top of page

ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - სამოსის შესახებ

და თქვა ფეიქარმა:


გვითხარი სამოსის შესახებ.


და მიუგო მან:


თქვენი სამოსი ფარავს თქვენს მშვენიერებას და არ მალავს იმას, რაც თქვენში არ არის მშვენიერი. სამოსელში თქვენ ეძიებთ თავის შემოზღუდვით მოგვრილ თავისუფლებას, მაგრამ სამოსელი შეიძლება გახდეს აღვირი და ბორკილი თქვენი. ნეტა შეგძლებოდათ, სამოსზე მეტად თქვენი კანი შეგეგებებინათ მზისა და ქარისთვის. რამეთუ მზის შუქი სიცოცხლის სუნთქვაა და ქარი სიცოცხლის ხელებია. ზოგი თქვენგანი ამბობს: "ზენაქარის ნახელავია ჩვენი შესამოსელი". ხოლო მე გეტყვით თქვენ: დიახ, ზენაქარმა მოგიქსოვათ. მაგრამ სირცხვილი ჰქონდა საქსოვ დაზგად და დუნე მყესები - ძაფად. საქმე რომ გაასრულა, ტყეში ხორხოცობდა ქარი. გახსოვდეთ, რომ სიმორცხვე ფარის მაგიერია, უკეთურთა თვალთაგან გიფარავთ. და, როცა უკეთურება აღიგვება, რისი მაქნისი იქნება სიმორცხვე? იგი ხომ დაბორკვა და დაბინდვაა გონებისა?! გახსოვდეთ, მიწას სიამოვნებს, შიშველი ფეხებით რომ ეხებით, და ქარებს უხარიათ თქვენს თმებთან შეთამაშება."



8 views0 comments
bottom of page