ემოციური ინტელექტის შესახებ - საინტერესო ფაქტები

„ემოციური ინტელექტის“ კოეფიციენტის შესახებ


თუ აცონბიერებთ თქვენს ემოციებს და კარგად ერკვევით მათში, უფრო ნაკლებად განიცდით სტრესს, რომელიც ბევრი დაავადების პირველმიზეზს წარმოადგენს. ადამიანები, რომლებიც ემოციებს აკონტროლებენ, უკეთესად უმკლავდებიან არასტანდარტულ სიტუაციებს.


EQ ოთხი ქვაკუთხედი:

1) თვითშეგნება;

2) თვითრეგულაცია;

3) ემპათია;

4) ურთიერთობის უნარ-ჩვევები.


ემოციური კომპეტენტურობა


დენიელ გოულმანი, ავტორი წიგნებისა „ემოციური ინტელექტი“ და „ემოციური ინტელექტის პრაქტიკა“, განსაზღვრავს EI-ს, როგორც „საკუთარი და სხვისი ემოციების ამოცნობის უნარს, სხვების მოტივირების უნარს და საკუთარ თავში და საკუთარ ურთიერთობებში ემოციების მართვის უნარს“.


მაიკ პოსკი, პერსონალის შერჩევით დაკავებული კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი, გამოყოფს ხუთ საკვანძო კომპეტენციას სამსახურში წარმატების მისაღწევად. პირველი ორი მიეკუთვნება იმას, თუ როგორ ვმართავთ ურთიერთობებს, ხოლო დანარჩენი სამი - იმას, თუ როგორ ვმართავთ საკუთარ თავს.


1. ინტუიცია და ემპათია. თქვენი წარმოდგენა სხვა ადამიანების, მათი გრძნობების, მოთხოვნილებების და პრობლემების შესახებ.

2. სოციალური უნარ-ჩვევები და პოლიტიკური კორექტულობა. გარშემომყოფებში სასურველი რეაქციის გამოწვევის უნარი.

3. თვითშეგნება. საკუთარი სურვილების, შესაძლებლობების და სიღრმისეული გრძნობების ცოდნა და გაგება.

4. თვითრეგულაცია. სულიერი მდგომარეობის, ემოციების და შინაგანი რესურსების კონტროლი.

5. თვითმოლოდინი და მოტივაცია. ემოციური თივსებები, რომლებიც ხელს უწყობს მიზნების მიღწევას.


საინტერესო ფაქტები EQ შესახებ


  • ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ უფრო ემოციურები და ვაკონტროლოთ ჩვენი ემოციები.

  • ქალები და მამაკაცები აგროვებენ დაახლოებით თანაბარ ქულებს თვითშეგნებაში, მაგრამ ქალები ფლობენ ურთიერთობის გაცილებით უფრო განვითარებულ უნარ-ჩვევებს.

  • ყოველ პროფესიაში ადამიანები, რომლებიც დემონსტრირებენ უმაღლეს შედეგებს, გამოირჩევიან უმაღლესი EQ-თი.

  • მაღალი EI და EQ უშუალოდ არიან დაკავშირებულები მაღალ მწარმოებლურობასთან.

  • კვლევებმა გამოავლინა ურთიერთკავშირი ჯანმრთელობასა და EI-ს შორის.

"მე ვცდილობ არასდროს არ გავბრაზდე გარეგანი ფაქტორების გამო: მაყურებლების თუ ამინდის გამო. ყოველთვის თითით ვაჩვენებ საკუთარ თავზე. თუ ვღელავ ან პრობლემა მაქვს, ვცდილობ მის ზედაპირზე ამოყვანას, ლოგიკურად შემადგენელ ნაწილებად დაწყობას და მასში გარკვევას. აი რატომ ვთამაშობ სულ უკეთ და უკეთ. საკუთარი თავისადმი მაქვს უკეთესი დამოკიდებულება. და უფრო მეტად ვგავარ საკუთარ თავს."


ჰეილ ირვინი, გოლფის პროფესიონალი მოთამაშე.



 

 

Copyright © 2019 Interview