top of page

შთაგონების საიდუმლო თავად შთაგონების წყაროშია︱აინშტაინი

ალბერტ აინშტაინი - ფიზიკოს-თეორეტიკოსი, საყოველთაოდ მიჩნეულია XX საუკუნის უდიდეს მეცნიერად. მან წამოაყენა ფარდობითობის თეორია და ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში.


წარმოგიდგენთ მის რამდენიმე ცნობილ გამონათქვამს


  • მე არ მაქვს რაღაც გასაოცარი ტალანტი. უბრალოდ, ცნობისმოყვარე ვარ.


  • მორალი ყველაზე მნიშვნელოვანია – მაგრამ მხოლოდ ჩვენთვის და არა ღმერთისთვის.


  • ლოგიკა მიგიყვანს A-დან B-მდე. წარმოსახვით კი ყველაფრის მიღწევა შეიძლება.


  • გარემო ყველაფერია რაც ჩემში არაა.


  • ცოდნის ერთადერთი წყარო გამოცდილებაა.


  • მოდი, ნუ მოინდომებ წარმატებულ კაცად ყოფნას, იბრძოლე იმისთვის, რომ იყო ღირსეული და დასაფასებელი.


  • კარგად „ჩაიხედე ბუნებაში“ და ყველაფერს უკეთ მიხვდები.


  • სიყვარული მოვალეობაზე კარგი მასწავლებელია.


  • ინფორმაცია ცოდნას არ ნიშნავს.


  • თუ არ შეგიძლია ახსნა ადვილად, მაშინ უბრალოდ საფუძვლიანად არ იცი.


  • რელიგიები, ხელოვნება, მეცნიერება, ეს ყველაფერი ერთი ხის ტოტებია.

კითხვა, რომელიც ხშირად მაწუხებს: მე ვარ გიჟი თუ სხვები?
  • ადამიანი, რომელიც არასდროს უშვებს შეცდომებს, არასდროს აკეთებს რაიმე ახალს.


  • ფანტაზია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცოდნა, ცოდნას საზღვრები აქვს, ფანტაზია კი თავისი უსაზღვრობით ქმნის ევოლუციას.


  • შთაგონების საიდუმლო თავად შთაგონების წყაროშია.


  • პოზიციის სისუსტე ხასიათის სისუსტეს ნიშნავს.




99 views0 comments
bottom of page