time-to-read.short-label

Interview: Bachi Gordeziani

✍️ ინტერვიუ / ბაჩი გორდეზიანი

❓ თავს როგორ გრძნობ?

ძალიან კარგად!

❓ რა გაღელვებს ყველაზე მეტად?

პასუხისმგებლობა.

❓ მე მაინტერესებს, გარდა იმის რომ წლები გვემატება და სამწუხაროა ახალგაზრდობა როცა მიდის, რა მოაქვს წლებს ისეთი?

არ ვთვლი რომ ასაკის მატება მწუხარებაა, ჯერ ყველაფერი წინ არის, ეხლა ვიწყებ ყველაფერს ასე მგონია.

❓ შენ შენი ცხოვრების რა ეტაპზე იგრძენი რომ ბედნიერი და კმაყოფილი ხარ საკუთარი ცხოვრებით?

ყოველთვის ბედნიერი ვარ, ყველა ეტაპი ცხოვრების თავისებურად საინტერესოა.

❓რა დაგეხმარა ამაში?

მხარდაჭერა მეხმარება ყოველთვის, ხშირად ერთი სიტყვაც საკმარისია.

❓ რისკენ მიილტვოდი შენს ცხოვრებაში, რა იყო მთავარი?

ძნელი კითხვაა … სულ ძიებაში ვარ.

❓ რას ნიშნავს წარმატებული ადამიანი შენი აზრით?

ყველა სხვადასხვანაირად უყურებს წარმატებას, ჩემთვის წარმატება თავისუფლებაა.

❓ გამიზიარე შენი ცხოვრებისეული მიგნებები.

არასდროს არ უნდა გაჩერდე, სულ უნდა იმოძრაო.

❓ გამიზიარე რჩევა რომელიც ცხოვრებაში ძალიან გამოგადგა.

რასაცა გასცემ შენია რაც არა დაკარგულია.

❓ რას ეტყოდი შენს თავს ახლა რომ 30 წლის იყო?

წინ დიდი გზაა! უფრო ჩქარა მიიღე გადაწყვეტილებები, ნუ დაკარგავ დროს.

❓ როგორ ფიქრობ, რა არის ჩვენზე დამოკიდებული?

ყველაფერი!

❓ შენს ცხოვრებაში რა იყო დიდი მოტივაცია, რასაც მიზნისკენ მიყავდი?

შვილები იყო და არის მთავარი მოტივატორი.

❓ რა გზა დაგჭირდა რომ საყვარელი საქმე გეპოვნა?

ყველა საქმე მიყვარდა რაც მიკეთებია, რაც არ მიყვარს არ ვაკეთებ.

❓ როგორ ფიქრობ, რას მოაქვს შედეგი?

შრომას.

❓ შენთვის რა არის მთავარი ცხოვრებაში?

მთავარი? ალბათ მაინც სიყვარულია ცხოვრებაში, როცა უყვარხარ და ეიმედები შენ გარშემო მყოფთ.

❓ მადლიერებას ხშირად გრძნობ? როგორი ხასიათი გაქვს?

კი ხშირად, ხასიათი რბილი და ჯიუტი.

❓ დაასრულე ფრაზა: ღმერთო გთხოვ….

მომეცი ძალა …

❓ დაასრულე ფრაზა: ერთ მშვენიერ დღეს….

აღმოაჩენ, რომ მეტი შეგეძლო.

❓ მითხარი შენი საყვარელი ფრაზა

🍁 ამ ბოლოს ამოვიჩემე #წინდიდიგზაა!

#ინტერვიუ #ინტერარტ #InterView #InterArt #BachiGordeziani

ინტერვიუს პარტნიორია - თანთანი

Bachi Gordeziani

    1100
    6