Lucrochet ლაქროშე - ნაქსოვი სამოსელი︱ნინო ჭკადუა

ინტერვიუ ნინო ჭკადუასთან,

"Lucrochet ლაქროშე"-ს შესახებ.


ლაქროშე არის ახალი ბრენდი. მომხმარებელს სთავაზობს ხელით ნაქსოვ სამოსს.


ნაქსოვი - ყველასთვის ასოცირდება ძალიან თბილთან და სქელთან, ნინომ და მისმა ბრენდმა შემოგვთავაზა სხვა ხედვა, ეს დიდი სიახლე გულისხმობს საოცრად თხელ, ჰაეროვან და ფაფუკ ნაქსოვს.

ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ >>> Lucrochet ლაქროშე


ვინ ხარ შენ, გამეცანი..


ვინ უფრო გაინტერესებს - სოციალური, კომუნიკაციური, რეფლექსური თუ ფიზიკური მე?


ლაკონურად რომ ვთქვა - რთული კონსტრუქციის ენრგეტიკული მოცულობა ვარ :D


ქსოვის მიმართ ინტერესი როდის გაგიჩნდა?


როცა მომინდა ნივთი რომელსაც ვერ ვიყიდდი.

რას ნიშნავს ქსოვა შენთვის, რა პროცესია?


თვითონ ქსოვის პროცესი არის რუტინული, მექანიკური მოძრაობა და მუდმივი ანგარიში, პარალელურად ან აუდიო წიგნს ვუსმენ ან ფილმს (ვუსმენ); ამბობენ ქსოვა ამშვიდებსო, ნერვიულობისთვის ფიზიკურად არ გცალია, ზიხარ და პერმანენტულად ითვლი თვლების რაოდენობას რაიმე ლაფსუსი, რომ არ მოგივიდეს და თუ მოგივიდა და გვიან შეამჩნიე, სიმშვიდის რა მოგახსენო :D


საინტერესო არის შემოქმედებითი პროცესი, როცა ვისვენებ და თავისით მოცურავს ახალი მოდელის გამოსახულება, როცა ასრულებ კონკრეტულ ერთეულს და ზუსტად იცი რა ხასიათის და გარეგნობის ადამიანს უნდა მოარგო და რა ტიპაჟის გოგონასთვის შექმენი. რათქმაუნდა ვცოდავ ხოლმე და ფაინთერესთს ვლაშქრავ ინსპირაციისთვის.


მომიყევი ლაქროშეს დაბადების ისტორია..


უფრო რომ გავამძაფრო სიუჟეტი და ხაზი გავუსვა ჩემს ამ სფეროში მოხვედრის უცნაურობას გეტყვი, რომ ბოლო 4 წელი გავატარე ტურისტულ კომპანიაში, სადაც ჩამოვყალიბდი კონსტრუქციულ მონსტრად :D მაქსიმალური დრაივის მქონე ცხოვრებიდან უცებ ინერტულ მდგომარეობაში გადახტომამ განაპირობა ჩემი ეგზისტენციალური კრიზისი. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ გიფი დავპოსტე ჩემი ახლად გამომცხვარი სვიტრით, კოლეგამ მიბიძგა კომერციული სახე მივცეთ შენ ჰობს სანამ თავისუფალი დრო გვაქვსო... მერე როგორც ხდება ხოლმე, გადავთვალე ყველაფერი, ჩამოვაყალიბე გეგმა, კონტენტი და წავედი საგალანტერიოში.


როგორი ტიპის აუდიტორიაზეა გათვლილი?


გეტყვი, რომ არ არის გათვლილი მათზე ვინც ორიენტირებულია მასიურ ტრენდებზე, ეს არ არის მას მარკეტისთვის, არის მათთვის ვისაც უყვარს საკუთარი თავის გამოხატვა სამოსით, აქვს ინდივიდუალური გემოვნება.


რითია შენი ქსოვილები გამორჩეული?


პირველ რიგში იმით რომ მზადდება ნატურალური მასალით.


თითოეული მოდელი და ფერი იქმნება მაქსიმუმ 10 ცალი, ძალიან არ მინდა მიიღოს მასიური სახე და გადაიქცეს ანტიტრენდად, როგორც ემართება ხოლმე ყველაზე მოდურ ტანსაცმელს. მე როგორც მომხმარებელი ვაფასებ გრძელვადიანი მოხმარების პროდუქტს.


რა მოსწონს ძირითადად მომხმარებელს შენს ნამუშევრებში და რაზეა უმეტესად მოთხოვნა?


ფაქტურა, ფერთა შეხამება, ინდივიდუალიზმი; გვაქვს რამოდენიმე ბესთ სელერი; მოთხოვნას რაც შეეხება გააჩნია წელიწადის დროს და კონკრეტულ თვეს.


რა არის ლაქროშეს სამომავლო გეგმები?


ალბად შეამჩნევდი, რომ რამოდენიმე მოდელზე არის განთავსებული დაქარგული აპლიკაცია, ვგეგმავ Beading embroidery-ს განვითარებას.

ყველაზე მნიშვნელოვანი ჩანაფიქრი არის საერთაშორისო მარკეტი და სოციალური პროექტი.


FB: Lucrochet ლაქროშე

https://www.facebook.com/Lucrochettt/


#InterView #InterArt #InterAct

45 views0 comments

 

 

Copyright © 2019 Interview