top of page

პოეტი / მურმან ლებანიძე

  • Nov 14, 2019
  • 1 min read

დაგრძელდა შემოდგომა ..


დაგრძელდა შემოდგომა, ზამთარი იგვიანებს, საჩუქრად ოქროსფერმა დღეებმა იკრიალეს...

არის ილუზია: ისეთი საღამოა, - ზამთარი საერთოდ, საერთოდ აღარ მოვა...

ღმერთო, მაპატიე, - ჭმუნვა განმიქარდა: რაღაც მიხარია, რაღაც - გამიხარდა.

Comments


 

 

Copyright © 2019 Interview

- (2).png
bottom of page