top of page

რასაც ებრძვი ძლიერდება. რასაც უძლებ გაძლიერებს - Eckhart Tolle

'რასაც ებრძვი, ის ძლიერდება. რასაც უძლებ, გაძლიერებს. ' ― Eckhart Tolle


ინტერვიუს აღწერაში წერია, რომ ყველა ადამიანი თითო პასუხია ამ სამყაროში, ერთ-ერთმა რესპონდენტმა თქვა, რომ ყველა ადამიანი თითო კითხვის ნიშანია და პასუხები თითოეულ ჩვენგანშია.


რესპონდენტები ინტერვიუებში გვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. ხშირად ცვალებად განწყობასთან ერთად ჩნდება გონებაში რომელიმე აზრი, მოუსვენარი სტუმარივით. ჩაი უნდა მიართვა, კარტიც გაუშალო, მისთვის საინტერესოც თუ აღმოჩნდი, წამოწვება კიდეც.


"რასაც ებრძვი ის ძლიერდება, ამიტომ, ვებრძვი საკუთარ თავს და ვძლიერდები"- გაჟღერდა ინტევრიუში.


საინტერესოა რას ებრძვიან ადამიანები ყველაზე მეტად? მართლა ძლიერდება ის რასაც ვებრძვით?


ინტერვიუს წევრებში ამასთან დაკავშირებით ჩატარდა გამოკითხვა. მათი 70%-ის ბრძოლა უკავშირდება საკუთარ თავთან ბრძოლას.


სოფი: "მე ვებრძვი მხოლოდ საკუთარ თავს. ბევრ საკითხში ვიბრძვით მე და ჩემი მე და სანამ არ გავიმარჯვებ მანამდე არ მოვისვენებ" მაიკო: "ვებრძვი მეორე მეს"


იყო სხვა პასუხებიც: ბრძოლა წონასთან; მატერიალურ საკითხებთან; ნანა: "უფულობას მეტს არაფერს, ნუ საკუთარ თავსაც", ბრძოლა უსამართლობასთან, პესიმიზმთან, ნეგატიურ ენერგიებთან და ადამიანებთან, გაიჟღერა ქარის წისქვილებმაც. რამდენიმე თვლის რომ არაფერს არ უნდა ებრძოლო, რადგან ეს ძალებს ართმევს ადამიანს; ნათია: "არაფერს არ უნდა ებრძოლო, პრობლემა უნდა გააცნობიერო, დისტანცირდე და შორიდან შეხედო. რაც სასწავლია ისწავლო, რაც არა და გაუშვა... ბრძოლა უბრალოდ სულიერ ძალებს შეგისუსტებს და დაიღლები..."


Eckhart Tolle - ს პასუხი: "ყოველთვის თქვი” დიახ ”. რა შეიძლება იყოს უფრო უშედეგო, უფრო გიჟური ვიდრე შექმნა შინაგანი წინააღმდეგობა, რაც ისედაც არის ადამიანში? რა შეიძლება იყოს უფრო დიდი სიგიჟე, ვიდრე საკუთარ ცხოვრებასთან დაპირისპირება? დანებებაა, რაც არის. უთხარი "დიახ" ცხოვრებას - და ნახავ, როგორ მოულოდნელად დაიწყება ცხოვრება შენ სასარგებლოდ, და არა შენ წინააღმდეგ. " "სიბნელესთან ბრძოლის ნაცვლად, შემოიტანე შუქი."


"Whatever you accept completely, you go beyond. If you fight it, you're stuck with it."



315 views0 comments
bottom of page