"გადავხტი იმ იმედით, რომ ფრთები ამომივიდოდა"
✍️ ინტერვიუ / Ana Urushadze
❓ წარმატება..
საკუთარ თავზე გამარჯვებაა.
❓ ყველაზე რთულია..
უკმარისობის შეგრძნება
❓ რისი გეშინია?
კედლის მეორე მხარეს არსებული სიჩუმის
❓ რა არის მარადიული?
ყველაფერი რასაც ვერ ვეხებით.
❓ რას მიხვდი?
არასდროს უნდა ინანოთ ჩადენილი ქმედება მიუხედავად შედეგისაშეხედეთ ცხოვრებას ყველა მხრიდან ასე თავსაც, კისერსაც და გონებასაც ჯანსაღი ცხოვრებისაკენ უბიძგებთ
❓ რას ეუბნები საკუთარ თავს როცა მოწყენილი ხარ?
„რაღაცა იქნება“
❓ საყვარელი ფრაზა...
✨ „უნდა გადახტე იმ იმედით, რომ ფრთები ამოგივა“
პირველი ინტერესები როდის გაგიჩნდა ტანმოვარჯიშეობის?
ჩემზე ექოსკოპიური გასინჯვისას ექიმმა დედაჩემს უთხრა „როდესაც ეს ბავშვი დაიბადება და ასაკი ხელს შეუწყობს, მაშინვე მიიყვანეთ ბალეტზე ან ტანვარჯიშზეო“. 6 წლის ვიყავი როდესაც ჩემმა მშობლებმა ტანვარჯიშზე მიმიყვანეს.
მომიყევი შენი პირველი წარმატების შესახებ
ტანვარჯიშზე 2 თვის მისული ვიყავი, როდესაც საქართველოს ჩემპიონატზე წამიყვანა ჩემმა ტრენერმა, სადაც მეორე ადგილი დავიკავე. ჩემპიონატის მსვლელობისას, სანამ ჩემი ჯერი მოვიდოდა ჩამეძინა, გამოღვიძებისას კი წარმატებული ნაბიჯები მხვდა წილად.
როდის გქონდა წარმატების მწვერვალი? რას გრძნობდი, რა მოგიტანა, რას მიხვდი მაშინ.
ყოველთვის მეგონა რომ საქართველოსა თუ საერთაშორისო ჩემპიონატის მოგება, 21 ქვეყნიდან მე-7 ადგილზე(ფინალში) გასვლა ევროპის ჩემპიონატზე, 30 ქვეყნიდან მე-15 ადგილზე გასვლა მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატების პიკის ტოლფასი იყო.
რას გრძნოდი მაგ დროს?
პროფესიონალურ დონეზე როდესაც ასპარეზობ სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, როდესაც შენს ნომერს შეასრულებ ძალიან კარგად, ისე რომ არაფერი არ გაგიფუჭდება, მორჩები ქორეოგრაფიას და ერთს ამოისუნთქავ, იმ იმედით რომ მსაჯები კარგ ქულას დაგიწერენ, იმ იმედით რომ კარგ ადგილს დაიკავებ ჩემპიონატზე, მაშინ გრძნობ ადამიანი წარმატების განცდას.
განცდას საკუთარ თავზე გამარჯვების, რომ შენ შეძელი და ყველაფერი კარგად შეასრულე, არ დამარცხდი იმასთან რაც უკვე იცი. თუმცა, მეორესმხირვ, სულ სხვანაირი წარმატების გრძნობა იყო, რომელიც 2012 წელს განვიცადე, საქართველოს სატელევიზიო პროექტ „ნიჭიერში“.
მომიყევი სატელევიზიო პროექტ „ნიჭიერში“ შენი წარმატების შესახებ.
სულ რაღაც 14 წლის, როდესაც ვიგრძენი როგორი სასიამოვნოა ხალხისგან წამოსული ემოციები, რაც უფრო და უფრო მეტ მოტივაციას გაძლევს.
