top of page

მათრობელა სიყვარული

მათრობელა სიყვარული

ემოციების ხევში მიფარფატებდნენ გრძნობები წრფელი, პულსის სიჩქარე აღემატებოდა გულის ცემას, ის პეპლები კი თავქარიანად დაჰქროდნენ მასში, სიხარული ისეთი ცხადი იყო, რომ მის სიცილს გარშემო მყოფებიც გაეღიმებინა, თვალებს ციცინათელბი ეთამაშებოდნენ, ყურში კი მიჯნურის ღიღინი ჩაესმოდა.

ქეთრინს, მიხვრა-მოხვრაში შეამჩნევდით, რომ ის კი არ დაიარებოდა არამედ სიყვარულით ცეკვავდა და დაფარფატებდა, მთელი სხეული თავისუფალი იყო ყველანაირი სიმძიმისგაან.

ზედა კიდურები, ტოტებივით შემოხვეოდა სპენსერის სხეულს, თითქოს იჭერდა, სუნთქვა შეკრული, ასე მდუმარემ რომ ჩაიკონა, ფიქრებმა იხმო და შემზარვმა აზრმაც იელვა, ვაი, რომ ოდესმე ვერ ჩაიხუტებ და დარდმა მოიცვა.

ქეთრინმა სხეულის ენა თეორიულად კარგად იცოდა, მაგრამ თავად დიდად არ გამოსდიოდა მართვა და მაშინვე შეეტყო მის სახეს.

- რამ ჩაგაფიქრა, რომ ასე დაღონდი - აჰ, არაფერი, ძვირფასო, და გაიღიმა - ო, როგორ მიყვარს შენი ღიმილი და ეს იდუმალი "არაფერი".


ხელი მაგრად შემომხვია წელზე და მისკენ მიმიზიდა, ღრმად ჩაისუნთქა,ნაზად მეამბორა ბაგეზე და სიმღერასვით აჟღერდა, მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხაარ ძვირფასო ქეთრინ.

ბინდი ჩამოწოლილიყო, ჩვენ მტკვრის სანაპიროს მივუყვებოდით ხელიხელჩაკიდებულები, მისი ნაზი ხელები, მისი თბილი ხელები.

ერთ-ერთ ბარში შევედით დასალევად, ჭიქა ღვინო და სიყვარულით თრობა ავირჩიეთ, ერთმანეთს შევაშტერდით და ვიცინით. გვერდით მაგიდიდან შემოგვაშტერდა ორი ახალგაზრდა და მგონი დაგვცინოდნენ. ჩვენ ერთმანეთის პირისპირ ვისხედით, ჩემი ხელი უჭირავს, იქვე ღვინო, ჩემი სათვალეები ჩემს ხელთან დევს, სპენსერის სათვალეები მის ხელთან. ჩვენ ვიცინოდით და გაშტერებული თვალებით ერთმანეთს მზერას არ ვაშორებდით. მე პლიუსი, მას კი მინუსი, მხედველობა კი არა ნამდვილი არითმეტიკა მოვაწყვეთ. ერთმანეთის თვალის ფერსაც ვერ ვარჩევდით უსათვალოდ, მაგრამ მას ჩემი ხელი ეჭირა, მას ჩემი გული ჰქონდა, მას მე ვყვადი. მე მყვადა სპენსერი გვერდით,მისი ღიმილი და გულის ძგერა მესმოდა. ჩვენ ერთმანეთის სიყვარული გვაქვს და სულაც არ გვაინტერესებს რა წერია 500 მეტრში ან 50 სანტიმეტრში. ჩვენ ვხედავთ ერთმანეთს, ვხედავთ გრძნობებს, ემოციებს და შინაგან სამყაროს და ეს ძალიან ლამაზია.

ჭიქა ღვინოს, ჭიქები მოჰყვა, ჩვენ სულ გავბრუვდით, ნუთუ ღვინოს დავაბრალოთ, არა ეს სიყვარულია, ისევ ვიცინით და განა მორიდებით, ვკისკისებთ ბოლო ხმაზე. გვერდით მაგიდას რომ გავხედე ის ორი ისევ იქ იჯდა და ახლა მართლა ჩავბჟირდი, რადგან ისინი არავინ იყვნენ.


ჩვენ ბარიდან გამოვედით და ტროტუარს გავუყევით, მშვიდი ღამე იდგა, მთვარეს ვუყურებდით და აზრი დაგვებადა მზის ამოსვლა ერთად გვენახა, ძალიან გამიხარდა, რადგან მზის ამოსვლა არასდროს მინახავს, თან საყვარელი მამაკაცის გვერდით. ავჟიტირდი, ძალიან ბედნიერი ვიყავი მის გვერდით, ვლაპარაკიბდით, ვთამაშობდით, ვმღეროდით და ცეკვაც კი დავიწყეთ. - მოდი ვიფრინოთ ქეთრინ, მოდი მითხარი ფრთები შეისხი და ამიტაცე ცაში, რადგან მე არ ძალმიძს მხოლოდ მიწიერს გიყურო, - ყველგან შენს გვერდით ვიქნები ძვირფასო, სადაც კი მოისურვებ და ხელები ჩავჭიდე, სახე, მის სახესთან მივიტანე და თვალები დავხუჭეთ.

