top of page

ემოციების ჯანსაღი გამოვლენის საიდუმლოებები

· ეცადეთ ზუსტად განსაზღვროთ ემოცია


თუ სიბრაზე გარეთ ფეთქავს, გაჩერდით და დაფიქრდით, რა გრძნობებს ჩრდილავს. ეს შეგიმსუბუქებთ შემდგომ მუშაობას საკუთარ თავზე.


· ნუ განსჯით


გონივრული მიდგომა გულისხმობს პრობლემების ან ემოციების ანალიზს, მაგრამ ნუ განსჯით და ნუ განიკითხავთ სხვა ადამიანს.


· ილაპარაკეთ სწორხაზოვნად და გულახდილად


არანაირი თამაში, არანაირი ხრიკი, არანაირი მანიპულირება. ჯანსაღ ემოციებს გამოხატავენ პატიოსნად და ღიად. ეცედეთ აღწეროთ ემოცია მეტაფორის დახმარებით. შესაძლოა, ეს დაგეხმროთ თანამოსაუბრესთან ურთიერთობის მიღწევაში.


· ნუ აბრალებთ სხვა ადამიანს და ნუ ესხმით მას თავს


არ არსებობს რაიმე მიზეზი თავს დავესხათ მეორე მხარეს. გამოიყენეთ ფორმულირებებში ნაცვალსახელი „მე“(„ამ მოვლენებთან დაკავშირებით ვგრძნობ, რომ...“), რომ არ მისცეთ საკუთარ თავს საბაბი დააბრალოთ ან თავს დაესხათ.


· აღიარეთ, რომ გარშემომყოფები არ არიან დამნაშავეები თქვენს გრძნობებში


ნუ ადანაშაულებთ სხვა ადამიანებს, როდესაც გიჩნდებათ ემოციური დისბალანსი, ეძებეთ მიზეზი თქვენში და დაფიქრდით, თუ რა გაბრაზებთ ან სასოწარკვეთაში გაგდებთ.

კონტროლირებად ემოციებს მხოლოდ სარგებლობა

მოაქვს ჩვენთვის


ზოგიერთი უკეთესად უმკლავდება სამუშაოს, ზოგიერთი კი - ურთიერთობაში უჩვეულოდ მსუბუქი და სასიამოვნო ადამიანია. გადამწყვეტ ფაქტორად გამოდის „ემოციური ინტელექტი“. „ემოციური ინტელექტის“ ქვეშ იგულისხმება საკუთარი ემოციების გაცნობიერება და გაგება, ასევე მათი კონტროლის უნარი (როგორც საკუთარ თავში, ისე სხვებში) პოზიტიური შედეგების მისაღწევად. EQ – „ემოციური ინტელექტის“ მაჩვენებელია.


კვლევები მოწმობს იმას, რომ ბიზნესში პოზიტიური ენერგია და ემოციების კონტროლი უზრუნველყოფს მაღალ მწარმოებლურობას, გონივრულ გადაწყვეტილებებს, თანამშრომლების შენარჩუნების დიდ პროცენტს, ძლიერ მებრძოლ სულს და ერთსულოვან გუნდურ მუშაობას. ზუსტად ასეთივე შედეგები დამახასიათებელია ოჯახისთვისაც. კვლევების შედეგების მიხედვით საერთო EQ ზრდა ნებისმიერ ჯგუფში სასიკეთოდ აისახება საბოლოო მაჩვენებელზე. და თუ IQ ყალიბდება ადრეულ ბავშვობაში, EQ განვითარება შესაძლებელია მთელი ცხოვრების მანძილზე.


ხშირად, არც ისე ადვილია კავშირის დაჭერა ჩვენს აზრებს, გრძნობებს და ქცევებს შორის. აი რატომაა ასე სასარგებლო განვსაზღვროთ ჩვენი ჭეშმარიტი ემოციური ფორმის ხარისხი, ვიცოდეთ, თუ რანაირ გავლენას ახდენს ჩვენი ემოციები და „ცხელი ღილაკები“ ჩვენს ქცევაზე, და მივდიოთ რჩევებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შევინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა და ვაკონტროლოთ ემოციები რთულ სიტუაციებში.


წყარო: "როგორ ვიცხოვროთ ბედნიერად" დეილ კარნეგი

175 views0 comments
bottom of page