Interview: Tevdore Gogoladze

როგორ გრძნობ მარტოობას? რა არის ამაში ლამაზი ან მტკივნეული?


მარტობა ყველაზე ნაცნობი მდგომარეობაა ადამიანის, უბრალოდ ამ დროს მომდგარ შიშს არ უნდა გაექცე და უნდა ესაუბრო, რადგან ადამიანს მარტოობის დროს შეუძლია საკუთარი თავის გაცნობა, ახლის აღმოჩენა და შემდეგ სამყაროსთვის განაწილება, თავისი ნაწილის, ღმერთიც ხომ მარტო იყო, მოიწყინა და ადამიანი შექმნა. მარტოობა რაღაცის შექმნის ყველაზე კარგი შანსია.


რა არის ის რაც იწყება და არ სრულდება?


ეს მოძრაობაა, რომელიც კვალს აუცილებლად ტოვებს, როგორც იმ ადამიანებმა დატოვეს ჩვენზე კვალი ვისთან განშორებამ რაღაც მოგვცა, სიხარული, მონატრება, სევდა. დანარჩენი უკვე არჩევანია შენ შეგიძლია ეს მოძრაობაც დაასრულო და აირჩიო ერთი მდგომარეობა - ტკივილი, რომელსაც კარგად იცნობ მაგრამ აუტანელია. თუ იმოძრავებ მრავალფეროვანი იქნები.


რანაირად ჩამოწვება ხოლმე ბუნდოვანი გაურკვევლობა თითქოს ყველაფერს დაავიწყდი, რას ნიშნავს ეს?


ამას სიცარიელეს ვეძახი, საკუთარი თავით უკმაყოფილებას, თითქოს ამოვწურე ჩემში ყველაფერი და მიზეზებს ხშირად სხვაში ვეძებდი. თუ მიაგნებ რა გჭირდება და თუ სურვილებს გაყვები ერთ ადამიანს მაინც ემხახსოვრები “საკუთარ თავს” და არ იქნები მარტო.


როგორ არჩევ შესაბამის სიტყვებს სათქმელად?


არ ვიცი, ალბათ გრძნობების მიხედვით, ხშირად სინანულიც მაქვს როცა სწორად ვერ გადმოვეცი სათქმელი, მაგრამ ყველაზე დიდი სიამოვნება ალბათ ისაა როცა შენმა ერთმა სიტყვამ ვიღაცას რაღაც მისცა, გაახარა ან პირიქით. ამიტომ ყველაზე დიდი ძალა სუტყვებს აქვს და მეც გრძნობებს მივყვები ამ დროს, რომ ვიყო მართალი.


რას გიყვება მუსიკა?


მუსიკა ორგაზმივითაა ჩემთვის, სადაც ვივიწყებ სხეულს და ყველაფრის საშუალებას ვაძლევ სულს, “სექსი თავისუფლებისთვის”


რა იცი ყოველთვის?


რომ დღეს შეიძლება ბოლო დღე იყოს და ვსწავლობ ნელ-ნელა ერთი დღით ცხოვრებას, თუ ბოლო დღეა ძილის წინ მეთქმოდეს რომ მიცხოვრია.


რა გეგულება ხოლმე?


ჩემი საწოლი რომელიც ყველაზე კარგად მიცნობს.


შემოქმედება რას ცვლის ადამიანში?


შემოქმედება სიყვარულის და ბოროტების ნაყოფია, ამიტომ შემოქმედებას შეუძლია ადამიანი გააკეთილშობილოს და გააბოროტოს, მთავარია სწორად გამოყენება ისწვალო მისი.


რა უხდება ქალს ყველაზე მეტად?


გულწრფელობა, ის ბავშვი რომელსაც არ ფარავს, მაკიაჟით, მოდური ტანსაცმლით ან კომპლექსით, ყველაზე ლამაზო ქალი დილით გაღვიძებულია.


რა არის ყოველთვის შენთან?


იღბალი რადგან თუ დღეს თვალები გავახილე ესეიგი უკვე იღბლიანი ვარ და კიდევ გამიმარლებს.


ფიქრობ რომ ყოველთვის გზის დასაწყისში ხარ?


გზის დასაწყისში ვარ ყოველთვის და დასასრულის შიშიც მაქვს, სულ სიმშვიდისთვის ვიბრძვი და როცა სიმშვიდეს მივაღწევ, უმოძრაობის შიში ამიტანს ხოლმე და ვრევ ყველაფერს რადგან არ გავჩერდე.


რას აქვს აზრი ამქვეყნად?


სურვილების პოვნას.. რადგან თუ ისინი არ გაქვს, ვერ გეცოდინა ვინ ხარ, რა გინდა და აზრი არ ექნება არცერთ ნაბიჯს, უსურვილოდ ეს ცხოვრება დაემსგავსება რუტინულ სამსახურს სადაც იცი რომ 9 ზე უნდა მიხვიდე და 6 ზე წამოხვიდე.


ის, რის გარეშეც ცხოვრება წარმოუდგენელია, შეგიძლია დაახასიათო როგორია ეს?


თუ მეცოდინება რომ ის ადამიანი არ არსებობს ვისაც სიყვარულს გავუზიარებ მაშინ ცხოვრება წარმოუდგენელია.


რა არის შენთვის „გუშინ“ და „ხვალ“? რა სიტყვებს იმეორებ ყველაზე ხშირად? ⁃


გუშინ - გამოცდილება, გაზრდა და შეცდომების გაანალიზება. ხვალ - შანსი და ოცნება. ყველაზე ხშირად ვიძახი მადლობას.


რატომ ეს სიტყვები?


მადლობა ეს ის დიდი სიტყვაა რომლითაც აფასებ შენ ცხოვრებას და მინიმუმია რისი გადახდაც შეგიძლია, ადამიანისთვის, ამით იმ რწმენას აძლევ მას რომ ტყუილად არ დაუკარგავს დრო შენ წინაშე.


რას ვერ ვერევით ვერასოდეს ადამიანები? რა არის დაუძლეველი


საკუთარ ეჭვებს, ეჭვი ის აუტანელი ფიქრია რომელიც არ გაძლევს წინ წასვლის საშუალებას და საკუთარი თავის პატიმარს გხდის.


#ინტერვიუ #ინტერარტ #interview #interart



82 views0 comments

Recent Posts

See All

 

 

Copyright © 2019 Interview