top of page

როცა ოცნება კვდება, ოცნებას რა ემართება? - ინტერვიუს წევრები

Updated: May 27, 2020

Believe in Magic


ნტერვიუს წევრებში გაჟღერდა შეკითხვა: - როცა ოცნება კვდება, ოცნებას რა ემართება? ნახეთ 15 განსხვავებული პასუხი


Makuna Stepanishvili - ცაში აფრინდება და ტრიალებს, ელოდება როდის გაგვახსენდება რომ აგვიხდეს.


მარიამ ქიტიაშვილი - მიზნად იქცევა. ოცნებები ჩვენი თამამი და სუფთა სისხლის სურვილებია ❤️


ლიკა ღიბრაძე - იმდენად ზღაპრულია შეუძლებელია მოკვდეს.


Nana Chigladze - რანაირად უნდა მოკვდეს ოცნება, ყველა და ყველაფერი შეიძლება მოკვდეს, ოცნებას რა მოკლავს, ვიოცნებებ დაუსრულებლად!


თინათინ ბედუკაძე - სულაც არაა აუცილებელი, ფიზიკური სიკვდილი ვიგულისხმოთ.


Sofi Kotorashvili - ჩემთვის, მაგალითად, ოცნება არასდროს კვდება🤗


Natia Tabeshadze - ახალი ოცნება იბადება💜 ოცნება მხოლოდ მაშინ კვდება როცა ის რეალიზდება.


Natia Natia - კვდება.


მაიკო მაკო - ცვლი სტრატეგიას...

Khatia Kandinashvili - ნაწილებად იშლება და ისე იფანტება, როგორც ქვიშა ქარში, იმდენად ბევრი მიკრონაწილაკია ვეღარ გაამთელებ, ვერ შეაკოწიწებ, თუმცა ოცნებას გააჩნია, ზოგი ოცნება მხოლოდ დროებით კვდება და მერე ფენიქსივით შეუძლია ფერფლიდან აღსდგეს.


Niã Dzuliashvili რავი კვდება ალბათ? ოცნებას გააჩნია ზოგი ალბათ საღ აზრად გადაიქცევა.

- შენ გაქვს ოცნება?

იქნებ, ალბათ მაქვს კიდეც და დამავიწყდა, საერთოდ ბოლოდროს ფრთხილად ვარჩევ ოცნებებს.


Catherine Mac - როდესაც ოცნება კვდება, ბრძოლა იბადება. თვითონ ოცნება კი ალბათ იძინებს ცოტა ხნით.


Maiko Pirtskhalava - ოცნება მრავალფეროვანია ერთი კვდება მეორე მოდის ...


გრიგოლი უგლავა - რა ემართება ოცნებას და თან იყოლებს ჩვენი სულის ნაწილს. ამიტომ უნდა იბრძოლო შენი ოცნებისთვის თითქოს სიკვდილ სიცოცხლისთვის იბრძვი ისე.


George Khizanishvili - უფრო საინტერესოა რა ემართება იმ სუბიექტს :)


Rati Gorgiashvili - იწყება რეალობა ❤


Andrew Fann - ჩემს გამოცდილებაში შემოქმედებად გარდაიქმნება და შანსს მიტოვებს რომ გავაცოცხლო.




"ბავშვობაში ვოცნებობდი, რომ.."

ოცნება ჩვენი ბავშვობიდან იწყება, ჩვენც იქიდან მოვდივართ.

ბავშვებს ზღაპრები და მულტფილმები უყვართ, სჯერათ რომ ვარსკვლავი ხელის გულზე დაეტევათ, რომ ღრუბელი რბილი და ფაფუკია, სჯერათ რომ სიკეთე ყოველთვის ამარცხებს ბოროტებას და ვინც არ არის დამალული მათი ბრალი არ არის..

ძნელი წარმოსადგენია ბავშვობა ჯადოსნური უოლტ დისნეის გარეშე.


გთავაზობთ დისნეის რამდენიმე ციტატას ოცნებებთან დაკავშირებით, მას არასოდეს დაურთავს ნება ეჭვებისთვის რომ თავისი გიჟური ოცნებებისკენ სწრაფვაში ხელი შეეშალა. >>>


  • იფიქრე, იოცნებე, ირწმუნე, გაბედე

  • ყველა ზრდასრული ადამიანის სურვილია, კვლავ თავისუფლად იოცნებოს.

  • ჩვენი ყველა ოცნება შეიძლება ახდეს, თუ ჩვენ გვექნება გამბედაობა განვახორციელოთ ისინი

  • თუ ოცნებობ, ამის განხორციელებაც შეგიძლია

  • თუ გჯერა რაღაცის, დაიჯერე ყველა შესაძლო გზით, მთელი არსებით, აშკარად და უდავოდ

  • სიცილი არის დროული, წარმოსახვას არ აქვს ასაკი, ოცნებები კი სამუდამოა

  • ყველა ჩვენი ოცნება ახდება თუ გვეყოფა გამბედაობა ამის განსახორციელებლად

გააღვიძე შენში მეოცნებე.



შეკითხივს პირვანდელი ვერსია ეკუთვნის თინათინ ბედუკაძეს "როდესაც მეოცნებე კვდება, რა ემართება ოცნებას?")

სტატია მოამზადა: სოფო სუდაძემ



99 views0 comments
bottom of page