Interview: Nikoloz Chikhladze

Updated: Dec 11, 2019


ვინ ხარ შენ, ვინ არის ნიკა ჩიხლაძე?


ვინ ვარ? როგორ მოვხვდი აქ? სად მივდივარ? დაიწყო დიდი თავგადასავალი ...

ვარ ასტროფსიქოლოგი. ვფიქრობ უამრავი ადამიანის დახმარება შემიძლია. როდესაც შენი პროფესიისადმი ვნება გაქვს და ხედავ შედეგს - სულს უხარია, სული რომ უნდა გაახარო ჩემმა მასწავლებელმა მასწავლა.


რა გაინტერესებს ცხოვრებაში ყველაზე მეტად?


ჩემი სულის ისტორია.. გამოსაკვლევია. შეუცნობელის შეცნობა მაინტერესებს. ყველაფრის რაც წრებრუნვის მიღმაა. ამ ვითომ გასაგები ,,ასეთია ცხოვრების’’ მიღმა მაგიური რეალობაა. არსებობს კოსმოსი ჩვენს თავს ზემოთ და კოსმოსი ჩვენს შიგნით, რაც უფრო მეტს ვიგებ შიდა კოსმოსზე მით უფრო საოცარი ხდება გარე კოსმოსი. როგორ შეიძლება ასეთი სამყარო რუტინად ვაქციოთ, ეს სულ მაოცებდა.


რამ მიგიყვანა იქამდე სადამდეც მიხვედი, იქამდე ვინც ახლა ხარ?


ჩემმა წარსულმა, მიდრეკილებებმა, ხასიათმა ანუ ჩემმა კარმამ. ოპოზიციებმა ჩემს ნათალურ რუქაში და შინაგანმა გაორებებმა. მცირედით და მზა პასუხებით დაუკმაყოფილებლობამ, იმ ცეცხლმა რაც ოდესღაც დავანთე და ეხლაც გადმომყვა ამ ცხოვრებაში.


რა არის შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ცხოვრებაში?


მას შემდეგ რაც გავიგე სიყვარული რამხელა ოკულტური საიდუმლოა და როგორ მოქმედებს, ეს გაცვეთილი და დამიწებული სიტყვა რამხელა სიცოცხლეს და ევოლუციის რეაქტორს წარმოადგენს, მას შემდეგ რაც გაცოცხლდა ჩემი პრაქტიკით იესოს სიტყვები და მნიშვნელობა შეეძინა, სიყვარულზე მნიშვნელოვანი არაფერი მინდა იყოს. ეს არის ის კამერტონი რითიც ვცდილობ გავასწორო ჩემი ქმედების მოტივები .


რა გზაა სწორი გზა შენი აზრით?


რაც აღმაფრენაში გამყოფებს, რისთვისაც გიღირს რომ მოკვდე. სწორ გზაზე ხარ, როდესაც შენ შიგნით შენი უამრავი პარალელური მე კმაყოფილია და არ გესმის მათი უკმაყოფილება შეწუხებული სინდისის სახით. ამ ხმას სულ უნდა უსმინო. ერთ-ერთ სახარებაში იესო ამბობს ,,ბევრი სხვა კანონის დარღვევით მცირდება სიყვარული ადამიანში’’, სულ უნდა იკვლიოს ადამიანმა რა კანონები ამცირებს სიყვარულს მასში, ეს კანონები რაც უფრო დარღვეულია მით ნაკლებად ესმის ადამიანს სამყაროს ხმა და თავი კუნძული ჰგონია.


რაზე გწყდება გული ყველაზე მეტად?


სანამ დავიდოდა ჩემამდე რამხელა ზეგავლენას ახდენს არასწორი ცხოვრების წესი ცნობიერებაზე და როგორ გვაგიჟებს, როგორ გვტოვებს წყენია, მშიშარა და მუდმივად თავდაცვის პოზაში მყოფ პიროვნების ამარა. უამრავი დრო გავიდა. თუმცა, ამაზე ფიქრი არაფრის მომტანია ყოველი გათენებული დღე უამრავი დროა რომ უკეთესი იყო. გულის წყვეტების დრო არ გვაქვს.


რა გგვრის ხოლმე ღიმილს?


