ჩრდილითაც ვერ გადავიკვეთეთ - ნიკა ლაშხია
*** ამაღამ ყველა თავის სიზმარში წავა. ყველა თავის ტვირთს აწევს. ზოგი კოშმარი გამოდგება, ზოგი კი, ცხადივით მართალი. ზოგიც, სიზმარში დაბრუნებას ისურვებს. მე კი დავდგები იქ, სადაც ბავშვები იბადებიან, იქ სადაც ხარობენ სიცოცხლეს. ხან მარცხნივ გავიხედავ, ხან მარჯვნივ. იქნებ გამოიარო, სიზმარში მაინც გამოიარო და მადლობა გითხარა ყველაფრისთვის. *** ვაი მათ, ვისი პასუხიც უარყოფითია. *** მე ხაზი გავუსვი, მან ხაზი გადამისვა. ოდესმე ჩვენ, როცა სიტყვები მოგვძებნიან, როცა სახელებს დაგვირიგებ