top of page

ინტერვიუს ახალი პარტნიორი - "თანთან"-ი

ახალი ბრენდი გამოჩნდა სოც. ქსელში სახელწოდებით - "თანთან"-ი.


ბრენდის მიმართულება, შინაგანი სიმშვიდის მოპოვების გზაზე, შესაბამისი გარემოს შექმნაა. სივრცეს, რომელსაც ცალკეული ნივთები და საგნები ქმნიან, ზოგს სუნი აქვს, ზოგს ნათება, ზოგს სირბილე და ზოგს ჟანგბადი. ისინი შემოდიან ჩვენთან ურთიერთობაში და ჩვენი სიმშვიდის შემადგენელი ნაწილი ხდება. ვისვენებთ, ვმედიტირებთ თუ ვქმედებთ, გვაქვს შეგრძნება, რომ ჩვენ საკუთარ სივრცეში ვართ. თანთანში გვაქვს სივრცის დეკორაციები, თან ბალიშები, თან ბუდები, თან ნეონ არტი, ჩხირები, თასები, სკულპტურები და ასე ბევრი #თანთან.


თანთანის ბრენდის ქვეშ ვკითხულობთ "თან შენია თან ჩემია" ეს არის იდეა სადაც არსებობს მე, შენ, მაგრამ არსებობს ერთიანობა, ამ ერთიანობას კი ქმნის თანთანი, თან მე თან შენ, თან შენია თან ჩემია, თან ჩემთან თან შენთან.


ბრენდის იდეა ერთიანი სივრცის შექმნაა, სადაც ადამიანი თავს დაცულად და მშვიდად იგრძნობს, სადაც შეძლებს იყოს თან საკუთარ თავში, თან გარემოში.


დღეიდან თანთანი ინტერვიუს პარტნიორი და მეგობარი კომპანიაა.

შეგიძლიათ ლინკზე იხილოთ თანთანის ფბ ვგერდი და იქ განთავსებული პროდუქცია. >>> https://www.facebook.com/chemtan.shentan/


#ინტერვიუ #ინტერაქტ #ინტერარტ




61 views0 comments
bottom of page