აბსურდი. ტელევიზიები რასაც გვიყვებიან ნიუსებში და ჩვენც ვიშ-ვიშებთ, თუ გაამძაფრებ რეალობას და დასვამ ჩემ საყვარელ კითხვას რა ხთე ფააა? ნახავ, ყველაფერი ამ პლანეტაზე, იმდენად აბსურდულია, რომ ერთადერთი შეიძლება გაგეცინოს, ნუ შეიძლება აგეტიროს კიდეც, მაგრამ მე სიცილი მირჩევნია.


რა არის შენთვის სიყვარული?


სიყვარული არის რეალობა! ყველაფერი ყველაფერთან ერთიანია ამ სამყაროში, ამის გრძნობითი გამოხატულებაა სიყვარული.


რა ძალა აქვს სიყვარულს?


რაც იესომ თქვა ის ძალა აქვს, მართალი ყოფილა. სიყვარული არის გზა, სიცოცხლე და ჭეშმარიტება, ის რის გარეშეც ყველაფერი წვალდება, ცვდება და იტანჯება. არჩევანზეა აქ საქმე. ჩვენ თავში არის ძალა, რომელიც ამ არჩევანს არ გვაკეთებინებს და ეს ესე უბრალოდ არ ხდება, უბრალოდ არაფერი ხდება არასდროს. რა ძალაა და რა ხდება აქ ეგ ცალკე ისტორიაა..


რას ურჩევდი მოწყენილ ადამიანებს, იმათ ვინც არ იცის საით წავიდეს, რა გააკეთოს ?


თქვენი მტერი თქვენს თავში ყველაფერს იზამს, რომ დიდი ხანი დაგტოვოთ მანდ, ყოველგვარი - დაბალი, მოწყენილი, ჩამქრალი და ჩაბნელებული მათი საკვებია, ერთადერთი გამოსავალი - ქმედებაა.

გააკეთეთ ისეთი რამ რაც არასდროს გაგიკეთებიათ, ჩაჯექით ტრანსპორტში და გაემგზავრეთ იქ, სადაც არასდროს ყოფილხართ, ჩაიცვით ისე, როგორც არასდროს გცმიათ, დაინტერესდით იმით, რითაც არასდროს დაინტერესბულხართ. აუცილებლად ამოვარდებით მაგ ,,მაინდსეთიდან’’. შემდეგ გააანალიზეთ, რამ მიგიყვანათ მანდ და არასდროს გაიმეოროთ ის შეცდომები. ერთ და იგივე ქმედებას ერთი და იგივე შედეგი მოსდევს. შეიცვლება ქმედება შეიცველბა შედეგიც.


რაში ხედავ გამოსავალს?


სიმართლეს უნდა გავუსწოროთ თვალები. სიმართლე ისაა, რომ დედამიწაზე საგიჟეთია, ჩვენ ქვეყანაში მითუმეტეს. თუ საგიჟეთში ვართ უნდა გამოვჯანმრთელდეთ. ეს მაშინ იქნება, როდესაც გამოვალთ გარდატეხის ასაკის ცნობიერებიდან, ასტროლოგიურად რომ ვთქვა ლომის დაღმავალი თვისებებიდან გადავალთ მერწყულის აღმავალ თვისებებზე, ლომი მერწყულთან ინტეგრაციის გარეშე ეგოისტი, დიქტატორი, ამაყი, ქედმაღალი და ჯიუტია , მერწყულთან ინტეგრირების შემდეგ კი ის მზეა, რომელიც სოციუმისთვის ანათებს, ეს არის - მსხაურება რელიგიური ტერმნით რომ ვთქვათ, ეს არის „რასაცა გასცემ შენია“ და ეს არის კოლექტიური ცნობიერების ჯანმრთელი გამოვლინება.


რა არის შენთვის აუხსნელი?


აუხსნელია ღმერთი, საერთო ცნობიერება რომელსაც ყველა მოვიხმართ და ამდენ ინდივიდუალურ არსებად ვვლინდებით. იმდენი აღწერაა სამყაროსი და ყველაფერი მაინც კარიკატურაა მის პარადოქსალურობასთან მიმართებაში.

როდესაც გაიზრდება შენი ყოფის ხარისხი, შენი ცხოვრების წესით გახდები სწორი ჭურჭელი ღვთიურობის დასატევად. ეს ცხოვრების წესი თუ სიგიჟეა დასვრილი სათვალიდან იყურები და შენი ფილოსოფია უკვე არასწორი აზროვნების გეომეტრიით ვითარდება.


არჩევანი რომ გქონოდა დაიბადებოდი?


