✍️ ინტერვიუ / ჯაბა ყრუაშვილი
✨ "ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას"
❓ ხდება ოცნებები?
ასახდენად ოცნება ცოდვაა..
❓ ადამიანს უნდა ახსოვდეს...
რომ ის განსხვავებულია.
❓ ვიბადებით რომ...
ვიპოვოთ საკუთარი ინდივიდუალობა და ვაჩუქოთ სამყაროს.
❓ ვისაც სტიმული არ აქვს?
მიენდოს სიამოვნებას, იპოვოს და მიენდოს სიამოვნებას, ეს აიძულებს გადმოვიდეს აწმყოში და განთავისუფლდეს წარსულისგან. თავიდან დაინახავს სამყაროს და გაუჩნდება ახალი ინტერესები.
❓ რას გააკეთებდი ღმერთი რომ იყო?
ალბათ მათაც ყავთ ღმერთი და შევთხოვდი რამეს, როგორც უჯრედში შეიძლება უსასრულოდ ჩასვლა და მასში არსებული მცირე და უფრო მცირე ნაწილაკების ნახვა, ასე მგონია პირიქითაც.
❓ რისი გწამს გულის სიღრმეში?
უხილავი ძალების არსებობის. მგონია რომ ხანდახან ცდება აზროვნება და გრძნობა შეიცნობს სწორად.
❓ მიხვდი რომ...
შეგრძნებები უფრო მეტს იძახის სამყაროზე, ვიდრე ფიქრები.
❓ რაზე გეფიქრება ხოლმე ყველაზე ხშირად?
წარსულზე, რადგან ფიქრი წარსულის შედეგია და მეხსიერების.
❓ ადამიანებს ერთმანეთისგან განასხვავებს...
დაკვირვების უნარი.
❓ რას შეუძლია შენი დანაღვლიანება?
არსებობაზე ფიქრს, ამიტომ არსებობის შეგრძნება უკეთესია.
❓ რა ანუგეშებს ადამიანს ყველაზე მეტად?
ტყუილი.
❓ საყვარელი ფრაზა...
✨ პროცესის უწყვეტობას ყოველთვის აქვს შედეგი.
ჯაბა ყრუაშვილი / ფსიქოლოგი; ქოუჩი
Comments