გაჩაღებულ კონფლიქტში ცივსისხლიანობის შენარჩუნება - ნამდვილი ტალანტია

შეუკავებელ სიბრაზეს ხშირად მოაქვს უფრო მეტი ზიანი, ვიდრე წყენას, რომელმაც მას პროვოცირება გაუკეთა. (სენეკა)


ისეთი ძლიერი ემოციები, როგორებიცაა სიბრაზე და უნდობლობა, როგორც კონფლიქტის მიზეზი, ისე კონფლიქტის შედეგიცაა. ასეთი მიზეზები ხშირად მალავს ნამდვილ პრობლემებს. მაგრამ ამასთან ემოციები აბსოლუტურად რეალურია; იმისთვის რომ კონფლიქტი მოგვარდეს და მხარეები კმაყოფილები დარჩნენ, მათი იგნორირება არ შეიძლება.


კონფლიქტების უმეტესობა ვითარდება ერთნაირი სცენარით. ყველაფერი იწყება, როგორც წესი, რაღაც მოვლენით. მისი ინტერპრეტაცია პროვოცირებს კონფლიქტური სიტუაციის განვითარებას, რომელშიც გარდაუვალია ემოციური, ფიზიკური და ქცევითი რეაქციების ჯაჭვი. ყოველთვის შესამჩნევია, როდესაც სხვები ხვდებიან ამ დახურულ წრეში, მაგრამ საკუთარი თავის მასში დანახვა გაცილებით უფრო რთულია.


ციკლი იწყება მოვლენით, რომელიც ახდენს პოტენციური კონფლიქტის ინიცირებას. ასეთი მოვლენა შეიძლება იყოს შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი შერკინება ან რაღაც, რაც სერიოზულ გარჩევებში გადაიზრდება.


კონფლიქტის პროვოცირება შეუძლია ნებისმიერ მოვლენას:


· ნათქვამს ან გაგონილს;

· სიახლეებს ან ჭორებს;

· სხვა ადამიანთან საუბარს;

· კრიტიკულ სიტუაციას სამსახურში.

მედიკოსები უკვე დიდი ხანია სწავლობენ კავშირს ჩვენს ემოციებსა და ფიზიკურ მდგომარეობას შორის. ფართოდაა გავრცელებული, რომ ემოციური პრობლემები ხშირად პროვოცირებენ ჯანმრთელობის პრობლემების გაჩენას. კონფლიქტების პერიოდებში ადამიანები ხშირად განიცდიან:


· ძილიანობას;

· ნევროზულობას;

· გაღიზიანებულობას;

· თავის ტკივილებს;

· ტკივილებს მუცელში.

რას იწვევს ბრაზი?


· ანგრევს ნდობას

· არამკაფიოდ ხდის მსჯელობებს;

· ახდენს სხვა ადამიანის სურვილების იგნორირებას;

· აქეზებს საკუთარი ინტერესების უგულვებელყოფას.


სპეციალისტები სიბრაზის კონტროლის სფეროში ამტკიცებენ, რომ ეს გრძნობა ვლინდება იმ შემთხვევებში, როდესაც ადამიანს არ უნდა, ან არ შეუძლია ჭეშმარიტი ემოციების გამოხატვა. ისინი ხშირად ჩრდილავენ სადავო საკითხბეს, რომელთა გამოც გაჩაღდა კიდეც კონფლიქტი. სხვა სიტყვებით, გაბრაზება ხშირად მალავს ისეთ ემოციებს, როგორიცაა:


· წყენა;

· დამცირება;

· სირცხვილი;

· უნდობლობა;

· იმედგაცრუება;

· დაუკმაყოფილებლობა;

· დაბნეულობა;

· შფოთვა;

· შიში;

· შეცბუნება


დესტრუქციული ემოციები


ყველა ჩვენგანს მონაწილეობა მიუღია კონფლიქტებში, როდესაც მონაწილეები მეტ დროს ხარჯავდნენ გადაბრალებაზე, ვიდრე პრობლემის გადაჭრაზე. სხვებზე გადაბრალებით ადამიანები, რა თქმა უნდა, ცდილობენ უდანაშაულოები და კარგები გამოვიდნენ. ასეთი ქცევა პრაქტიკულად არასდროს არ ეხმარება არსებითი საკითხების გადაჭრაში.


წყარო: "როგორ ვიცხოვროთ ბედნიერად" დეილ კარნეგი

#ინტერესსე #interesse

64 views0 comments

 

 

Copyright © 2019 Interview