მაქსიმალურად შევეცადეთ სცენაზე დაგვედო ის შოუ რაც წარმატების გზას დაგვიგებდა. ნახევარფინალში ნომერი როდესაც დავასრულეთ წამყვანებმა მკითხეს თუ საით მივფინავდი, მე კი ვუპასუხე რომ „ფინალში“, მაშინ პატარა ვიყავი და სათანადოდ ვერ ვიაზრებდი, მაგრამ ახლა ვხვდები.
გადავხტი იმ იმედით, რომ ფრთები ამომივიდოდა
და აი ასეც მოხდა, ჩვენ გავხდით ხალხის რჩეული, მთელმა ერმა მოგვცა შესაძლებლობა გადავსულიყავით ფინალში და წარმატებისაკენ დაგებული გზა არ ჩაგვეხერგა. საქართველოს ბანკის რჩეულები გავხდით და გადმოგვცეს 30 000 ლარი, მაგრამ ნახევარფინალში მიღებული ემოცია და მღელვარება, რაც საზოგადოებამ განმაცდევინა იყო წარმატების უმაღლესი მდგომარეობა. ის რასაც მე მთელი ცხოვრება მივუძღვენი ხალხმა დაინახა, მოეწონა და შანსი მომცა, ამას ემატება ის ფაქტობრივი გარემოება, როდესაც ქუჩაში დავდიოდი ახალგაზრდები თუ ხანშიშესული ადამიანები დადებითად მხვდებოდნენ .
რას ურჩევდი იმ ადამიანებს ვინც წარმატებისთვის იბრძვის?
ადრე თუ გვიან, ის შრომა რაც ადამიანმა საკუთარი თავის შენებისთვის გაიღო, მაინც იქნება დაფასებული, მაგრამ წარმატების პიკის გრძნობის შემდეგ ადამიანი არ უნდა მოდუნდეს, ისე თითქოს მხოლოდ ამისთვის ღირდა ცხოვრება, შესაძლებელია ადამიანი ოკეანის ფსკერზე დაეშვას, თუმცა აუცილებლად უნდა ამოყვინთოს.
მიუხედავად იმისა რომ ცურვა არ ვიცი, მაინც დავეშვი, ახლა კი ცურვას ვსწავლობ ზედაპირზე ხელახლა ამოსასვლელად.
მომიყევი შენზე, როგორია ანა ურუშაძე?
ვარ ადამიანი რომელიც არც არაფრით განსხვავდება სხვებისგან და არც არაფრით ემსგავსება სხვებს.
21 წლის, 161 სმ სიმაღლე, ჩიტის წონაზე უფრო მეტი კილოგრამი. მრგვალი თავი, წაბლისფერი თმა, მუქი პიგმენტებით მომარაგებული თვალები, ოდნავ განიერი პატარა ცხვირი, მკვეთრი კონტურით გამოხატული ფერმკრთალი ტუჩები, ორად გაყოფილი ნიკაპი, განიერი მხრები არაპროპორციულია ქვედა ტანთან შეფარდებით, დაკუნთული ფეხები კი თავისი სისწორით მხოლოდ ნაბიჯებს ეფარდება.
მთავარი სიმარტივე მდგომარეობს იმაში, რომ ზუსტად ისე იცვამს როგორც გამოიყურება და ზუსტად ისე გამოიყურება როგორც აცვია... არის იმპულსური, ჯიუტი. თვლის რომ
სიყვარულია მთავარი მამოძრავებელი ძალა.
არ ჩერდება მიღწეულზე, ცდილობს თითოეული ნაბიჯით ისწავლოს, არის შრომისმოყვარე. მნიშვნელოვანი გარემოება რაც ანას ახასიათებს არის ის რომ არასდროს არ ნანობს განხორციელებულ ქმედებას და მის შედეგებს, უყვარს ემოციების გაზიარება, მისგან ყოველთვის უნდა ელოდოთ დახმარების ხელს ცხოვრების ნებისმიერ მომენტში.
Commentaires