top of page

რატომ მირჩევნია ჩაის - ყავა

ყავა ამოდის.


ტაროს კარტის ერთ-ერთ განმარტებაში ვკითხულობ: "ოდესმე ჩახუტებიხართ ხეს? ჩაეხუტეთ და ერთ დღეს გაიგებთ, რომ ეს უბრალოდ ჩახუტება არ ყოფილა, არამედ ხემაც გიპასუხათ, ისიც ჩაგეხუტათ... და პირველად გაიგებთ, რომ ხე უბრალოდ ფორმა არაა, არც კონკრეტული სახეობა, რომელზეც ბოტანიკა საუბრობს, არამედ შეუცნობელი ღმერთია იგი - ასეთი მწვანე შენს ეზოში, ასეთი ყვავილებით დაფარული, ასე ახლო, გიხმობთ და კვლავ და კვლავ გეძახით".


ხე სიცოცხლის სიმბოლოა და საუკეთესო მაგალითად იყო მოყვანილი, სინამდვილეში, ყველაფერი, რასაც ვეხებით და ვხედავთ, რაც ამ სამყაროში არსებობს და მითუმეტეს რაც სიყვარულის განსაკუთრებულ გრძნობას იწვევს ჩვენში - შეუცნობელი ღმერთია.


რატომ მირჩევნია ჩაის ყავა?


როდესაც ყავას ვადუღებ, ყავა ამოდის ადუღებისას, და შეგრძნება მაქვს რომ ყავა მპასუხობს, ჩემთან მოდის, სურს რომ ტუჩებზე შემეხოს და მომესიყვარულოს, გაიზიაროს ჩემი ღრუბლების და მზის ამბები. ყავა უბრალოდ ფორმა არაა რომელზეც ფლორა საუბრობს... არამედ შეუცნობელი ღმერთია იგი.



38 views0 comments
bottom of page