თუ გულისხმობ იმას რომ ცნობიერება რომელიც ეხლა ნიკას როლს თამაშობს იქნებოდა თუ არა, რათქმაუნდა ეს ცნობიერება ყველაზე საოცარი საკვლევი ობიექტია. ხოლო ფიზიკურ რეინკარნაციას თუ გულისხმობ შანსი რომ გვქონოდა არდაბადების, არცერთი არ დავიბადებოდით :დ აქ ყველა გარკვეული ,,მიქარვებისთვის’’ ვართ, ეს გასართობი ადგილი არ არის.


რა ადგილია ეს სამყარო შენთვის?


სამყარო ზოგადად საოცარი თავგადასავალია, საოცარი თრიფი ათას ერთი სცენარით და გამოვლინებით. კონკრეტულად დედამიწაზე ეხლა ბედ თრიფია აშკარად. თუნდაც ის რომ უამრავი ბავშვი ზამთარში შიმშილით კვდება და მე სადღაც სახლში ბედნიერი ვუყურებ აიმუვიზე ფილმს, ესეც სიგიჟეა, ოღონ ეს მაშინ როდესაც ,,რეალობას გაამძაფრებ ‘’, თუ სენსებს დაუწევ ყველაფერი კარგადაა.


რას ვერ ეგუები ყველაზე მეტად?


როგორც პავლე მოციქული იძახის, ხედავ რომ ცოდვა მოქმედებს შენში და ვერაფერს შვები. თუმცა პირად ურყევ ნებას ვერაფერი დაუდგება წინ, ყველანაირი ალქიმია გამოსვლადია. ამაში დავრწმუნდი.


რა გგონია ყველაზე რთულად დასაძლევი?


საკუთარი კარმული სისუსტეები , ყოველთვის მიკვირდა როდესაც საკუთარ თავში ამდენი სამუშაოა და ამდენი საბრძოლველია ეს ხალხი სხვის მტრობაში როგორ ცდება. შიგნით მთელი დრმა და თრილერია და კიდე რომ გარეთ იბრძოლო არ ვიცი ამას ნაღდად მოხერხება უნდა.


რად ღირს ეს ცხოვრება?


გაზიარებად


რას ეტყოდი იმ ახალგაზრდებს ვინც ახლა იწყებს ცხოვრებას?


დრო არ დაკარგონ და ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვები დასვან რაც შეიძლება ადრე. რო არიან გასაგებია და რო მოხვდნენ სადღაც ესეც გასაგებია, ახლა ეგრევე თავპირისმტვრევით ნუ დაიწყენებ დაფუძნებას და ქვიშის ციხესიმაგრეების ამოშენებას. გარემოდან ცოტა განზე დადგნენ და მშობლებს რომ ყევლაზე მეტად არ უყვართ ის კითხვები ბავშობაში არ დატოვონ - რატო?


რატომ აქვთ ადამიანებს მავნე ჩვევები? რატომ უნდა ებრძოლდნენ ამას?


თუ აცნობიერებს ადამიანი რომ მავნე ჩვევაა და მაინც ამ ჩვევას მორჩილებს, ეს პირდაპირ ნიშნავს რომ ადამიანი თავისუფალი არ არის, მის შიგნით გაორებაა შეიძლება გასამება და აშ ... ერთიანობა დაკარგულია , შინაგანი ერთიანობის გარეშე ყველაფერი ტანჯვად იქცევა, ტანჯვა ცუდია.


რა ძალა აქვს პირად გამოცდილებას?


მხოლოდ იმ ფრაზებს აქვს ძალა რაც ჩემი პირადი გამოცდილებიდანაა. გამოცდილების გააზრებით ხდება ადამიანი სხვისთვისაც საჭირო და გამოსადექი. გამოცდილების გარეშე სიტყვები წყალ-წყალაა.


რას მიხვდი ყველაზე მნიშვნელოვანს?


იმდენად გაიზრდები რამდენსაც გასცემ, ასევე გააჩნია რა ხარისხისაა ის, რასაც გასცემ. კიდევ, რა ძლიერია პეპლის ეფექტი, თითოეულ ჩვენს სიტყვას თუ მოქმედებას შეუძლია სხვა ადამიანის სამყარო ან დაანგრიოს ან განაახლოს და ახალი ძალა მისცეს. პასუხისმგებლობას მივხვდი.