ფრთები შევისხით, ავფრინდით მაღლა, ოღონდ არვიცი საით წამიყვანს ეს ბავშური სილაღით შესხმული ფრთები, არა არ მწადს მე ფრენა მსგავსი, მართვა რთულია ფრთების, როცა არ იცი საით აიღო გეზი, მიყვარს ქარი, ემოციური, გიჟური და სხარტი. მაგრამ არ ვღელავ, სპენსერი აქ არის, ცოტა ბუნდოვანი და უცნაური, მაგრამ ის აქ არის.

გარშემო კი სითეთრე, უხილავი სითეთრე, თუმცა სითეთრე. შორს მოსჩანს შავი გვირაბი, პატარა და ვიწრო, ვგონებ, ვერ გავეტევით.

მხოლოდ ჩვენ ვართ, გარშემო კი სითეთრე, ოჰ, ღმერთო სულ შიშვლები ვართ, მრცხვენია ვაი თუ ვინმე დაგვინახავს, მაგრამ იქ ჩვენს მეტი არავინ არის. ახლა კი შევშფოთდი სად გაქრა ცნობიერება.

- ქეთრინ, შემომხედე, ნახე როგორ დავფრინავ, გული ლამის საგულედან ამომიხტეს, მოდი, მოდი ჩამკიდე ხელები და ვნახოთ რა ხდება იმ გვირაბში...

ახლა კი მკრთალად მოსჩანს, როგორ მოიწევს ჩემსკენ და მსტაცა ხელი და მიმაქანებს უფსკრულისაკენ, ვყვირი გამიშვი, სპენსერ, მაგრამ ამაოდ, დიდი სისწრაფით მივფრინავთ და ვგრძნობ, როგორ ვტირი, არმესმის რა ხდება, რა სჭირს სპენსერს, გაყინული გავყურებ როგორ მიმათრევს. ძალა გამოცლილს, ვხედავ ვიღაცას, სპენსერის, ხელი ჩაუჭიდია, ის მიაქანებს იმ გვირაბისკენ. სპენსერი უცნაური გამომეტყველებით მიყურებს, თან მეჩურჩულება ჩემთან წამოდი, ნუ დარჩები მარტო, ძვირფასო მენდე, დარჩი ჩემთან, გამომყევი გთხოვ. დაბნეული ამ სითეთრეში მივლასლასებ და შევჩერდი გვირაბის თავზე. სპენსერი არსად სჩანდა. ვყვირივარ და მეშინია, სად გაქრა სპენსერი, გვირაბში შევძვერი.

ბნელში მყოფს, ხელების ფათურით განვაგრძობ გზას.

ქუთუთოებს შევხსენი ელვა, მე აქ ვარ, სარეცელს მყოფი, იქვეა სპენსერიც. ექიმები დასდგომოდნენ თავზე,

- მომაწოდე დეჰიბრილატორი, ვიწყებთ, ის არ რეაგირებდა, ექიმი იმეორებს, ისევ, ისევ, ისეევ....


მონიტორზე გამოჩნდა გულის ცემა და შეძახილები ის ჩვენიაა. სპენსერი ჩასვეს სასწრაფო დახმარების მანქანაში.

მეც წამიყვანეთ, ჰეეი, რა ხდება დაყრუვდიით, ჰეეეი.

გარშემო მოვავლე თვალი,სულ პოლიციის და სასწრაფო დახმარების მანქანები იყვნენ, იქვე კი მამაკაცი თავდახრილი იდგა და ტიროდა, პოლიციას ჩვენებას აძლევდა თუ როგორ შევარდა ტროტუარზე და შემთხვევით ორ ახალგაზრდას დაეჯახა, სამწუხაროდ გოგონა იმსხვერპლა.

- რაა, ვუყვიროდი, ვინ ახალგაზრდებს? ხელი შევახე, მაგრამ წავბარბაცდი.

უკან შევბრუნდი, იმ სარეცელს დავხედე ის მე ვიყავი.

არა, არა ვყვირივარ, ეს რა თამაშია თუ სიზმარში ვარ.

ძალა მოვიკრიბე, თვალები ფართოდ გავახილე, იმ გვირაბს გავხედე და გავიქეცი, ძალაინ სწრაფად გავიქეცი მარადიული სითეთრისკენ.


63 views0 comments

Comentários


bottom of page