"ქმარი, ოჯახი, ბავშვები, წიგნი... ჩემი მდგომარეობა შენს მარტოობას რომ სჯობს, ვერ ხედავ?"

ამონარიდები წიგნიდან - "მე წითელი მქვია" - ორჰან ფამუქი


" - რას ნიშნავს წითელი? რაშია მისი აზრი?

იკითხა იმ უსინათლო მხატვარმა, ცხენს ზეპირად რომ ხატავდა.


- ყველა ფერის აზრი ისაა, რომ იგი ჩვენ წინაშეა, ჩვენ კი ვერ ვხედავთ,

თქვა მეორემ, - ვისაც არ უნახავს, როგორ უნდა გააგებინო, როგორია წითელი? მაგის მოყოლა არ იქნება


- ღვთის მგმობნი, ურწმუნონიც ეგრე ამბობენ, ალაჰის არსებობა რომ ვირწმუნოთ, იგი ჯერ უნდა დავინახოთო.


- ვისაც დანახვა შეუძლია, ის ხედავს, - შეეკამათა მეორე. წმინდა ყურანი აკი ამბობს: "თვალხილული და უსინათლო არასოდეს იქნება ერთიო".


როცა ვაფერადებ, თითქოს სამყაროს ვეუბნები: "იყავ!" და სამყაროც ჩემი ფერი - სისხლისფერი ხდება. ვინც ამას ვერ ხედავს, არც დაიჯერებს, უარყოფს, მაგრამ მე ყველგან ვარ."


  • "ისეთი ცუდი კაცი გამხდარიყო, რამის კითხვას აზრი არ ჰქონდა. თუ კაცი ერთხელ დაუშვებს რომ ცუდი იყოს, - ეს უარყოფილ შეყვარებულებს ხშირად ემართებათ, - მაშინვე მხეცად იქცევა."


  • "თვალები ორი ნახვრეტი კი არ არის, არამედ - ჩვენი თვალების მსგავსია, სხივს სარკესავით ირეკლავს და ჭასავით იწოვს. არც ბაგეებია ქაღალდივით სწორ ზედაპირზე გაკეთებული ჭრილი. ისინი ჩვენი სულის მოძრაობას - სიხარულს, წუხილს - გამოხატავს, სხვადასხვა ფერისაა, ხან დაჭიმული, ხან მოშვებული. არც ცხვირია არაფრის მთქმელი ტიხარი, სახეს ორ ნაწილად რომ ყოფს, არამედ ცოცხალი, საინტერესო ნაწილია ჩვენი სახისა და ყველას სხვადასხვანაირი გვაქვს."


  • "შექურემ, უეჭველია, იცოდა, რომ ის, რასაც ნიზამი სიყვარულის ჭადრაკს უწოდებს, ლიტერატურული თამაში კი არ არის, არამედ შეყვარებულთა სულის მოძრაობაა."


  • "შენი ყალამი მართლაც ისეთი ჯადოსნურია, რომ შენი სურათების შემხედვარეს სინამდვილეში არსებული სამყაროსი კი არა, იმ სამყაროსი სჯერა, რომელიც შენ დახატე. შენი ნიჭით ყველაზე ღვთისმოშიში ადამიანიც კი შეგიძლია ჭეშმარიტ გზას ააცდინო, ისევე როგორც ალაჰის გზაზე დააყენო ვინმე უღმერთო."



" - ძალიან კარგი. ჩვენ წინაშე არსებულ ყველა დაბრკოლებას თუ ასე სწრაფად დავძლევთ, ძალიან მალე ვიქორწინებთ.


- ვიქორწინებთ, მაგრამ ერთი ლოგინი არ გვექნება?


- მთავარი ქორწინებაა. ჯერ ეს მოვაგვაროთ, სიყვარული ქორწინების შემდეგ მოვა. გახსოვდეს: ქორწინებამდე გაჩენილი სიყვარულის ხანძარი ქორწინებით ქრება და მის ადგილზე ნაღვლიანი ნახანძრალი რჩება. ალბათ, ქორწინების შემდეგ გაჩენილი სიყვარულიც მთავრდება, მარამ მის ადგილს ბედნიერება იკავებს. ზოგი სულსწრაფი სულელი ქორწინებამდე უკვე შეყვარებულია, მაგრამ სიყვარული მალე მინავლდება ხოლმე. რატომ? იმიტომ, რომ სულელებს ცხოვრების ყველაზე დიდი მიზანი სიყვარული ჰგონიათ.


- აბა, სინამდვილეში რა არის? - მკითხა ყარამ.


- ბედნიერება. ბედნიერებაა ცხოვრების მთავარი მიზანი. სიყვარულიცა და ქორწინებაც მისი მოპოვების საშუალებაა. ქმარი, ოჯახი, ბავშვები, წიგნი... ჩემი მდგომარეობა: ქმარი - დაკარგული, მამა მიცვალებული შენს მარტოობას რომ სჯობს, ვერ ხედავ? შვილები რომ არ მყავდნენ, მოვკვდებოდი. მთელი დღე ვეჩხუბები, ვეფერები, ერთად ვიცინით, ვცხოვრობთ." /მე - შექურე/

#მე #წითელი #მქვია #ორჰან #ფამუქი #მეწითელიმქვია #ორჰანფამუქი

#ინტერვიუ #ინტერესსე #interview #interesse

60 views0 comments