top of page

Interview: Giorgi Qufarashvili



❓ შეკითხვა ინტერვიუს წევრებისგან - ვინ ხარ შენ?


სოციალურ ასპექტში - იოგას მასწავლებელი და სიყვარულის გამავრცელებელი. ფილოსოფიურ ასპექტში - ყველაფრის ნაწილი და ყველაფრის საწყისი. მე ვარ მიზეზი.


❓ როგორ ფიქრობ როგორ უნდა იპოვოს ადამიანმა თავისი მისია ამ ცხოვრებაში, ან

როგორ იკვლიოს რისი ნიჭი აქვს?


ნებისმიერმა ადამიანმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს ორი შეკითხვა. 1. რომ იცოდე ერთ თვეში მოკვდები, რის კეთებაში გაატარებდი ბოლო თვეს? 2. მატერიალურად სამუდამოდ უზრუნველყოფილი რომ იყო და არაფერი გაწუხებდეს რითი დაკავდებოდი?

ეს შეკითხვები იგივეა რაც- რისთვის ღირს სიცოცხლე? შესაბამისად, რისთვის მოკვდებოდი და იტყოდი ეს ამად ღირდაო. თუ ეს განსაზღვრული არ არის კონკრეტულად (!!!) , მაშინ ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე აკეთებს რაღაც სხვას შიშის გამო, მატერიალური უზრუნველყოფის გამო და ა.შ. შემდეგ რახან ის თავის ადგილზე არაა, ვერ არის პროფესიონალი თავის საქმეში, რადგან არ უყვარს და არ გიჟდება საკუთარ საქმეზე. შენ საქმეზე უნდა აფანატებდე, ამაშია სიდიადის საიდუმლო. მეორეს მხრივ ეს ადამიანი ართმევს იმ ადგილს სხვას, ვისაც უნდა ეკავოს სინამდვილეში ეს ადგილი. ამიტომ ყველაფერი არეულია...


❓ როგორ აღმოაჩინე შენი თავი?


ჩემი აზრით საკუთარი თავი ყოველდღიურად უნდა აღმოაჩინო. ერთხელ რაიმის აღმოჩენა არაა საკმარისი სამწუხაროდ. ხოლო რაც დრო გადის, სულ მეტად შეგიძლია საკუთარი თავის შემეცნება. და მაინც თუ ვუპასუხებ შენ შეკითხვას,- დიდი ძალისხმევით, გათენებული ღამეებით, მრავალსაათიანი პრაქტიკებით, ასეულობით წაკითხული წიგნით, ცეცხლით რაც არ მაჩერებს.


❓ რამ გიბიძგა ძიებისკენ?


დაბადებიდან ვეძებდი. კითხვას სანამ ვისწავლიდი იოგას ასანებს ვუყურებდი და ტექტს, რომელიც მის ქვეშ ეწერა, კითხვა არ ვიცოდი მაგრამ ძალიან მაინტერესებდა ეს რა იყო და ვცნობდი მასში რაღაც საინტერესოს. ეს წიგნი იყო „იოგა ჯანმრთელობის სამსახურში“ იაკობაშვილის. ეს ინტერესი დაფარულისადმი, უცნობისადმი ყოველთვის მქონდა. მერე ამას დაემატა იმედგაცრუება, როცა აღმოვაჩინე რომ ცხოვრება და სოციალური თამაშები ტყუილი ყოფილა და აქ ნამდვილი და რეალური არაფერი დამხვდა. და როცა ბევრჯერ მოვტყუვდი, მერე მივიღე ჩამოყალიბებული გადაწყვეტილება ძიების.


❓ რა მომენტში გააცნობიერე რომ შენში არსებობს რაღაც შენზე მეტი?


ბავშვობაში როცა ვლოცულობდი იესოს ხატის წინ, ვვარდებოდი რაღაც მდგომარეობაში, სადაც ვგრძნობდი რომ მქონდა კავშირი, სულიერ არსებასთან. ჩემი ლოცვა ყოველთვის მუშაობდა, თიოთოეული ლოცვა იღებდა შედეგს. მანდ უკვე ვიცოდი რომ რაღაც უფრო დიდი არსებობდა, და მასთან კონტაქტი ყველას შეეძლო.


❓ რა არის შენი აზრით ბედნიერება? როგორ აღწევს ამას ადამიანი?


ლაკონური ვიქნები აქ- ბედნიერი ხარ როცა იმას აკეთებ რაც გიყვარს.


❓ რა არის რაც ყველაზე მეტად გაინტერესებს?


