top of page

ყოველივეს თავისთვის, - თავადვე ჰქმნის ადამიანი / ვლადიმერ მეგრე

ვლადიმერ მეგრე - რუსი მეწარმე და მწერალი, ცნობილი როგორც "მოგუგუნე კედრების" და "ანასტასიას" წიგნების სერიის ავტორი.


ციტატები ინტერვიუსთვის ვლადიმერ მეგრეს წიგნების სერიიდან "ანასტასია".


* ყველაფერ ცუდს, რაც კი ადამიანის თავს ხდება, თავად ადამიანი იწვევს, როცა ის სულიერი ყოფის წესებს არღვევს და ბუნებასთან კავშირს წყვეტს.


* ავადმყოფობა - ადამიანთან ღმერთის საუბარია. ავადმყოფობა გამაფრთხილებელი შეიძლება იყოს, ან კი უფრო მეტი საშინელისგან გადამრჩენელი.


* აწმყოს მოვლენებს წინამორბედი გრძნობები და სულის აღმაფრენანი იგებენ. მხოლოდ ისინი ახდენენ გავლენას მომავალზე. მხოლოდ მათი სწრაფვა, მათი ფრთების აქნევა ირეკლება ზეციურ სარკეებში. მხოლოდ მათი აღმაფრენანი და მისწრაფებანი აისახებიან მიწიერი არსის ყოფაზე.


* - სიყვარულს, სივრცეში ერთისთვის განზავებულს, შეუძლია მრავალთა სულებს შეეხოს.

- რისთვისაა საჭირო სივრცეში სიყვარულის განზავება?

- რათა საყვარელი ადამიანის გვერდით ყოველთვის სიყვარულის სივრცე იყოს. ამაშია სიყვარულის არსი, მისი დანიშნულება.


* გულწრფელი სიყვარულის წინაშე, თუკი იგი საკმარისადაა, სიკვდილი უკან იხევს. სიყვარულშია - ადამიანის უკვდავება, უნარ-ნიჭში თავის მიმართ აღანთოს სიყვარული.

* კამათი შესაძლებელია მხოლოდ იქ იყოს, სადაც ჭეშმარიტებაა დაფარული. უნაყოფო დავებშია მხოლოდ შესაძლებელი დაუსრულებელი მსჯელობა იმაზე, თუ რა იმყოფება ოთახში, რომლის კარებიც დაკეტილია, მაგრამ საკმარისია გააღო კარი და ყველასათვის ცხადი გახდება, რომ საკამათოც არაფერია, რამეთუ, თითოეული შესძლებს ჭეშმარიტების დანახვას.


* შეეცადე ღია სულით შეხედო ცხოვრებას. განწმინდე აზრ-ფიქრი უნაყოფო, ამაო ფაციფუცისგან და მაშინ დაინახავ სამყაროს, სამყაროს შემომქმედს და საკუთარ თავს.


* შემომქმედი ბრძენია, მან ყველაფერი მარტივად და გენიალურად გააკეთა.


* ტაძარი - ეს ფორმა არ არის, ეს მდგომარეობაა. მაგალითად: - გუმბათები შენ გეხმარებიან, შეხვიდე მხოლოდ განსაზღვრულ მდგომარეობაში. ფორმა იძერწება გრძნობით. და შემთხვევით არ დაგვსახვია ჩვენ გუმბათის, კარვის ფორმა. მათი არსია, - ცისკენ სწრაფვა, დაბლა მომართული ციური მადლი.


* დიდი მნიშვნელობა აქვს მოტივს, - სხვის მსახურებას. და თუ კი ისინი რაიმეს სწავლობენ, ეს არის: - გაუგოს სხვა ადამიანის სულს, სწრაფვას, აზრ-ფიქრს. მათემატიკა კი არ არის აქ მთავარი, არამედ ადამიანი მათემატიკაში. არა მათემატიკა თავისი თავისთვის, არამედ მათემატიკა ჭეშმარიტებისკენ სვლისთვის. და რამდენადაც უფრო მასშტაბურია მოტივი, - "რისი გულისთვის", - მით უფრო წარმატებულია წინსვლის პროცესი ცოდნის სფეროში.


* ყოველივეს თავისთვის, - თავადვე ჰქმნის ადამიანი.


* კითხვა, რომელზეც სამყაროში პასუხი არ არის, მყისვე და ყველაფერში დააჩქარებს წინსვლას. როგორც კაშკაშა აფეთქება, როგორც გუგუნი, მიაღწევს იგი ყველა კუთხე კუნჭულს, ყოველივე მოძრაობაში მოვა, ურთიერთსაპირისპიროთა შეერთება მოხდება, პასუხი დაიბადება და მას გაიგონებენ.

- როდის მოაქვს წყაროს ჭეშმარიტება? როგორ გავარკვიოთ ხმა სასიკეთოა თუ არა? რადგან ყველა, ვისაც ესმის ხმები მიიჩნევს, რომ თითქოს უმაღლესი გონის ხმა ესმით.

- როცა შენში, უბრალოდ სიტყვა არ ჟღერს. როცა უცებ გრძნობა იფეთქებს , სულის ემოციები და სიხარულის ცრემლებია თვალებში. სითბოს შეგრძნება და სურნელებები და ბგერები იშვება შენში. როცა აღმაფრენას შექმნის მოთხოვნილებას შეიგრძნობ შენში და განწმენდის წყურვილს, დარწმუნებული იყავი, შენ მკაფიოდ გესმის ნათლის აზრ-ფიქრები.


* ვინც მოისურვებს მშვენიერების შესაცნობად მშვენიერებას შესწვდეს, მაშინ საკუთარ თავში, ასეთივე სიმშვენიერეს უნდა ფლობდეს.


