ყოფნის ტკივილი

ყოფნის ტკივილი


,,Deus le volt!" ღმერთს ასე სწადია!

არსებობისთვის იბრძვიან და სტკივათ.

ცხოვრობენ და მათაც სტკივათ.

ადამიანებს ადამიანობა სტკივათ.

......................................................

ყოფნის ტკივილს ბადებს უკმარისობა სინამდვილის

საკუთარი თავის

მე-გობრების

ურთი-ერთობ-ების

მოკეთეებისა თუ მტრების...

სივრცის

ბგერების

ფერების

დღეების

წუთების

წამების და იქნებ წამების?!

და ბაგეზე მომდგარი ყველაზე ბანალური და აქტუალური ფრაზა ,,რა სწრაფად გადის დრო" და სინანული იმის გამო, რომ ეს უბრალო ფრაზა კი არა, თვითკმარი ჭეშმარიტებაა. მერე ფორიაქი მოსასზრებზე და სინანული ვერ მოსწრებულის გამო.

ვინ იცის, იქნებ ,,Deus le volt!".

.....................................................

ჩვენი რეალობის ყველაზე დიდი უკმარისობაა ფულის და რწმენის, რომ ფულით ყველაფერს ვერ იყიდი

დღეს...

ნუთუ ,Deus le volt?!"

....................................................

სიცოცხლის უკმარისობას იდეალურად გამოხატავს სამედიცინო ენაზე მარტივად გამოთქმული დიაგნოზი ,,გულის უკმარისობა" და დასასრულის მაჩვენებელი - კარდიოგრამის წრფივი ხაზი...

რა არის ცხოვრება, ყოფნის ტკივილი თუ არსებობის უკმარისობა?

.....................................................

შენ ჩემი

მე შენი

ჩვენ ერთმანეთის ყოფნა გვტკიოდეს.

ღმერთს არა, ასე გვსურს ჩვენ - ადამიანებსა და ღმერთს!

როდემდის? - აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდის.


#interYou #TinaTiini


 

 

Copyright © 2019 Interview