Interview: Temo Beselia WeAre TheSame
- interview
- 1 hour ago
- 2 min read
✍️ ინტერვიუ / თემო ბესელია
აქ ვარ შენთვის და სულ ასე იქნება.
❓როგორ ხარ?
ჩემებურად :)
❓რა ცვლილებებია შენში?
ჩვენი ბოლო შეხვედრიდან უფრო დამიწებული და ცენტრირებული გავხდი.
❓შენი ცხოვრების ამ პერიოდში რასთან გიწევს გამკლავება?
გამკლავებას არ დავარქმევდი, უბრალოდ ვარ პროცესში უფრო მჭიდრო კავშირის დამყარებაში საკუთარ სიღრმისეულ მესთან. მემალება ხოლმე :)
❓შინაგანად რა არის ხოლმე ყველაზე დიდი ბარიერი შენი აზრით?
შიში, ინერტულობა, მიჯაჭვულობები.
❓რისი იმედი გაქვს ცხოვრებაში?
იმედი მაქვს საბოლოოდ შევალ იმ ზღაპრულ სამყაროში, რომელსაც გულში ვხედავ.
❓რა არის ის ფრაზა ან სიტყვები, რითიც საკუთარ თავს ამხნევებ ხოლმე რთულ მომენტებში?
ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე...
❓რა არის შენი მოტივაციის წყარო?
გართობა. ვხვდები რომ თუ სახალისო არაა, ვერაფერს ვაკეთებ.
❓დილით ადგომა რომ არ დაგეზაროს და შემოქმედებით პროცესში ჩაეშვა, რა გაძლევს ამის ენერგიას, რა გმუხტავს?
არ მეზარება ადგომა, თუ გამოვიძინე. თუ არადა ცივი შხაპი და ყავა.
❓რა არის სიყვარული?
სიყვარული არის ერთობა. ჩემთვის ეს ორი შეგრძნება ხელი ხელ დადიან. ერთიანობა არის სიყვარული.
❓როგორია ადამიანის მიმართ სიყვარული, შენთვის?
გააჩნია ვინაა ეს ადამიანი. შეყვარებულს რო ვეხუტები თავბრუ მეხვევა ძლიერად. შეიძლება წავიქცე ისე. ასეთია სიყვარული.
❓რას ეტყოდი ყველაზე ძვირფას და საყვარელ ადამიანს?
აქ ვარ შენთვის და სულ ასე იქნება.
❓დრო რომ დაბრუნდეს რამეს შეცვლიდი?
სიგარეტს არ გავეკარებოდი არასდროს.
❓კმაყოფილი ხარ საკუთარი თავით?
კი. მიყვარს.
❓რას ელი ცხოვრებისგან?
რომ ისეთი ზღაპარი იქნება, რომელშიც ყველაფერია მოსალოდნელი.
❓დაასრულე ფრაზა:
ჰეი, მეგობარო... იცხოვრე ისე, რომ ღმერთმა თქვას "საღოლ შენ"
მწამს რომ... ყველაფერი ისე იქნება, როგორც სინამდვილეში გჭირდება. თუნდაც ეხლა ვერ ხედავდე ამას.
შენ შეგიძლია... მიენდო სამყაროს ბოლომდე.
მე ვიცი რომ... ყველანაირი ცოდნა არის პირობითი
ღმერთო ჩემო... ეს ფრაზა სრულია ისედაც 😜
შენი საყვარელი ფრაზა
☀ გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულით და მთელი შენი გულით და მთელი შენი გონებით.
და მეორე: "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი".
Temo Beselia / WeAre TheSame

Comments