time-to-read.short-label

წერილი ალექსანდრე მაკედონელს არისტოტელესგან

„არ ვიცი, რა ძალა მეწევა შენკენ. რაზედაც არ უნდა ვიფიქრო, ყველაფერი მეჩვენება დიადი და საოცარი. ვერას ვხედავ (შენს მოქმედებაში) დასავიწყებელს... დრო აქ ვერაფერს დაბურავს ბინდით, რამეთუ სწავლების მშვენიერ რჩევებს მაყურებლად ჰყავთ მარადისობა. ამიტომ ეცადე შენი ძალაუფლება აქციო არა ქედმაღლობად, არამედ ქველ საქმეებად და სათნოებად, რომელზე აღმატებულიც ქვეყნად არაფერია. ადამიანს, ბუნებით მოკვდავს, გარდუვალი სიკვდილის შემდეგ თავისი საქმეების წყალობით შეუძლია უკვდავთა ხსოვნა მოიპოვის. გახსოვდეს ერთი: ზოგიერთივით უგნური აღზრდა არ მიგიღია; ჩამომავლობაც ბრწყინვალე გაქვს, სამემკვიდროდ მიღებული სამეფოც და სწავლა-განათლებაც. საქვეყნო სახელიც მოგიპოვებია. რამდენადაც ბედის წყალობით გამოირჩევი, ამდენად უნდა პირველობდე ვაჟკაცობაში და მშვენიერ საქმეებში. სხვათა შორის, ჩანაფიქრის განხორციელებასთან ერთად სასარგებლო საქმეებიც გააკეთე.“

არისტოტელეს ფილოსოფიის არსი თუნდაც თანადროულის თვალსაზრისით ისაა რომ სიცოცხლე მთელი მისი ნაირსახეობით გამსჭვალულია და უნდა იყოს კიდეც გამსჭვალული აზრით, შინაარსით, მეცნიერული მიზნებით. აზრი აქვს თვით ბოროტებას, უხამსობას, უაზრობას, რომელსაც თავისი ფომრა მოეპოვება: ვთქვათ, ქვიშის უფორმო ზვინს აქვს თავისი „ეიდოსი“ – „სახილველი სახე“. სიცოცხლის ყოველი ფორმა დატვირთულია ცხოვრებისეული პოტენციებით, და ამ ეიდოსის გარეშე ვერც უაზრობას წარმოვიდგენთ. კაცის ვალია ახსნას რთული ბუნება, ჩასწვდეს „კვერცხის გულში მხტუნავი წერტილის“ არსს და ა.შ.

#interesse

    1000
    0