time-to-read.short-label

Interview: Jaba Kruashvili

post.update-date

✍️ ინტერვიუ / ჯაბა ყრუაშვილი

"ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას"

ხდება ოცნებები?

ასახდენად ოცნება ცოდვაა..

ადამიანს უნდა ახსოვდეს...

რომ ის განსხვავებულია.

ვიბადებით რომ...

ვიპოვოთ საკუთარი ინდივიდუალობა და ვაჩუქოთ სამყაროს.

ვისაც სტიმული არ აქვს?

მიენდოს სიამოვნებას, იპოვოს და მიენდოს სიამოვნებას, ეს აიძულებს გადმოვიდეს აწმყოში და განთავისუფლდეს წარსულისგან. თავიდან დაინახავს სამყაროს და გაუჩნდება ახალი ინტერესები.

რას გააკეთებდი ღმერთი რომ იყო?

ალბათ მათაც ყავთ ღმერთი და შევთხოვდი რამეს, როგორც უჯრედში შეიძლება უსასრულოდ ჩასვლა და მასში არსებული მცირე და უფრო მცირე ნაწილაკების ნახვა, ასე მგონია პირიქითაც.

რისი გწამს გულის სიღრმეში?

უხილავი ძალების არსებობის. მგონია რომ ხანდახან ცდება აზროვნება და გრძნობა შეიცნობს სწორად.

მიხვდი რომ...

შეგრძნებები უფრო მეტს იძახის სამყაროზე, ვიდრე ფიქრები.

რაზე გეფიქრება ხოლმე ყველაზე ხშირად?

წარსულზე, რადგან ფიქრი წარსულის შედეგია და მეხსიერების.

ადამიანებს ერთმანეთისგან განასხვავებს...

დაკვირვების უნარი.

რას შეუძლია შენი დანაღვლიანება?

არსებობაზე ფიქრს, ამიტომ არსებობის შეგრძნება უკეთესია.

რა ანუგეშებს ადამიანს ყველაზე მეტად?

ტყუილი.

საყვარელი ფრაზა...

პროცესის უწყვეტობას ყოველთვის აქვს შედეგი.

#ინტერვიუ #ინტერარტ #Interview #interart

ჯაბა ყრუაშვილი / ფსიქოლოგი; ქოუჩი

    920
    0