რა მაწუხებს და...

რა მაწუხებს და

სულ თვითონ რომ გწერს პირველი და არ გაცდის მოგენატროს, მოგინდეს, დაგაკლდეს. იქამდე მოგიკითხავს და აგავსებს საკუთარი თავით სანამ....


რა მაწუხებს და


ადამიანს საკუთარ თავზე მუშაობა რომ ეზარება, დაკვირვება, განვითარება, წინსვლა და ამ სიზამრაცეს ფარავს შენზე ზრუნვით, შენზე ფიქრობს, "ედარდები".


რა მაწუხებს და


გაურკვეველი მიზეზებით რომ გიძულებენ ადამიანები, ამ სიძულვილს ვერ ერევიან, ხედავ რაც აწუხებთ და გინდა ბოდიში მოიხადო სიკარგის, სილამაზის და ა.შ. გამო


რა მაწუხებს და


ბოღმიანი დაქალების არსებობა - ლამაზი, ჭკვიანი, გამხდარი, ან საინტერესო გოგოების გვერდით. აღარ მოგინდება მეგობრობა და ძალადობასაც არ იშურებენ ფსიქოლოგიური, მორალური თუ ენერგეტიკული.


რა მაწუხებს და


ყველა ეს ადამიანი რომ მოგეწებება, მოგეკვრება და ისეთი გრძნობა გაქ თითქოს ვეღარ სუნთქავ და გინდა იყვირო "ყველამ თავი დამანებეთ".. რაც უფრო კარგი გახდები, უფრო შეგიძულებენ, უფრო მოგეკვრებიან, სიყვარულის და კეთილისმსურველობის გამო არა, ინტერესის გამო - რა არის შენში ამისთანა, რაც ასე სძულთ და იზიდავთ.


ერთეულები არ არიან კარგები და საუკეთესოები. ერთეულები ისინი არიან ვინც საკუთარ თავში დაინახა კარგი და საუკეთესო. ვინც მონა არ გახდა დაწესებული ზღუდის, ვინც გაბედა მამაცი ყოფილიყო და ებრძოლა.

როცა საკუთარ თავში იხედები, რას ხედავ ყველაზე ბევრს? რა გრძნობას, რა ემოციას?


#InterYou #Daruma


 

 

Copyright © 2019 Interview