Interview: Guram Sudadze

Updated: Nov 9, 2019

გურამ სუდაძე: "ძიების გზაა, როდესაც ყოველთვის გზის დასაწყისში ხარ"

✍️ ინტერვიუ / Gurami Sudadze


❓ საკუთარი თავის პოვნა..


არის ძიების გზა, როდესაც ყოველთვის გზის დასაწყისში ხარ


❓ ადამიანებში აფასებ..


ღირსების გრძნობას. ეს ადამიანური გონების უდიდესი მანტიაა


❓ იდეალური სამყაროა..


სადაც ყველა სიყვარულით სუნთქავს, ყველა ბედნიერია


❓ წლებს მოაქვს..


დაშვებული შეცდომების გამო ტკივილი და წარმატებებისგან მიღებული სიამოვნება


❓ რას მიხვდი?


ადამიანებს გვაქვს შეზღუდული დროის რესურსი, უნდა დავწეროთ ჩვენი ცხოვრების სცენარი და ვიმოქმედოთ


❓ მირჩიე რამე..


ყველაფერი გააკეთე დროულად, არასდროს დანებდე, იარე შენი მიზნისკენ


❓ წარმატებისთვის..


დაისახე მიზანი, ერთი წამითაც არ შეგეპაროს ეჭვი შენს თავში. კონფუცმა თქვა: "ის ვინც იცის რომ შეძლებს, და ის ვინც იცის რომ ვერ შეძლებს, ორივე მართალია"


❓ საყვარელი ფრაზა..


✨ არ მოიწყინოთ


#InterView #InterArt #ინტერვიუ #ინტერარტ #guram #sudadze #გურამ #სუდაძე #სტატია #ბიოგრაფია

გურამ სუდაძე - #ავტოინჟინერი.

#ბიოგრაფია / #ოჯახი / #წარმატება


გურამ სუდაძე, 53 წლის. დაიბადა, გაიზარდა და დღემდე ცხოვრობს ქ. ახალციხეში, არის ავტოინჟინერი. ჰყავს მეუღლე, ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი.

გურამის მამა - შალვა სუდაძე დრამატურგი იყო, მისი პიესებიც ახალციხის მესხეთის თეატრში იდგმებოდა, ერთ-ერთი პიესა 100-ჯერ დაიდგა.

გურამის პაპა - ვახტანგ სუდაძე ფილოლოგი იყო, გერმანიაში მოღვაწეობდა, პირადად იცნობდა და მეგობრობდა აჰმედ მელაშვილთან, იგი საკუთარი ფინანსებით ცდილობდა ქართული ენა ესწავლებინა თურქი ქართველებისთვის, შეუძინა ქართული ბიბლიოთეკა, ასმენინებდა ქართულ ფოლკლორს... თურქმა ქართველებმა არ იცოდნენ ვინ იყვნენ აჰმედ მელაშვილი და ვახტანგ სუდაძე, ისინი კი ამბობდნენ "ჩვენებურები" ვართო. პირველად "ჩვენებურები" მაშინ ითქვა. მამის და პაპის გზას გურამი არ გაჰყვა თუმცა ნიჭმა თავი სხვა მიმართულებით იჩინა, ავტოინჟინერიაში მან დიდ წარმატებას მიაღწია.


პირველი მანქანა 20 წლის ასაკში ააწყო, შემდეგ ოჯახი შექმნა. ახალციხეში პირველი ტელევიზიის "ლომსიას" გახსნა გურამ სუდაძის სახელს უკავშირდება. წლების განმავლობაში ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ გურამი ისევ დაუბრუნდა საქმიანობას, რომელიც გულით უნდოდა და უყვარდა.


გურამმა სულ სამი მანქანა შექმნა, პირველი იყო ყვითელი "ჯეირანი", რომელსაც ყველაზე დიდი დრო მოანდომა. მეორე საქართველოს დროშის ფერებშია, წითელში და თეთრში - "ახალციხელი", მესამე მანქანა კი სამ ბორბლიანია, ნარინჯისფერი, რომელსაც დაარქვა „წიქარა“. სამივეს აქვს გზებზე სიარულის უფლება.


გურამს დღეს მთელი საქართველო იცნობს, ბევრი დაიწერა, ბევრი სიუჟეტი გაკეთდა, ბევრიც ითქვა. საუბრის დროს მან აღნიშნა, რომ "წიქარა" მისი ბოლო ნამუშევარია, თუმცა ოჯახის წევრები იმედოვნებენ, რომ მუზა კვლავ არ მოასვენებს და ისევ დაადგება შემოქმედების გზას.


#ინტერვიუ წარმატებებს უსურვებს გურამ სუდაძეს.




 

 

Copyright © 2019 Interview