ტკივილის სხეული / Eckhart Tolle

Updated: Nov 19

ტკივილი იკვებება ტკივილით


ადამიანს ცხოვრების განმავლობაში უგროვდება ტკივილი, სტრესი, წყენა, ბრაზი და ა.შ. ნეგატიური ემოციები.. გამოთავისუფლება არ ხდება, ყველა ტკივილი ერთმანეთზე იპრესება, ადამიანი ხდება ამის მატარებელი; ტკივილი ადამიანს ნელ-ნელა ავიწყებს საწყისებრ მდგომარეობას, და სტატიაში ტოლე საუბრობს სწორედ ტკივილის-სხეულზე, როგორ გაბატონდება ჩვენზე, ამის ცოდნის საფუძველზე შევძლებთ მისგან განცალკევება/გამოთავისუფლებას.


ემოციური ტკივილი რაც გამოსცადე, ტოვებს ტკივილის ნარჩენს რომელიც ცხოვრობს შენში, სანამ ვერ შეძლებ რომ „ახლას“ ძალაზე წვდომა დაამყარო.

ახალი ტკივილი ჩნდება, უერთდება მანამდე არსებულ ტკივილს და ინახება შენს გონებაში და სხეულში. ეს რა თქმა უნდა, მოიცავს ტკივლს, რომელიც ბავშვობაში განიცადეთ, გამოწვეული მსოფლიოს დაბალი ცნობიერების მდგომარეობით, რომელშიც დაიბადეთ.


დაგროვილი ტკივილი არის უარყოფითი ენერგიის ველი, რომელიც მოიცავს სხეულს და გონებას. თუ მას უყურებთ როგორც თავისთავად უხილავ სუბიექტს, ახლოს ხართ სიმართლესთან. ეს არის ემოციური ტკივილი-სხეული. მას აქვს ყოფნის ორი რეჟიმი: მიძინებული და აქტიური. ტკივილის სხეული შეიძლება დროის 90% იყოს მიძინებული. უკიდურესად უბედურ ადამიანში, შეიძლება აქტიური იყოს დროის 100%-მდე.


ადამიანთა ნაწილი ტკივილის სხეულით ცხოვრობს უმეტესად, ნაწილი კი მხოლოდ გარკვეულ სიტუაციებში, მაგალითად ინტიმური ურთიერთობების დროს ან დანაკარგის და მიტოვების დროს, დაზიანება ფიზიკურ ან ემოციურ დონეზე და ა.შ. ამის გამოწვევა ნებისმიერ რამეს შეუძლია, განსაკუთრებით წარსულის ტკივილს თუ ეხმიანება. ახლობელი ადამიანის მოსაზრებას ან უწყინარ შენიშვნასაც კი შეუძლია მიძინებული ტკივილის გააქტიურება.


ზოგიერთი ტკივილის სხეული აუტანელია, მაგრამ შედარებით უვნებელი, გავს ბავშვს რომელიც არ წყვეტს წუწუნს. ზოგი კი შეიძლება იყოს ბოროტი, დამანგრეველი მონსტრი, ნამდვილი დემონი. ზოგი ფიზიკურად, უმეტესობა კი ემოციურად ძალადობს. ზოგი თავს დაესხმება თქვენს გარშემომყოფებს, თქვენს ახლობლებს, ან თქვენ. თქვენი ფიქრები და გრძნობები რაც თქვენი ცხოვრების შესახებ გაქვთ, გახდება ღრმად ნეგატიური და თვითდესტრუქციული. ხშირად ეს არის გამომწვევი დაავადებების და უბედური შემთხვევების. ტკივილის სხეულს ზოგი მასპინძელი კი თვითმკვლელობამდე მიჰყავს.


როდესაც გეგონათ რომ ადამიანს იცობდით და მოულოდნელად მასში აღმოაჩენთ უცხო აუტანელ არსებას, გაგიკვირდებათ. მნიშვნელოვანია ამას საკუთარ თავში უფრო დააკვირდეთ, ვიდრე სხვაში. ფრთხილად იყავით საკუთარ თავში უბედურების რაიმე ნიშანზე - ამან შეიძლება გამოაღვიძოს ტკივილის სხეული. ფრთხილად იყავით უბედურებასთან ნებისმიერი ფორმით, რადგან ამას შეუძლია გამოაღვიძოს თქვენში ტკივილის სხეული. რაც გამოვლინდება გაღიზიანებაში, მოუთმენლობაში, მწუხარებაში, ტკივილის სურვილში, ბრაზში, დეპრესიაში, დრამატულობაში და ა.შ. როდესაც ეს გამოვლინდება ეცადეთ დააფიქსიროთ.


