top of page

სოკრატე

Updated: Nov 6, 2019

"საყვარელი იმიტომ კი არ უყვართ, რომ ის საყვარელია, არამედ იმიტომაა საყვარელი, რომ უყვართ"

✨ სოკრატე: საყვარელი განსხვავდება მოყვარულისაგან?


ევთიფრონი: რა თქმა უნდა


✨ სოკრატე: მაშინ მითხარი, აღებული იმიტომაა აღებული, რომ ის აიღეს, თუ სხვა რამის გამო?


ევთიფრონი: არა, იმიტომ, რომ აიღეს.


✨ სოკრატე: ხოლო წაყვანილი იმიტომაა წაყვანილი, რომ წაიყვანეს და დანახული -

იმიტომ, რომ დაინახეს?


ევთიფრონი: რასაკვირველია.


✨ სოკრატე: მაშასადამე, საგანს იმიტომ კი არ ხედავენ, რომ ის დანახულია, არამედ პირიქით, იმიტომაა დანახული, რომ მას ხედავენ; ზუსტად ასევე, იმიტომ კი არ მიჰყავთ რამე, რომ ის წაყვანილია, არამედ იმიტომაა წაყვანილი, რომ მიჰყავთ; არც რამეს იღებენ იმიტომ, რომ ის აღებულია, არამედ იმიტომაა აღებული, რომ აღებულ იქნა. ხომ გესმის, ევთიფრონ, რისი თქმა მსურს? მე მინდა გითხრა, რომ როცა რაიმე იქმნება ან განიცდება, იმიტომ კი არ იქმნება, რომ ის ქმნადია, არამედ იმიტომაა ქმნადი, რომ იქმნება, ისევე როგორც ვინმე იმიტომ კი არ განიცდის რასმე, რომ ის განმცდელია, არამედ იმიტომაა განმცდელი, რომ რაღაცას განიცდის. ან, იქნება, არ მეთანხმები?

ევთიფრონი: ცხადია, გეთანხმები.


✨ სოკრატე: კი მაგრამ, განა საყვარელიც ვიღაცის მიერ არ განიცდება?


ევთიფრონი: რა თქმა უნდა.


🔴 სოკრატე: მაშასადამე, ამ შემთხვევაშიც იგივე ითქმის; საყვარელი იმიტომ კი არ


უყვართ, რომ ის საყვარელია, არამედ იმიტომაა საყვარელი, რომ უყვართ.


"პლატონის დიალოგები"



46 views0 comments

Comments


bottom of page