ჩემი ცხოვრება როგორც კოსმიური თავგადასავლის ნაწილი, და ჩემი გზა რომელსაც გავდივარ საკუთარ სულამდე, ყველაზე მეტად მაინტერესებს , მაინტრიგებს . ეს არის ყველაზე დიდი გასართობი ჩემთვის.


❓ რას ვერ ხსნი? რა არის აუხსნელი შენთვის


რაღაც ფიზიკის კანონებს, რომლებიც მზის სისტემაში არსებობს და მის გარეთაც. თუმცა ეს ტექნიკური დეტალებია.


❓ რისი გეშინია ყველაზე მეტად?


დაკარგული დროის.


❓ როგორ ერევი ცუდ ფიქრებს? საიდან მოდის ისინი?


მეორე შეკითხვას შეგნებულად გამოვტოვებ, გარკვეული მიზეზების გამო. ცუდ ფიქრებს ვანაცვლებ კარგით. მთავარი პრაქტიკა აქ რაც მეხმარება , ესაა სიყვარულის პრაქტიკა. ადამიანს ძირითადად აქტიური აქვს დიაფრაგმის ქვევით განლაგებული სამი ცენტრი, ამ ცენტრებთანაა დაკავშირებული დაბალვიბრაციული აზრებიც. სიყვარულის პრაქტიკისას, მედიტატორი იმეორებს სიტყვა სიყვარულს ან მიყვარხარ-ს მრავალჯერ. შედეგად გულის ცენტრი იხსნება და პრაქტიკის მერეც მოდის თავისით სიყვარულის, თანაგრძნობის ფიქრები. ხედავ ამაღლებულს, მშვენიერს. როცა ცუდი ფიქრი მოვა, უკვე დაგროვებული უდნა იყოს შენში სიყვარული, რომ მოერიოს ამ ინერციას. ანუ სიყვარულის ინერცია უფრო ძლიერი უნდა აღმოჩნდეს.


❓ როგორ ექცევი იმ ადამიანებს ვინც არ მოგწონს?


ვუმეორებ ჩემს თავს, რომ მეც ისეთი ვარ ზუსტად. და მისნაირად ბევრჯერ მოვქცეულვარ, შეიძლება ადრე, მარა მაინც. და უარესიც ბევრი გამიკეთებია. ამიტომ ჩემი შესაფასებელი არაა სხვა ადამიანი. ამის მერე ვცდილობ სიყვარულით ავივსო მისდამი.


❓ რისი გადალახვაა ადამიანისთვის ყველაზე რთული?


ორი რამის. 1. როცა გგონია რომ ყველაზე კარგად გესმის ან იცი რაღაც. და ვერ ხვდები, რომ გოიმი ხარ, ანუ უცოდინარი. აქედან თავის დაღწევა თითქმის შეუძლებელია. 2. საკუთარი ნების მოპოვებაა ყველაზე საჭირო და რთული. ანუ ნებისყოფა, დისციპლინა.


❓ როგორ გესმის წარმატება?


წარმატება არის ის, როცა რაც გინდოდა და რისთვისაც შრომობდი გიახლოვდება.


❓ რა არის შენთვის ადამიანად ყოფნაში ყველაზე ტკბილი?


ის რომ მეძლევა საშუალება ვიყო აბსოლუტურად უნიკალური. არავის და არაფრის მსგავსი. გავიარო ჩემი გზა, სადაც არავის გაუვლია აქამდე. და საშუალება ვიყო უკიდეგანოდ შემოქმედებითი ცხოვრების ყველა გაოვლინებაში.


❓ რისი გწამს გულის სიღრმეში, საიდან გაჩნდა ეს რწმენა?


მწამს, რომ ჩემს მიზნებს აუცილებლად მივაღწევ. ჩემი ქმედებები მაძლევს ამის რწმენას. თითოეულ ქმედებაში მე ჩავაგდე მარცვალი, რომელიც ერთხელ ნაყოფს გამოიღებს. მოქმედება ამტკიცებს რწმენას. კიდევ გულში მწამს რომ , ჩემი ცხოვრება არაა შემთხვევითი. ჩემი თავისთვის ჩემი დაბადება დიდი მოვლენაა. ეს ნიშნავს, რომ მე გამოვედი მოქმედების ველზე, სამოქმედოდ. ამაზე ფიქრი ჩემში დამატებით ცეცხლს ბადებს. ამის იქიდან მწამს, რაც ფიქრი დავიწყე. საიდან გაჩნდა არ ვიცი, ალბათ ინკარნაციის დაგეგმვისას.


❓ რა არის სიყვარული?


