top of page

იყო თოვა ,,სიბერისგან ფერდაკარგულ ქალაქში“

***

იყო და არა იყო რა...

იყო თოვა ,,სიბერისგან ფერდაკარგულ ქალაქში“.

სოფელში? - დიდხანს თოვდა მოლოდინის ფიფქებით, მერე კი დადო, დადო და გაყინა, ამიტომაც ასე ჭირს დაბრუნება... ამიტომაც ასე დიდხანს გაგრძელდა ზამთარი, დიდხანს, მაგრამ მჯერა, არა უსასრულოდ, რადგან ბავშვობიდან ჩამაგონებდნენ, სიცოცხლის წყურვილი ისეთი ძალაა, ზამთრის სისასტიკესაც კი ერევა და ჯერეთ გაუმდნარი თოვლიდან ენძელა ამოჰყავსო... მწამს, ადრე თუ გვიან აუცილებლად დავითვლი ენძელებს. ადრე თუ გვიან აუცილებლად შეწყდება თოვა და.. გაზაფხულდება. მანამდე კი..


სოფელში მინდა. ჩემს მოლოდინით დაღლილ პაპისეულ სახლში, ჩემი არარსებული ბუხრის წინ, არარსებული ჩაის ჭიქით ხელში.. მინდა გაბზარულმინიანი და ჩარჩომომპალი სარკმლიდან ვუმზერდე მშობლიურ მთებს, ჟინვალის მიდამოსა და ანანურის ტაძრის გუმბათს, ჰო, გუმბათს, ძირგამომპალი და ლაქგადაცლილი სარკმლიდან ასე ამაყად რომ მოჩანს. მინდა ქარი, არა, ქარბუქი და პაპაჩემის მიერ არაგვიდან ამოზიდული ქვებით აშენებულ სახლში ყოფნა იმ განცდით, რომ აქ არაფერი მემუქრება, მინდა დაცულად ვგრძნობდე თავს, ვგრძნობდე, რომ ამ კედლებს ვერაფერს დააკლებს ქარი და თოვლის ნამქერი. მინდა უძლურებისგან წიოდეს ქარი, რომ ვერარა ავნო ჩემი სახლის ქვით ნაშენ კედლებს...


თბილისში თოვს. სანამ მე ლექციაზე ვზივარ და თსუ-ს სარკმლიდან ვადევნებ თვალს თოვას, ჩემს მამაპაპისეულ სახლში გატეხილი კრამიტიდან წვიმა იპარება და იატაკს ალპობს...


,,საშველი არ არის, არ არის, არ არის...“


,,სიბერისგან ფერდაკარგულ ქალაქში თოვს“...


ნისლია.. გაბუნდოვანდა გზა..ნისლისფერი მომავლის ისედაც ბუნდოვანი გზა..


31 იანვარი, 2014



15 views0 comments

Comments


bottom of page