top of page

8 ფილმი რომელიც შეგვახსენებს ქალურობას

ქალებმა ვიცით მოწყენა,

აი ასე, უბრალოდ.


ყველა დარდი რაც არსებობს ჩვენი იყოს, თითქოს

გამოსავალი აღარ არსებობს და ჩვენი ცხოვრება დამთავრდა, მორჩა. (თითქოს)


ასეთი ფიქრების შემოტევა განსაკუთრებით კარგად ვიცით ქალებმა, ასეთ მომენტებში აღმოვაჩინე ფილმები, ზოგი ჩემით, ზოგი რჩევით, მოვუყარე თავი და გიზიარებთ.


ამ ფილმების შინაარსს არ მოვყვები, გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას.

შემმატა სტიმული; ხალისი; შემახსენა რომ ვარ ქალი, უამრავი შესაძლებლობით ძალით და მომბხიბვლელობით, შემახსენა რომ ცხოვრების ნებისმიერ ასაკში/პერიოდში შემიძლია ცხოვრება თავიდან დავიწყო ან ხელახლა აღმოვაჩინო საკუთარი თავი. განწყობა შესაძლოა ერთ დღეს გაგყვეს, ან ერთ კვირას, შეიძლება ცხოვრებაში გარდამტეხ ფაზასაც დაემთხვეს და იყოს უკანასკნელი ბიძგი ამ გარდატეხის, ჩემს მაგალითზე ასეთი ფილმი იყო - "ჭამე, ილოცე, შეიყვარე"


მაშ ასე, გისახელებთ 8 (რვა) ფილმს, რომელიც შეგვახსენებს საკუთარ ქალურობას. თანმიმდევრობას ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ფილმების შერჩევაში მონაწილეობა მიიღეს ინტერვიუს წევრებმა.


#1 "მკერავი" The Dressmaker



#2. "კოლეტი" Colette



#3. "კოკო შანელამდე" Coco Before Chanel



#4. "შოკოლადი" Chocolat



#5. "5-დან 7-მდე" 5 to 7



#6. "ჯული და ჯულია" Julie and Julia



#7. "ჭამე ილოცე შეიყვარე" Eat Pray Love



#8. "უკვე მენატრები" Miss You Already





254 views0 comments
bottom of page