Interview: Annie Andghuladze
"პატარა, მაგრამ ყველასგან განსხვავებული ხარ" ✍️ #interview with Annie at კაშნე • Kashne ❓ გულს რა გივსებს სიხარულით? როცა ვინმე ჩემ მიმართ სითბოს და სიყვარულს გამოხატავს.. ❓ რისთვის ვიბადებით? კვლევისთვის და განვითარებისთვის. ზოგი მკვლევარია, ზოგი დაკვირვების ობიექტი.. თუმცა, ყველა ერთ დიდ მიზანს ვემსახურებით, ვიკვლიოთ ბუნების და ჩვენი გონების შესაძლებლობები.. ❓ რას ნიშნავს შენთვის „კაშნე“? „კაშნე“ ჩემი შვილია.. რომელსაც უნდა მოვუარო და წარმატებული რომ გახდება, მისით ვიამაყო.