7 მიზეზი თუ რატომაა ყავა ნამდვილი სიყვარული

"ყავა არის სოციალური გამოცდილება და ის მარტოობასთან ასოცირდება" დი ელიზაბედი

შვიდი მიზეზი თუ რატომაა ყავა ნამდვილი სიყვარული >>?


ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას დი ელიზაბედი (De Elizabeth) 2015 წელს.

ელიზაბედი გვიყვება როგორ დაიწყო ყავის სმა 14 წლის ასაკში დილაობით დედასთან ერთად "ჩვენ გვიყვარდა ჩვენი სიყვარული ყავისთვის" დი ამბობს რომ ყავა არის სოციალური გამოცდილება, და ის მარტოობასთან უფრო ასოცირდება ვიდრე მხიარულებასთან.

არსებობს კვლევა სადაც გამოვლინდა სათაურები ყავის შესახებ: "ყავის მსმელებო გიხაროდეთ" ან "ცუდი ამბავი ყავის მოყვარულებისთვის", დი ამბობს რომ

ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში სადაც ყველაფერს ორი მხარე აქვს და ყოველთვის იწერება რაიმეზე კარგიც და ცუდიც.

ასე მოხდა ყავის შემთხვევაშიც. დი ფიქრობს რომ ვისაც ძალიან უყვარს ყავა, უნდა ჩაატაროს თავისი კვლევა/დაკვირვება და თვითონ გადაწყვიტოს ყავა მას ვნებს თუ არგებს. თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ ის არასოდეს შეელევა ყავას, რადგან ყავა არის მისი სულიერი მეუღლე. "Coffee is the Jack to my Rose, and I’ll never let go." დი ელიზაბედი ასახელებს 7 მიზეზს ყავის მნიშვნელობაზე:

1. ყავა არის ინსტაგრამისთვის ყველაზე ცოცხალი ელემენტი, უამრავი ადამიანი დებს დილაობით ფოტოს ყავასთან ერთად. ყავა არის თქვენი აქსესუარი ფოტოში. თქვენი ფეხსაცმელი აღვიძებს ფოტოს? ყავის ჭიქა სწორედ ამას აკეთებს. 2. ყავა ანიჭებს ყველას ღრმა გრძნობებს. როგორც კი ვიწყებ ყავის სმას წერას ვიწყებ უკეთესად, უფრო თავისუფლად.ვხდები უფრო პროდუქტიული. 3. სამსახურში ადრე მისული ადამიანებისთვის ყავა დროის შემავსებელი საუკეთესო საშუალებაა. 4. თუ გინდათ ღამე ჯერ არ დადგეს, ყავა დაგეხმარებათ დაძინების გადადებაში. 5. ყავა შეიძლება იყოს ნოსტალგიური. 6. ორი სიტყვა: ყავა შესვენებაა 7. ყავა ხელს უწყობს რომანტიკას დი ელიზაბედი თანამედროვე ბლოგერია, სტატიაში წერს როგორ გამოხატავს ყავის სიყვარულს და როგორ იცავს ამ სიყვარულს. უამრავ საკითხვს იკვლევს მეცნიერება და არის გაუთავებელი მსჯელობა რა არის სწორი, რა ჯანსაღი, რა სასარგებლო და რა პირიქით. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია სიყვარული. პროცესს, რომელსაც ახლავს სიყვარული და პოზიტიური განწყობა, ყველაფერი იდელაურადაა.


გთავაზობთ 7 ცნობილი ადამიანის 7 ცნობილ გამონათქვამს ყავასთან დაკვაშირებით:

”მე მომწონს ყავა, რადგან ეს მაძლევს ილუზიას, რომ შეიძლება ვიღვიძო.” ლუის ბლეკი

"ლიპტონის თანამშრომლები იღებენ ყავის შესვენებებს?" სტივენ რაიტი


"ვიღვიძებ დილაობით და ვჯდები, თან მაქვს ჩემი ყავა და ვათვალიერებ ჩემს ლამაზ ბაღს და გავდივარ." დაიმახსოვრე, რა მშვენიერია. რადგან შენ შეიძლება დაკარგო ეს." ჯიმ ქერი

”არასოდეს ენდოთ მას, ვინც არ სვამს ყავას.” ეჯ ლი

”მეცნიერებას შესაძლოა არასოდეს ჰქონდეს უკეთესი კომუნიკაციის სისტემა, ვიდრე ყავის შესვენებაა.” ერლ ვილსონი

"სუფთა ყავის სუნი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გამოგონებაა." ჰიუ ჯეკმანი

”არ შეიძლება გქონდეთ წესიერი კვების კულტურა, ყავის ღირსეული კულტურის გარეშე: ეს ორი ერთად ყალიბდება." ადამ გოფნიკი



სტატია მოამზადა სოფო სუდაძემ

წყარო: https://thoughtcatalog.com/de-elizabeth/2015/01/7-reasons-why-coffee-will-always-be-your-true-love/

https://www.inc.com/geoffrey-james/21-best-quotes-about-coffee.html

 

 

Copyright © 2019 Interview