ტკივილის სხეულს სურს გადარჩეს და ეს შეუძლია თუ გაუცნობიერებლად იდენტიფიცირებას მოახდენთ მასთან და თქვენ გახდებით მისი საკვები და იცხოვრებს თქვენი საშუალებით. ის იკვებება ნებისმიერი საშუალებით, ნებისმიერი ფორმით რაც შემდგომ ტკივილს შექმნის, ეს იქნება რისხვა, დესტრუქციული ძალა, სიძულვილი, ემოციური დრამა, ძალადობა და დაავადებაც კი. ამრიგად, როდესაც ტკივილის სხეული დაგიქვემდებარებთ, თქვენი ცხოვრების სიტუაციებს გადაიყვანს საკუთარი ენერგიის სიხშირეზე, რომ იკვებოს. ტკივილი იკვებება ტკივილით. ტკივილი ვერ იკვებება სიხარულით.


მას შემდეგ რაც ტკივილის სხეული მიიღებს თავის დოზა ტკივილს, უფრო მეტის მიღების სურვილი უჩნდება. და თქვენ ხდებით მსხვერპლი ან მოძალადე. თქვენ გსურთ ტკივილის მიყენება ან განცდა. ან ორივე ერთად. თქვენ რა თქმა უნდა არ იცით ამის შესახებ და აცხადებთ რომ ტკივილი არ გსურთ. კარგად დააკვირდით და ნახავთ, რომ თქვენი აზროვნება და ქცევა მიზნად ისახავს ტკივილის შენარჩუნებას, როგორც თქვენთვის, ისე სხვებისთვის.


ტკივილის სხეულს რომელსაც ადევს ეგოს მუქი ჩრდილი, სინამდვილეში ეშინია თქვენი ცნობიერების შუქის. ტკივილის სხეულს გადარჩენა მხოლოდ შეუძლია არაცნობიერთან იდენტიფიკაციისას, იგივე ითქმის თქვენში არსებულ უცნობ შიშზე, ტკივილის შიშზე. თუ თქვენი ცნობიერების სინათლე ტკივილს არ შემოაქვს, იძულებული იქნებით კვლავ და კვლავ განიცადოთ იგი.

ტკივილის სხეული შეიძლება მოგეჩვენოთ საშიშ ურჩხულად, რომლის დანახვასაც ვერ იტანთ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს არის არსებითი მოჩვენება, რომელიც ვერ გაბატონდება თქვენი ყოფნის ძალაზე.



ზოგიერთ სულიერ სწავლებაში ნათქვამია, რომ ყველა ტკივილი საბოლოოდ ილუზიაა და ეს სიმართლეა. ტკივილის სხეულს არ სურს თქვენ დააკვირდეთ მას პირდაპირ და დაინახოთ რა არის. იმ მომენტში, როდესაც მას დააკვირდებით, იგრძნობთ მის ენერგეტიკულ ველს თქვენს შიგნით და ყურადღებას აქცევთ, იდენტიფიკაცია გაფუჭებულია. შემოდის ცნობიერების უმაღლესი განზომილება. მე მას ყოფნას ვუწოდებ. თქვენ ახლა ტკივილის სხეულის მოწმე ან დამთვალიერებელი ხართ. ეს ნიშნავს, რომ მას აღარ შეუძლია აივსოს თქვენი საშუალებით.


თქვენ იპოვნეთ საკუთარი შინაგანი ძალა.

თქვენ ახლა წვდომა გაქვთ.


ნაწყვეტი წიგნიდან „The Power of Now“. საავტორო უფლებები © 1999 Eckhart Tolle.


ეკჰარტ ტოლეს ღრმა, მაგრამ მარტივი სწავლებები უამრავ ადამიანს დაეხმარა მთელ მსოფლიოში, შინაგანი სიმშვიდის მოპოვებაში და ცხოვრებაში სრულყოფის. სწავლების საფუძველია ცნობიერების ტრანსფორმაცია, სულიერი გაღვიძება, რომელსაც ტოლე ადამიანის ევოლუციის შემდგომ ნაბიჯად მიიჩნევს.


ეკჰარტ ტოლე არის New York Times- ის ბესტსელერი The Power of Now- ს ავტორი. The Power of Now განიხილება, როგორც ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გავლენიანი სულიერი წიგნი.


#ინტერესსე #InterEsse




 

 

Copyright © 2019 Interview