time-to-read.short-label

Interview: Nikoloz Chikhladze

✍️ ინტერვიუ / Nikoloz Chikhladze

"ასეთია ცხოვრების" მიღმა მაგიური რეალობაა. არსებობს კოსმოსი ჩვენს თავს ზემოთ და კოსმოსი ჩვენს შიგნით, რაც მეტს ვიგებ შიდა კოსმოსზე მით საოცარი ხდება გარე კოსმოსი.

❓ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ცხოვრებაში?

მას შემდეგ რაც გავიგე სიყვარული რამხელა ოკულტური საიდუმლოა და როგორ მოქმედებს, ეს გაცვეთილი და დამიწებული სიტყვა რამხელა სიცოცხლეს და ევოლუციის რეაქტორს წარმოადგენს, სიყვარულზე მნიშვნელოვანი არაფერი მინდა იყოს.

❓ რას ურჩევდი მოწყენილ ადამიანებს?

თქვენი მტერი თქვენს თავში ყველაფერს იზამს, რომ დიდი ხანი დაგტოვოთ მანდ. ყოველგვარი - დაბალი, მოწყენილი, ჩამქრალი და ჩაბნელებული მათი საკვებია, ერთადერთი გამოსავალი - ქმედებაა.

❓ რა არის შენთვის აუხსნელი?

აუხსნელია ღმერთი, საერთო ცნობიერება რომელსაც ყველა მოვიხმართ და ამდენ ინდივიდუალურ არსებად ვვლინდებით. იმდენი აღწერაა სამყაროსი და ყველაფერი მაინც კარიკატურაა მის პარადოქსალურობასთან მიმართებაში.

❓ რას ვერ ეგუები ყველაზე მეტად?

როგორც პავლე მოციქული იძახის, ხედავ რომ ცოდვა მოქმედებს შენში და ვერაფერს შვები. თუმცა პირად ურყევ ნებას ვერაფერი დაუდგება წინ, ყველანაირი ალქიმია გამოსვლადია. ამაში დავრწმუნდი.

❓ რა გგონია ყველაზე რთულად დასაძლევი?

საკუთარი კარმული სისუსტეები, ყოველთვის მიკვირდა როდესაც საკუთარ თავში ამდენი სამუშაოა და ამდენი საბრძოლველია ეს ხალხი სხვის მტრობაში როგორ ცდება. შიგნით მთელი დრამა და თრილერია და კიდევ რომ გარეთ იბრძოლო ამას ნაღდად მოხერხება უნდა.

❓ რას ეტყოდი იმ ახალგაზრდებს ვინც ახლა იწყებს ცხოვრებას?

რო არიან გასაგებია, რო მოხვდნენ სადღაც ესეც გასაგებია, გარემოდან ცოტა განზე დადგნენ და მშობლებს რომ ყევლაზე მეტად არ უყვართ ის კითხვები ბავშვობაში არ დატოვონ - "რატო?"

❓ რას მიხვდი ყველაზე მნიშვნელოვანს?

იმდენად გაიზრდები რამდენსაც გასცემ, ასევე გააჩნია რა ხარისხისაა ის, რასაც გასცემ. კიდევ, რა ძლიერია პეპლის ეფექტი, თითოეულ ჩვენს სიტყვას თუ მოქმედებას შეუძლია სხვა ადამიანის სამყარო ან დაანგრიოს ან განაახლოს და ახალი ძალა მისცეს. პასუხისმგებლობას მივხვდი.

❓ შენი გაბრაზება შეუძლია...

იძულებას ან მცდელობას რომ პირდაპირ ან ირიბად რაიმე მაიძულონ, გავაკეთო ან მოვიქცე, ნებისმიერ გამოვლინებაში, ეს ყველაზე არასასიამოვნო განცდაა.

❓ რისი გეშინია?

შიშის მეშინია ყველაზე მეტად. უაზრო შიშის, რომელიც ყოველჯერზე უნდა გადალახო, რომ რაიმე ახალი დაიბადოს შენში. შიშია, რასაც სული დაყავს საცოდავ პიროვნებამდე.

❓ წარმატება...

წარმატება ის სიტუაციაა, როდესაც გრძნობ რომ სამსარიდან ხარ ამოვარდნილი, ანუ ადრე ერთსა და იმავე სიტუაციაზე სულ ერთ და იგივე პასუხი გქონდა, ახლა კი ხედავ რომ შენს რეაქციას შენ თვითონ ირჩევ და არა სიტუაცია. ეს ერთ-ერთი მაგალითია შიდა სამუშაოსი. ნებისმიერი წარმატება იწყება საკუთარ თავზე გამარჯვებიდან.

❓ შენი საყავრელი ფრაზა...

✨ "მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება" - ჯოზეფ კემპბელი

#ინტერვიუ #ინტერარტ #interview #interart

#ნიკოლოზ #ჩიხლაძე #nikoloz #chikhladze

    1500
    2