time-to-read.short-label

Interview: Irakli Pososhvili

“მე იმ დონეზე მიყვარს სიცოცხლე, ერთი სული მაქვს როდის მოვკვდები”

ინტერვიუ / Irakli pososhvili

-- როგორია შენთვის ძლიერი ადამიანი?

ვისაც შეტევაც შეუძლია, უკან დახევაც და მოთმენაც

-- რა გაღიზიანებს ადამიანებში?

როდესაც სტერეოტიპზე, ნივთზე ან წესზე დაბლა აყენებენ ადამიანს

-- ღმერთი რომ იყო რას იზამდი?

შევეცდებოდი საკუთარი თავი თავად შემექმნა და ღმერთი აღარ ვყოფილიყავი

-- როდის ჩნდება სიყვარული?

მატერიას ენერგია წარმოქმნის, სიყვარულიც ენერგიის ერთ-ერთი ფორმაა. თუ არ შექმნი ან საშუალებას არ მისცემ რომ შეიქმნას მაშინ არც შეიქმნება. ან თუ შექმნი და არ შეინარჩუნებ დაიშლება (გარდაიქმნება).

-- რა გიყვარს სიცოცხლეში ყველაზე მეტად?

“მე იმ დონეზე მიყვარს სიცოცხლე, ერთი სული მაქვს როდის მოვკვდები”

#ინტერვიუ #ინტერარტ #interView #interart #irakli #pososhvili #ირაკლი #პოსოშვილი

    150
    2