time-to-read.short-label

Interview: Alexandre Meqoshvili

"ყველაფრის კეთებას სიყვარული სჭირდება"

ინტერვიუ / ალექსანდრე 74 წლის

- რა არის ყველაზე აუხსნელი ცხოვრებაში?

ადამიანს რომ ვერ გაუგებ, იცი რომ არ უნდა ენდო და მაინც მისდევ, მაინც ენდობი, მაინც მიყვები, ეს აუხსნელია, ვერასოდეს გაიგებ ასეთი ადამიანი რას ფიქრობს შენზე

- სად უნდა ეძებო საკუთარი თავი?

საყვარელი ადამიანების თვალებში

- რისთვის იბადება ადამიანი?

მომავლისთვის, რომ შექმნას

- ღმერთი რომ იყო რას იზამდი?

ქვეყანაზე ყველა თავისი დღით უნდა კვდებოდეს, მშვიდობას დავამყარებდი

- სიყვარული რა არის?

სიყვარული ცხოვების მეგზური გრძნობაა, ყველაფრის კეთებას სიყვარული სჭირდება

- ვინც შენს სიყვარულს არ იმსახურებს როგორ იქცევი?

ვინც ჩემი სიკეთე ვერ დაინახა მასთან მაინც სიკეთით მივდივარ, არ შეიმჩნევს შენს კარგ ადამიანობას, მაგრამ გულში მაინც დააქვს, ეცოდინება

- თავისუფლება რა არის?

შენით შექმნილს რასაც გინდა უზამ და არაფრის შეგეშინდება, ვერავინ დაგედავება, ესაა თავისუფლება

- ადამიანმა რომ გითხრას უბედური ვარო რას ურჩევ?

იმედს მივცემ, ვეტყვი რომ მაინც რაღაც არის სიცოცხლეში ისეთი, საშოვარი. ხელის ჩაქნევა არ შეიძლება.

#InterView #InterArt #ინტერვიუ #ინტერარტ #aleqsandre #meqoshvili #sasha #ალექსანდრე #მექოშვილი #საშა

    90
    1