გარიჟრაჟზე, ჯერ კიდევ ცივა...

ენძელა და ია


იყო ნათება, თბილი და საოცარი. ვგრძნობდი,როდესაც პირველად გავახილე თვალი..


თვალი მომჭრა ამ სხივებმა, რომელიც ობობის ქსელივით, მოედება ყოველ კუთხე-კუნჭულს და გასაზრდოებს. ჩემს შემთხვევაში კი ნამდვილად, მასაზრდოებს. გავიზმორე, გავშალე ჩემი ფოთლები და ამოვწიე თავი, თავიდან ბუნდოვნად ვხედავდი, გადავიფერთხე დილის ნამიც და მოვავლე გარშემოს თვალი.

ფეხთან, ვიღაც ქალბატონი იდგა, მომესალმა და მითხრა, შენ ია გქვია, მე კი დედაშენი იამზე ვარ... დედიკო იამზემ გამაცნო ჩვენი მეზობლებიც, ენძელა ბიძიები და დეიდები, მათი შვილები ენძელიკები. ენძელიკებთან საერთო ენა ვერ ვიპოვე და მათთან თამაშზე უარი განვაცხადე.


მზის სხივებს ვეთამაშებოდი, ერთმა სხივუკამ,საიდუმლო გამიმხილა, ენძელებთან დაკავშირებით. მომიყვა,იმის შესახებ ენძელებს და იებს შორის რა მოხდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე, სხივუკამ დაიწყო: ერთხელ, ენძელა და ია, ქოთანში ჩაურგავთ, ერთ ქოთანში, ერთად უნდა გაედგათ ფესვები, ერთ საკვებს იღებდნენ, მოხდა ისე რომ ენძელას და ია-ს არავინ მოაკითხა, მშიერ-მწყურვალები, თანდათან უძლურდებოდნენ, ერთმანეთს ეპოტინებოდნენ და დღეები გაჰქონდათ. მზის სხივების მთავარი სამიზნენი გახდნენ, ია სუსტი და პატარა ქალი იყო, ენძელა კი მასზე შეყვარებული მამკაცი აღმოჩნდა, თუმცა იასთვის არაფერი უთქვამს მის გრძნობებზე. ენძელა ია-ს ეფარებოდა, რათა მზის სხივებს არ შესძლებოდა, მისწვდომოდა და ნაადრევად დაეჭკნო, დღითიდღე უფერულდებოდა ენძელა, სანამ დრო იყო უნდა ეთქვა თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო მისთვის ია, თქვა თუ არა გადაეკონა მას და იქვე ჩაიმუხლა, სულ მთლად გაჭაღარავებული ენძელა. ახლა კი ნათელი გახდა,პატარა იასთვის თუ რატომ არიან ენძელები უფერულები,მასთან შედარებით... დედა იამზე, მასწავლიდა თავი როგორ გადამერჩინა, აბეზარი მწერებისგან, სიკვდილობანას ვთამაშობდით, როცა მოგვიახლოვდებოდნენ თავს ჩავხრიდით, ცოტა მტკივნეული კი იყო, მაგრამ მომწონდა დედიკო იამზე ყურში მიჩურჩულებდა და მიმღეროდა, მწერები კი დაბაჯბაჯებდნენ ჩვენს სხეულზე, ისე თითქოს მართლა მკვდრები ვყოფილიყავიით.


დედიკო იამზეს ხმაში ოხვრა და კვნესა ჟღერდა, უცებ წყლის წვეთი ვიგრძენი ეს დედიკო იამზეს ცრემლი იყო, ჩამეკონა და ჩამჩურჩულა, შვილო ია, მე გავქრები მალე,მაგრამ ჩემს მაგივრად სხვა ია ამოვა და შენ მას უნდა მიხედო და გაზარდო... ობოლი ია ვიყავი, სხვებისთვის. მე კი მიზნად დავისახე, ძლიერი გავმხდარიყავი. პატარა იებმაც ამოსწიეს თავი, ვასწავლიდი თვითგადარჩენის გზებს... ძალიან ბედნიერი ბუჩქი გავხდით, ვმხიარულობდით და ერთმანეთის სიყვარულით ვტკბებოოდით.


გარიჟრაჟზე, ჯერ კიდევ ცივა, ჩვენ კი ფოთლებში ვართ ჩაფუთნული, ყველა ვერ ვეტევით, თუმცა ადგილებს ვცვლით, რომ ყველამ შეძლოს გათბობა და ტკბილად დაძინება. ყველაზე მეტად კი, ეს მომენტი მოყვარს, აჰამ, გადავფერთხეთ დილის ნამი და გავიშალეთ წელში. ჩოჩქოლია,შრიალია,განწირული ყვირილი და კვნესა,ჯერ კიდევ ვერ მოვედი აზრზე თუ რა ხდებოდა ამ დილა ადრიან, გავიხედე და რას ვხედავ,ეს,ეს,ღმერთო კი გვიშველი? მოგვაგნეს, მოგვაგნეს, ისმის ენძელების ხმა, ყველას შიშისგან აკაკნკალებს. ჩემი ბუჩქის იები შევამზადე, იებო ესენი ავად სახსენებელი ადამიანები არიან, დიდი ფეხები და ხელებით, ნუ შეშინდებიით, არ დაეცეთ, თავაწეულები, ამაყად შეხვდით, ჩვენ იები გმირულად დავეცემით, აქ კი ჩვენს ნაიაებზე, ღირსეული იები ამოვლენ...


#ქეთი #ხურცილავა #interyou



 

 

Copyright © 2019 Interview