უკაცრავად, ყველანი ადამიანები ვართ და თქვენი ქედი სამარცხვინოდ მაღალი ხომ არ არის?!

რა განსაზღვრავს ორ ადამიანს შორის კონტაქტის ერთმანეთის სურვილად ქცევას? ჩამოყალიბებას მეგობრობად ან პარტნიორობად?


საერთო ინტერესები თუ ჩვენი წარმოდგენა როგორ ვაფასებთ პიროვნებას? 

ღრმად მწამს პირველ რიგში ადამიანები ვართ და შემდეგ ექიმები, მწერლები, სამი ენის მცოდნეები, ღარიბები, მდიდრები და შეძლებულები.


თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ საზოგადოებამ ჩამოაყალიბა სხვადასხვა ფენა და წრე, რომელშიც მოვიაზრებთ საკუთარ თავებს და მოგვიაზრებს სხვაც.


ლოგიკურია მე თუ ექიმი ვარ მეორე ადამიანთან, რომელიც ასევე ექიმია მეტი საერთო მექნება, თუმცა ასევე ლოგიკურად ეს ხელს არ მიშლის ვიმეგობრო და ვიურთიერთო სხვა პროფესიის ადამიანთან.


მაგრამ ხანდახან ხდება რომ ჩვენი სოციალური სტატუსი თუ ცხოვრებისეული წარმატება ცხვირს გვაწევინებს და მეორე ადამიანის დიდი ინტერესის მიუხედავად –  “აუ ფილმებს ქართულად ნათარგმნს უყურებ? კარგიი რაა, რანაირად? ” და ამ დროს ალბათ ვხვდებით რომ ჩვენი ადამიანობა Netflix-ის  ექაუნთისგან მიღებულ სიამოვნებას  ვერ აბიჯებს.


ეს პრიმიტიული მაგალითი, თუმცა რომ ვიყოთ უფრო სერიოზულები და დავფიქრდეთ სიახლის შეცნობის  რამდენ შესაძლებლობას გვართმევს ეს ჩვენი ადამიანური სისუსტე – ცხვირაწეულობა, ბევრი აწეული ცხვირი დაუბრუნდება საკუთარ ადგილს.


ადამიანები ლიტერატურული ნაწარმოებებივით ვართ, ყველა ჩვენგანი ინდივიდუალურ ისტორიას ატარებს და შესაბამისად  მეორე ადამიანს ურთიერთობაში სხვადასხვა რამეს ვთავაზობთ, ცხოვრება რასაც გთავაზობს მისი არ მიღება კი ცუდი საქმეა.


თუმცა ისიც მინდა დავამატო რომ ახლა ჩემში ნაწყენი და გაბრაზებული ნაწილი საუბრობს , რომელსაც ქედმაღლურად ცხვირი აუწიეს და ამ ბლოგ-პოსტის პირველი ნაწილი სრულიად სუბიექტურია.


თუ ობიექტურად განვიხილავთ, პირველ რიგში შევთანხმდეთ რომ ქედმაღლობა ადამიანის ნაკლია, უნაკლო ადამიანი კი ქვეყნად არ დაიარება.


ასევე ადამიანებიც, როგორც ლიტერატურული ნაწარმოებები იყოფა რომანებად, ფანტასტიკებად, დეტექტივებად და ა.შ და ყველა ჟანრს თავისი მკითხველი ჰყავს.

ჩემი ბრაზი და წყენა გვერდით რომ გადავდო შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანს თავისუფლებას გააკეთოს არჩევანი თავისი ინტერესის და სურვილის

გათვალისწინებით ვერ წაართმევ.


ექიმს ექიმთან უნდა მეგობრობა? დაე იმეგობროს, თუმცა გასაკიცხია ადამიანი რომელიც მეორე ადამიანს თავისი პიროვნებით გულს ტკენს, ამცირებს და თუნდაც რამდენიმე წამით ლოყებს უფაკლავს შერცხვენის სიწითლით.


სხვისი დამცირებით პირველ რიგში საკუთარ თავებს ვამცირებთ და ჩვენი თავმოყვარეობა? უპს! აწეული ცხვირი ეფარება და ვეღარ ვხედავთ.


ეს ბლოგი ადამიანობაზეა, ჩემს მეგობარ თამარას დავესესხები ცხოვრების კრედოს და გავაჟღერებ აქვე: “რაც არ უნდა მოხდეს, დარჩი ადამიანად”.


#interyou #ინტერიუ #Amelie #M

46 views0 comments