20 ფსიქიკური ბარიერი რომლის გადალახვაც შეცვლის თქვენს ცხოვრებას

1. მოიხსენით მიჯაჭვულობა ადამიანებზე და საგნებზე.


2. მოიშორეთ ყველანაირი დანაშაულის გრძნობა.


3. თავი დაანებეთ თვითკრიტიკას.


4. თავი დაანებეთ ცრუ წარმოდგენებს სხვების შესახებ.


5. უარი თქვით ნეგატიურ აზროვნებაზე.


6. თავი დაანებეთ ისტორიების ხელოვნურად შექმნას თქვენს გონებაში და მიეცით მოვლენებს თავისუფლად დინების საშუალება.


7. შეწყვიტეთ მცდელობა სხვებს მოაწონოთ თავი. ყველს მაინც ის დამოკიდებულება ექნება რაც აქვს, ვერ შეუცვლით.


8. შეწყვიტეთ ბრაზი და წყენა. როდესაც ამ ემოციებს იგრძნობთ დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: რატომ მეწყინა? რამ გამაბრაზა? და ეცადეთ იყოთ გულახდილი.


9. ნუ შეიზღუდავთ რწმენას. ჩვენი რწმენა ჩვენი ცნობიერების ძირითადი საყრდენია.


10. ნუ გადადებთ დღევანდელ საქმეს ხვალისთვის.


11. არ მისცეთ თქვენს აზრებს უფლება თქვენზე გაბატონების.


12. შეწყვიტეთ გულის ტკივილით ცხოვრება, არ სჭირდება დიდი დრო ტკივილის გადალახვას, შეიძლება დღეებიც საკმარისი იყოს, მიიღეთ გამოცდილება და განაგრძეთ გზა.


13. შეწყვიტეთ მტკივნეული მოგონებების გახსენება.


14. შეელიეთ უსარგებლო ნივთებს, რომლებიც არ გჭირდებათ.


15. თუ გარშემორტყმული ხართ ნეგატიური და პესიმისტი ადამიანებით, ნუ მოელით, რომ განსხვავებულად იქნებით, გათავისუფლდით ასეთი ადამიანებისგან.


16. გაუშვით წარსული.


17. თავი დაანებეთ იდენტიფიკაციას როლებთან. ჩვენ ერთი პიროვნება ვართ ოჯახთან, მეორენი მეგობრებთან, მესამე ვართ თანამშრომლებთან. ჩვენი პიროვნება 10 ადგილას არის მიმოფანტული და ამან შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.


18. კრიტიკა მხოლოდ ზედაპირულად მიიღეთ, გაიაზრეთ და გაითვალისწინეთ, გულში ნუ გაიკარებთ.


19. დაივიწყეთ რომ საათი უკვდავია. დრო მიდის, დრო ცოტაა და გააკეთეთ რისი გაკეთებაც გსურთ დღესვე.


20. თავი დაანებეთ კონტრპროდუქტიულ ჩვევებს: TikTok- ისა და Instagram- ის საშუალებით გაებით გასართობ ინდუსტრიის მახეში? თავი დაანებეთ ყველაფერს, რაც პიროვნულ და პროფესიულ დონეზე არ გაგაუმჯობესებთ.


ეს არის რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ჩვენი ფსიქიკური ბარიერების როლს ასრულებს.


#ინტერესსე



გამოყენებული მასალის წყარო: Nick G. Your Life Will Change 180° If You Let Go Of These 20 Mental Barriers

 

 

Copyright © 2019 Interview