top of page

interview: Nona Khidesheli

- როდესაც ადამიანი ძალიან მოწყენილია, უნდა იზრუნოს გამხიარულებაზე თუ დალოდება სჯობს?


მოწყენილობიდან იწყება ძიება, არ უნდა გაექცე.


- ყველაზე მთავარი რასაც ცხოვრებაში „მიხვდი“...


გონიერება ეს რეალობაში ცხოვრებაა და არა წიგნებსა და წარმოსახვებში.


- როდის ხარ ხოლმე ბედნიერი?


როდესაც ფიქრები ჩერდება და სამყაროს შევიგრძნობ, სიყვარულს გავს...


- კომფორტულად გრძნობ თავს მათთან...


ვინც ჩემი ცნობიერების ველშია.


- რა არის ქალში მნიშვნელოვანი?


საკუთარი ძალის გაცნობიერება.


- დავიბადეთ იმისთვის, რომ...


ალბათ თავად შევქმნათ ახალი სამყარო.


- რისი თქმა სურს ბუნებას ჩვენთვის?


ადამიანის ჩარევის გარეშე სრულყოფილია ყველაფერი.


- რამდენის ატანა შეუძლია ადამიანს?


რამხელა სივრცეც აქვს შინაგანად (ცნობიერების მასშტაბი)


- როგორ მივხვდეთ რა არის სწორი და რა არასწორი?


რას მოაქვს ჰარმონია და რას შფოთი.


- რითი ხელმძღვანელობ ხოლმე რთულ მომენტებში?


რეალობაზე ვარ კონცენტრირებული.


- ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანია...


სიყვარული.


- რისი გწამს გულის სიღრმეში?


საკუთარი მთლიანობის (პოტენციაში ცხადია)


- რას ეტყოდი იმ ადამიანს ვინც ახლა იწყებს ცხოვრებას?


თავლებში ჩახედე საკუთარ წყვდიადს და პასუხს მიიღებ ყველა კითხვაზე.


- როდის იწყება ცხოვრება?


როდესაც საკუთარი აზრებით იწყებ აზროვნებას.


- როდისაა ადამიანი დამარცხებული?


როდესაც გარეთ ეძებს ხსნას..


- საყვარელი ფრაზა?


ცნობიერება განსაზღვრავს ყოფიერებას.



375 views0 comments

Comments


bottom of page