top of page

ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - სწავლების შესახებ

მაშინ თქვა მასწავლებელმა: "გვესაუბრე სწავლების შესახებ".


და მიუგო მან:


თქვენ შეისმენთ მხოლოდ იმას რაც თქვენს არსებაში უკვე თვლემს ჯერ კიდევ თქვენი ცნობიერების გარიჟრაჟიდანვე.


მოძღვარი, მოწაფეებთან ერთად ბოლთას რომ სცემს ტაძრის ჩრდილში, თავისი სიბრძნიდან კი არ გასცემს, არამედ თავისი წრმენიდან და სიყვარულიდან.


ნამდვილად ბრძენი თუა, არ შეგიპატიჟებთ თავისი სიბრძნის სავანეში, თქვენი გონების ბჭისკენ გაგიძღვებათ. ასტრონომი გაგიმხელთ სივრცის მისეულ გაგებას, მაგრამ ვერ გიბოძებთ თავის აზრებს. მუსიკოსს შეუძლია გიმღეროთ სივრცეში დავანებული რიტმით, მაგრამ ვერ მოგცემთ სმენას, რომელიც რიტმს მოიხელთებს, ვერც ხმას გიბოძებთ მის გასაჟღერებლად. რიცხვთა სიბრძნეში განსწავლულს შეუძლია გესაუბროთ ზომა-წონის სფეროზე, მაგრამ ვერ შეგიძღვებათ ამ სფეროში.


რამეთუ სამყაროსეული ხედვა ერთი ადამიანისა ფრთებს ვერ შეასხამს მეორე ადამიანს. ყოველ თქვენგანს თავისი განსაკუთრებული ადგილი აქვს ღვთაებრივ სიბრძნეში. ასევე ყოველმა თქვენგანმა მარტომ უნდა შეიცნოს ღმერთი და მარტომ უნდა შეისწავლოს დედამიწა.




6 views0 comments
bottom of page