* როცა სული ოცნებით რაღაცისკენ გაესწრაფება, იგი აუცილებლად, დამიჯერე, ცხოვრებაშიც აუცილებლად განხორციელდება.


* რას ეძებს ყოველი ჩვენგანი?

- რაც ადამიანებმა პირველსაწყისის დროს შეიგრძნეს, როცა მათი ცხოვრება ჯერ კიდევ სამოთხეში იყო.


* ამაოება, შფოთი, მერკანტილური დოგმატების მთელი წყება არ აძლევს მათ საშუალებას, ვინც დღევანდელ დღეს ცხოვრობს, განსაზღვროს სად, რაში ელის მათ ღვთიური შეგრძნებები.


* შემომქმედი თხოვნას არასდროს იწყებს. შემომქმედს თავად აქვს გაცემის უნარი, შენ მთხოვნელი ხარ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შენ ურწმუნობის ნაჭუჭში ხარ.


* თავად ადამიანი - მთავარი რგოლია ჰარმონიული თანაქმნადობის ჯაჭვში, ხოლო, მზის სხივებიც ენერგიისა და გრძნობების ნაწილია, რასაც უამრავი ადამიანი წარმოქმნის.


* როცა ადამიანი აზრ-ფიქრში უშვებს, რომ ის არასრულყოფილი ქმნილებაა, მოულოდნელად, როცა ამის წარმოდგენას იწყებს, რომ სხვა-პლანეტებზე მათზე უფრო გონიერი არსებები ცხოვრობენ, ის თავად, თავისი აზრ-ფიქრით კვებავს მათ. თავად სრულყოფილი ადამიანი თავის ღვთიურ ძალას აკნინებს და არასრულჰყოფილ არსებებს ძალას ჰმატებს.


* ბნელეთის მთელი ხრიკი ზუსტად იმაშია, რომ უამრავი სწავლებებით ცდილობენ ისინი ადამიანებისგან მთავარის დაფარვას.


* "რას ეძებ, მწირო, - როცა ყოველივე თან გაქვს, - ვერც პოულობ ახალს, - ყოველ ნაბიჯზე კი, - ჰკარგავ!"


* სამყაროს მთელი სიბრძნე ყოველ ადამიანურ სულში მისი სულის შექმნის მომენტიდან მარადიულადაა ჩამარხული. და როცა ბრძენნი, - საკუთარი თავის სასარგებლოდ, ბრძნულად მზაკვრობენ, ხშირად სულებს მთავარს აშორებენ.

- მთავარს? მაგრამ მთავარი, - რაშია?

* სულიერის და მატერიალურის, - ორივეს შეგრძნება თანაბრადაა საჭირო. მაშინ ცხოვრებაშიც ორ ფეხზე მყარად იდგები. როცა ერთი გადააჭარბებს მეორეს, როგორღაც კოჭლი გახდები.


* "არ არსებობს არცერთ გალაქტიკაში სიმი, უნარის მქონე უკეთესი ბგერა გამოსცეს, ვინემ ბგერაა ადამიანური სულის სიმღერისა."


* "თავად ანასტასიას დამოკიდებულებისას, სულაც არ არის საჭირო უმაღლესი განათლების, დიპლომის ან სამეცნიერო ხარისხის ქონა არ ქონა. მაგრამ ძალიანაა დამოკიდებული ადამიანის ხასიათზე, მისი ფასეულობების ხარისხზე, იერარქიაზე, გააზრებულ და გაუაზრებელ მიზანდასახულობაზე. ასე ვთქვათ, ადამიანის პიროვნულობაზე. ყოველივე იმაზე, რისგანაც შედგება იგი; იმაზეა დამოკიდებული, სურს ამ ადამიანს, ანასტასია იყოს რეალური თუ არ სურს; დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გახსნილია ადამიანის ცნობიერება, რამდენადაა მზად მიიღოს საკვირველი, რომელიც სცილდება ჩვეულებრივ ჩარჩოს. ის, რაც ჩვენთვის იხსნება (და როგორ იხსნება იგი), დამოკიდებულია ჩვენი დროის თავისებურებებზე და როგორ შეესატყვისება ჩვენი თვითშეფასების დონეს."


* მხოლოდ სურვილებს, ადამიანის სწრაფვებს შეუძლიათ ჩართონ მოქმედების ესა თუ ის პროგრამა. ასეთია შემოქმედის კანონი. არავის და არასდროს, არანაირ სამყაროსეულ ენერგიებს არ ძალუძთ ამ კანონის დარღვევა. რადგან ადამიანი, - სამყაროსეული მთელი ენერგიების მბრძანებელია! მხოლოდ ადამიანი!


* მიზნის მნიშვნელოვნებაზე ბევრია დამოკიდებული, სურვილის შესაბამისობა ნათელთანაა თუ ბნელთან. სურვილის ძალასთან. მიზანი რაც უფრო ნათელი და არსებითია, მისი შესრულების მისაღწევად უფრო მეტი ნათელი ძალების ყურადღების მიპყრობაა საჭირო.


* სიტყვებს, ოცნების დიდებული ენერგია, მოძრაობაში მოჰყავს, საკუთარი ოცნებით, ნააზრევ-ნაფიქრალით თავის მომავალს თავად ქმნის ადამიანი. დამიჯერე, ვლადიმირ, ყველაფერი ასე მოხდება, როგორც მე, ჩვენ ორისთვის სიტყვები დავსახე. მაგრამ საკუთარ ოცნებაში ნება შენია და შენ, ყველაფრის შეცვლა შეგიძლია სხვა სიტყვების შექმნით.

ნება შენია, შენ თავისუფალი ხარ და თითოეული თავადაა თავისთავის შემომქმედი.


104 views0 comments
bottom of page