ალბათ არ მოგცემთ საშუალებას გახდეთ მდიდარი, რადგან ნამდვილად არ გსურთ იყოთ „სნობი“, „უსინდისო“ ან „ეგოისტი“. ამის ნაცვლად, გააცნობიერე, რომ ბევრი მდიდარი ადამიანი ძალიან კარგი ადამიანია. გჯეროდეთ, რომ ისინი იმსახურებენ იმას, რაც აქვთ. დალოცეთ ისინი და წინასწარ უთხარით საკუთარ თავს „მადლობა“ გამდიდრებისთვის.


5. გამოიყენე აფირმაციები ან ვიზუალური დაფები.

პოზიტიური აფირმაციებების დაწერა და გონებაში მათი გამეორება დაგეხმარებათ ტვინის ხელახლა დაპროგრამებაში. თუ მეოთხე პუნქტში აღმოაჩინეთ რომ ფიქრობთ მდიდარი ადამიანები სნობები არიან, მაშინ გაიმეორეთ აფირმაცია, როგორიცაა: „მდიდარი ხალხი გულუხვი, კეთილი და მოსიყვარულე ხალხია. მადლობელი ვარ, რომ ოდესმე ერთ-ერთი მათგანი ვიქნები“. ვიზუალური დაფები ასევე სასარგებლოა. მიიღეთ პლაკატის დაფა და ამოჭერით სიტყვები, ფოტოები, თქვენთვის სასურველი ნივთების შესაბამისი. ეს შეიძლება იყოს მანქანა, დიდი სახლი, კერძო თვითმფრინავი ან საკუთარი იახტა. რაც კარგად გაგრძნობინებთ თავს და მოგგვრით აღფრთოვანებას, უმჯობესია დაფაზე დაიყვანოთ, სიტყვიერად ან ფოტოს სახით. გამოიყენეთ თქვენი აფირმაციები და ვიზუალური დაფა ერთად, მაქსიმალური შედეგისთვის.





6. გიყვარდეთ ფული.

მე მსმენია ხალხისგან, „მე მძულს ფული!“ და ყოველთვის მიკვირს, როგორ შეიძლება გძულდეს გული? კარგი, მიზეზი იმისა, რომ მათ სძულთ ფული არის ის, რომ მათ არ აქვთ. ეს არ ნიშნავს, რომ მათ ნამდვილად სძულთ ფული. უბრალოდ სძულთ ფულის ნაკლებობა. ასე რომ თქვენ უნდა დაიჭიროთ საკუთარი, თუ ფულზე უარყოფითად საუბრობთ. შეაბრუნეთ და თქვით: „მე მიყვარს ფული! ფული ჩემი მეგობარია! მას ჩემთვის დიდი სიხარული მოაქვს!“ რაც უფრო მეტი სიყვარულის ვიბრაციით დამუხტავთ ფულს, მით მეტს მიიღებთ.


7. ბედნიერი იყავი შენი გადასახადების გადახდით.

დარწმუნებული ვარ, გიგრძვნიათ მუცელში ორმო, გადასახადების გადახდის შემდეგ. უმეტესობას აქვს. ეს იმიტომ ხდება, რომ მათი ყურადღება ნეგატიურზეა. ისინი მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, თუ რა თანხა გადის და არა შემოდის. მაგრამ თქვენ უნდა გადახედოთ ამას. იყავით ბედნიერი, როდესაც იხდით თქვენს გადასახადებს. თუ გამოიცნობთ რატომ? ეს ნიშნავს, რომ თქვენ ნამდვილად გაქვთ ფული, რომ გადაიხადოთ ისინი! თუ მათ არ იხდით, ეს ნიშნავს რომ ფული არ გაქვთ. ასე რომ, მადლობელი იყავით, რომ ფული გაქვთ გადასახდელად. ყოველივე ამის შემდეგ, ის გაძლევთ საცხოვრებელ ადგილს, მანქანას, რომ მართოთ და გაქვთ საკვები რომ მიირთვათ. ეს კარგია!


8. ვალდებულება იყოთ მდიდარი.

და ბოლოს, თქვენ უბრალოდ უნდა გადაწყვიტო იყოთ მდიდარი! ნუ მიიღებთ პასუხს არას! არ დანებდეთ! იმისათვის, რომ ცხოვრებაში რაიმეს მიაღწიოთ, უნდა იყოთ მისი ერთგული. თქვენ არ შეგიძლიათ უბრალოდ განიხილოთ „გამდიდრება“, როგორც ჰობი, ან ისეთი რამ, რასაც უბრალოდ სცდით და ნახავთ რა მოხდება. ეს ასე არ მუშაობს. მდიდარი ადამიანები მზად არიან გააკეთონ ყველაფერი, რაც საჭიროა ფულის გამომიაშავებისა და შესანარჩუნებლად! თქვენც იგივე უნდა გააკეთოთ. მიჰყევით თქვენს მიზანს, იყოთ მდიდარი, და ეს იქნება თქვენი.


დიდი მადლობა ყურადღებისთვის. იმედია სასარგებლო იქნება თქვენთვის ეს რჩევები. ვიღაცებმა ვინც მიაღწიეს, უბრალოდ, ერთხელაც დაიჯერეს, რომ ამას შეძლებდნენ.





129 views0 comments

Comments


bottom of page