არსებობს აბსტრაქტული და კონკრეტული. ანუ სული და მატერია. ეს ორი საპირისპირო ასპექტია. ორი ვერასდროს მორიგდება ერთმანეთში, საჭიროა მესამე, რომელიც შეარიგებს მათ. ესაა სიყვარული. სულის მიზანია სრულად გამოვლინდეს მატერიაში. ეს რაღაცნაირად უნდა მოხდეს, საჭიროა შემათანხმებელი ძალა. ეს შემათანხმებელი ძალა არის სიყვარული. სიყვარული არის ის რაც ნებისმიერ ორ უკიდურესობას,პოლარობას შეარიგებს, გააერთიანებს. სიყვარული არის, გულის ფეთქვა, სამყაროს ტრიალი. ეს არის კანონი, თუ როგორ მიმდინარეობს სიცოცხლე, რის საფუძველზე არსებობს. ის ვის გულშიც სიყვარულია, ამ კანონს აღასრულებს, ის ჩასწვდა საიდუმლოს. და აღარ მოდის კანონთან წინააღმდეგობაში. ამიტომ ის პოულობს რასაც ეძებდა- სიცოცხლეს!


❓ როგორ ხსნი როცა მიძინებულ ფიფქიას კოცნის პრინცი და ეხსნება წყევლა და იღვიძებს ხანგრძლივი ძილიდან?


ფიფქია ქალური საწყისია, პრინცი კაცური. კოცნა ამ ორს ათანხმებს, ანუ სიყვარულია. სიყვარული გამოღვიძებას ახდენს, მკვდრეთით აღადგენს.


❓ რაზე ფიქრობდა ნაცარქექია როცა იჯდა და ნაცარს ქექავდა?


ნაცარქექია, ფილოსოფოსი კაცი იყო და იფიქრებდა რაღაცას ფილოსოფიურს.


❓ შენი საყვარელი ციტატა ფრაზა


“კი არ იბრძოლო, გიყვარდეს.“


❓ რა არის ეს ცხოვრება შენთვის?


საშუალება გავხდე უკეთესი.


❓ როგორია მშვენიერი ქალი?


ქალი მშვენიერია, როცა გრძნობ, რომ რაღაც გაკავშირებს მასთან, არ იცი საიდან, როდიდან, და რატომ, მაგრამ ცნობ, რომ შენია, ოღონდ არა ეგოისტური გაგებით, არამედ რაღაც საიდუმლოთი, რომლის მიზეზი წარსულშია ან მომავალში, ვინ იცის... მშვენიერია ქალი, როცა შენი სულიერი მეგობარია, და უყვარხარ. როცა უპრობოდ გიყვარს ქალი, მაშინაც მშვენიერია.


❓ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც მიხვდი შენს ცხოვრებაში?


ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც მივხვდი, არის ის რომ ყველანი ერთნი ვართ. წარსულშიც, აწმყოშიც და მომავალშიც. „სულ ერთია“. ეს გავიგე რამდენიმე წლის წინ, როდესაც შევხვდი ჩემს მასწავლებელს და მან ლექციაზე ამიხსნა რა არის ერთიანობის მისტერია. ყბა ჩამოვარდნილი მქონდა. ჩემი გამოცდილებები, მხოლოდ ადასტურებს იმ თეორიას რაც მან შეკრა და გაგვიზიარა. ამის გამო რათქმაუნდა დიდი მადლიერება და სიყვარული მაქვს მისდამი. მარტო მისი ახსნის მოსმენად ღირდა ეს ცხოვრება. - ეს ახლა ჩვეულებრივ ჟღერს- ყველანი ერთნი ვართ. თითქოს დიდი არაფერი. იმიტომ რომ ეს სიტყვები უნდა დაიბადოს შენში!!! როცა დაიბადები მერე გაიგებ საიდუმლოს. იქამდე გეგონება რომ გესმის, აი ერთნი ვართ და ერთნი ვყოფილვართ, რა დიდი რამე უნდა ამის გაგებას, შეიძლება იიქროს ა დამიანმა. შუასაუკუნეებში ერთი მისტიკოსი ქრისტიანი იყო, ანგელუს სელეზიუსი, იმან თქვა - „ ქრისტე შეიძლება ათაჯერ დაიბადოს ბეთლემში, მაგრამ ერთხელ შენს გულში თუ არ დაიბადა, მკვდარი ხარ“. რას ნიშნავს ეს სიტყვები? იმას რომ სიტყვა რომელიც გარეთაა, ჩემში უნდა დაიბადოს, განხორციელდეს, მხოლოდ მაშინ გავიგებ მე სიტყვის აზრს.



181 views0 comments

コメント


bottom of page