და ოდეს ფარდა აიხდება, აღარ ვიქნებით

წლებია ნარდი არ მითამაშია, გუშინ ერთი მეგობარი გვყავდა, ვერაფერი გაამხიარულებდა და ნარდი მომაფიქრდა.


როგორც ხდება ხოლმე, ახალი ადამიანი გამარჯვებულს ხვდება.


მე დავმარცხდი, თამაში ისეთი გამოვიდა, გავიფიქრე ეს ცხოვრება ნარდია-თქო. ჯერ ისე აეწყო - უეჭველად ვაგებდი, გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა, განვაგრძეთ, მერე - უეჭველად ვიგებდი. ბოლოს - კამათელზე გახდა დამოკიდებული გამარჯვება, იღბალმა მიმტყუნა, არ მიდარდია, რაც შემეძლო გავაკეთე.


თვალებს რომ ვხუჭავ, რამდენიმე ბიჭი გამიელვებს თვალწინ, ყველა მათგანი მიყვარს, ხან რომელიმე უფრო გადაწონის, მერე ვმსჯელობ, რომელი როგორი სიყვარულია, რომელი რა სიყვარულით მიყვარს, მერე რამდენიმე დღე შეიძლება ერთი ამოვიჩემო, რამდენიმე საათი მეორე, მესამე და მეოთხე ერთდროულად და ასე.


დღეს კი ორ რამეს მივხვდი: 1) მე ვარ ამჟამად სიყვარულისგან გადავსებული და ჩემი გული ობიექტებს ეძებს, არჩევს. რა ძალიან მიყვარს საკუთარი თავი, ღმერთო, და რამდენნაირიც შინაგანად ვარ, იმდენი ჩემი მსგავსი მიყვარდება. 2) რაშიც ყველაზე მეტად ხარ დარწმუნებული, ზუსტად ის ტრიალებს საპირისპიროდ, ცხოვრება ასე ყველაფერში გვეთამაშება და კამათელს გვიგორებს.


ხან იღბალზე ვართ დამოკიდებული, ხან საკუთარ გადაწყვეტილებებზე, იმედსა და უიმედობაზე,


წაგებას მშვიდად შევხვდი,

თამაში გავიხსენე,

მეორე ტურს უკეთ ვითამაშებ.


ყველაფერი ბუნდოვანია


"და ოდეს ფარდა აიხდება, აღარ ვიქნებით"


 

 

Copyright © 2019 Interview