როდესაც ადამიანები ტოვებენ ღმერთს, რას აკეთებს ამ დროს ღმერთი? - ინტერვიუს წევრების პასუხები

ინტერვიუს წევრებიდან სულ 19-მა ადამიანმა გასცა პასუხი შეკითხვას - როდესაც ადამიანები ტოვებენ ღმერთს, რას აკეთებს ამ დროს ღმერთი?


სანამ მოცემულ პასუხებს წაიკითხავდეთ, თქვენი პასუხიც მოიფიქრეთ.


პასუხები


მაიკო - ვერაფერს

მაკო - ტირის

მარიამი - ელოდება

Nika - იღიმება

Giorgi - უკვირს

შოთა - ელოდება ბოლო ამოსუნთქვამდე!

ალექსანდრე - იფშვნება Г. Т. - გველოდება და გზებს გვინათებს

Nazi - ღმერთს იმედი აქვს და ელოდება როდის დაბრუნდება.

Maiko - აძლევს დროს..

Irma - თამაშს იწყებს “მოღალატე” ადამიანთან.

Tinano - არასდროს ტოვებს.

გრიგოლი - ელოდება სანამ მოისურვებს ისევ ჩაიხედოს სარკეში რათა დაინახოს ღმერთი

Katy - ისევ მოვა გაზაფხული, შაანსი არ არიის...

Tamara - განსაცდელს უვლენს, რომ ისევ ღმერთი ახსენოს!

Catherine - ტანჯავს

George - ადამიანები რას აკეთებენ?


Dima - ღმერთის დატოვება არც ისეთი მარტივი რამეა, რეალურად მასეთი ადამიანი არც შენ გინახავს წესით და არც მე


Nikoloz - ფბ-ზე სტატუსი გადაყავს ინ ე ქომფლიქეითიდ რილეიშენშიფზე, მერე სევდიანად ამბოხებულ მუსიკებს აზიარებს და თან ზუსტად იცის იმას კიბო როდის დაემართება, კიდე გულში უსწორდება რო ღმერთია :დდდდდ


ლიკა - ღმერთი მაშინ მივატოვე, როცა საკუთარი თავისგან გაქცევას ვცდილობდი. არც უკან გამომკიდებია და არც დამლოდებია, როცა დავბრუნდი სახეცვლილი დამხვდა და მეც ისეთი აღარ ვარ როგორიც ვიყავი . ჩვენში ცხოვრობს ჩვენი ღმერთები, როცა გასაჭირისას წამომცდება ღმერთო მიშველე მე ვიცი ეს საკუთარი ფარული ძალების მოხმობის და გაღვიძების სურვილია. ქვეყნად ადამიანებს იმდენი ღმერთი ყავს ,იმის კვლევა ძიებას რომელია ჭეშმარიტი მირჩევნია ჩემში არსებულ ღმერთს გავუწიო ანგარიში. ის არ მთხოვს განდიდებას, არც ლოცვებს, არც შესაწირს. ერთადერთი რაც სურს ჩემი კარგად ყოფნაა. ჩემი ღმერთი ჩემი სინდისია, სიყვარულია და სიკეთე, რომელიც სულ ცდილობს თავი შემახსენოს.


Nika - ფიქრობს რა დრო და ცხოვრებისეული გამოცდილება დაგჭირდება იმის მისახვედრად, რომ უკან უნდა დაბრუნდე.... და კიდევ მიხვდე, რომ ასრასოდეს არსად წასულხარ, ეს მხოლოდ შენ გეგონა სადმე წახვედი ღმერთის გარეშე.



გამოკითხვის შეჯამება:


მხოლოდ ერთმა, ლიკამ - ისაუბრა თავის თავზე და მოყვა პირადი გამოცდილება.


George-მ შეკითხვა შემოაბრუნა - ადამიანები რას აკეთებენო?


Nikoloz-მა და Katy-მ იუმორისტული პასუხი გასცა


სამმა ადამიანმა გასცა ამომწურავი პასუხი და დანარჩენებმა ერთ ან ორ სიტყვიანი პასუხი.


5-მა ადამიანმა ერთი და იგივე პასუხი დააფიქსირა - "ელოდება".


3 ადამიანი ფიქორბს რომ ღმერთი არასდროს ტოვებს ადამიანს, ვერც ადამიანი ღმერთს.


2 ადამიანი ფიქრობს რომ ღმერთი განსაცდელს უვლენს ადამიანს თუ ის მიატოვებს.


საუკეთესო ან სწორი პასუხი არ არსებობს ამ შეკითხვაზე. თუ ვამბობთ რომ ღმერთი ყველა ჩვენგანშია გამოდის რომ ამ პასუხებს საკუთარ თავში არსებულ ღმერთზე ვწერთ. მოდით ასე დავსვამ კითხვას, როდესაც საკუთარ თავს ტოვებთ, რას აკეთებს თქვენი თავი ამ დროს? რას გრძნობს? დაუბრუნდით თქვენს პასუხებს და ამ კუთხით შეხედეთ....


#ინტერესსე #ინტერვიუ #interesse #interView #ინტერვიუსწევრები

74 views0 comments

 

 

Copyright © 2019 Interview