როგორ უნდა გაიგოს ადამიანმა რისი ნიჭი აქვს, რა არის მისი სულის გზა


უნდა უსმინოს საკუთარ თავს ეს ერთი, მაგრამ მეორე და უფრო კონკრეტულად უნდა გააკეთოს პირადი ნათალური რუქა პროფესიონალ ასტროლოგთან. პროფესიონალია ასტროლოგი, რომელიც იმ ცხოვრებით ცხოვრობს, რასაც ეს პროფესია მოითხოვს. გადაცემული ინფორმაციის ხარისხი ვერ იქნება შენი ცხოვრების წესზე მაღალი და გამოსადექი, ამას ბევრი ასტროლოგი არ და ვერ ითვალისწინებს, ეს ეხება ნებისმიერ იმ პროფესიას, სადაც საქმე სენსორიკასთან და ადამიანის მკურნალობასთანაა დაკავშირებული.


რაში ეხმარები კონკრეტულად ადამიანებს შენი საქმით?


კარგად გააანალიზონ საკუთარი კარმა ანუ ის ხასიათი, ის პროგრამები, რაზეც პლანეტები, ასპექტები და სახლები მეტყველებენ, რაც გადმოყვა წინა ცხოვრებებიდან და რაც ისახება ყველაფერზე. პირადი ცხოვრებიდან დაწყებული სულის უმაღლესი მისიით დამთარებული.


რას უნდა ემსახურებოდეს ნებისმიერი საქმე?


ნებისმიერი საქმე უნდა კეთდებოდეს უკმაყოფილების და საკუთარ საქმეზე გაბრაზების გარეშე, ყველა თავის ადგილას უნდა იყოს ანუ საკუთარი სულის დჰარმას ასრულებდეს, ზოგი ნაგავს გაიტანს და ზოგი კოსმოსურ ხომალდს გააკეთებს, ეს უკვე დეტალებია. მთავარია სერთო ცნობიერების მსახურების იდეის გარდაუვალობა კარგად გავიაზროთ და გავცდეთ გარდატეხის ასაკს.


როგორ ადამიანებთან გრძნობ თავს კომფორტულად?


როდესაც სამყაროსადმი გადახსნილები არიან და არა ინდოქტრინებული რაიმე სწავლებით, შტაინერი იქნება ეს, თეოსოფია, მართლმადიდებლობა, ისლამი თუ ნებისმიერი სხვა. როდესაც სიყვარულის თემა მეორესთვისაც მნიშვნელოვანია და გრძნობს რომ იქ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ნამდვილად იმალება.


რას შეუძლია შენი გაბრაზება?


იძულებას ან მცდელობას რომ პირდაპირ ან ირიბად რაიმე მაიძულონ, გავაკეთო ან მოვიქცე, ნებისმიერ გამოვლინებაში, ეს ყველაზე არასასიამოვნო განცდაა.


რისი გეშინია ყველაზე მეტად?


შიშის მეშინია ყველაზე მეტად, უაზრო შიშის, რომელიც ყოველჯერზე უნდა გადალახო, რომ რაიმე ახალი დაიბადოს შენში, შიში არის ის, რასაც სული დაყავს საცოდავ პიროვნებამდე


რა არის შენთვის წარმატება?


წარმატება ის სიტუაციაა, როდესაც გრძნობ რომ სამსარიდან ხარ ამოვარდნილი ანუ ადრე ერთსა და იმავე სიტუაციაზე სულ ერთ და იგივე პასუხი გქონდა, ეხლა კი ხედავ რომ შენს რეაქციას შენ თვითონ ირჩევ და არა სიტუაცია. ეს ერთ-ერთი მაგალითია შიდა სამუშაოსი. ნებისმიერი წარმატება იწყება საკუთარ თავზე გამარჯვებიდან.


მითხარი შენი საყავრელი ფრაზა


"მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება" - ჯოზეფ კემპბელი


"ექსტრაორდინალური ადამიანი ყოველთვის სამართლიანი და ანგარიშის გამწევია სხვისი სისუსტეების მიმართ, რადგან ის დამოკიდებულია მხოლოდ საკუთარ რესურსებზე, რომლებიც მოიპოვა მხლოდ საკუთარი ძალისხმევით". - გიორგი გურჯიევი


ნათალური რუკის შედგენისთვის დაუკავშირდით მის ფბ გვერდს >> https://www.facebook.com/Nikoloz.astropsychology/


#ინტერვიუ #ინტერესე #interview #interesse

#ნიკოლოზ #ჩიხლაძე #nikoloz #chikhladze

 

 

Copyright © 2019 Interview