top of page

Interview: Alex Sudadze

✍️ ინტერვიუ / ალექს სუდაძე


როგორ ხარ ამ ეტაპზე?


წარმატებულად, მე როგორც დავაკვირდი, ცხოვერბის 7- წლიანი ფაზები მაქვს, წელს დაბ. დღეზე, ახალ მე-4 ფაზას ვიწყებ (2 აპრილს). ეს ფაზა ცხოვრების ის ნაწილია, სადაც უნდა მოვახდინო ბოლო 7 წლის ცოდნის სრულფასოვანი რეალიზაცია, ახალი იდეების ჩაფიქრება და ქაღალდზე დატანა. ვფიქრობ ჯერ იმის 20%-იც არ გამიკეთებია, რისთვისაც მოვედი ამ საყაროში 😊


❓ ახლა რა ფაზას გადიხარ?


გარდასახვის ფაზას, ანუ აქამდე მეგონა, რომ მხოლოდ ერთი სამყარო არსებობდა, ბოლო 2-3 წელია იმდენ ცოდნას ვღებულობ, რომ უკვე მალე დარწმუნებულად შევძლებ ვთქვა, პარალელური სამყაროების შეგრძნების და დადასტურების შესახებ(ზოგი ამას სიზმრებს ეძახის, ზოგიც ქვეცნოებიერ ვიზუალურ ხილვებს, ზოგი სულებს და უცხოპლანეტელებს 😊). მიუხედავად იმისა რას დავუძახებთ, “იქ“ მაინც ხვდებიან ადამიანები და შემდეგ გამოცდილებებს უზიარებენ სხვებს. მთავარია ყურადღებით დააკვირდე წვრილმანებს. რატომღაც მგონია, რომ ადამიანები თუ მოინდომებენ, შეძლებენ შეგრძნებების გაძლიერებას. ასე მაგალითად დაბრმავებისას სმენა იმდენად ძლიერდება, რომ ადამიანს შეუძლია ქუჩაშიც კი დამოუკიდებლად სიარული და ამის უამრავი მაგალითები არსებობს.


როგორი ხდება ცხოვრება დროდადრო შენთვის?


სიახლეებით და აღმოჩენებით სავსე. რაც უფრო მეტს ვსწვავლობ, მით მეტი ახალი ინტერესი ჩნდება, რომელიც მინდა ჩქარა ავითვისო 😊, მაგრამ ჩქარა არ გამოდის, ხშირ შემთხვევაში ინფორმაციის დიდი მასალაა და ამას თვეები და წლები ვუნდები.


შენი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, რასაც მიხვდი მნიშვნელოვანს, გამიზიარე თუ შეგიძლია.


  • არასდროს გაგიკვირდეს. დადგება დრო როდესაც გაცილებით რთულს და ახლანდელი დროისთვის ამოუცნობს შეისწავლი. შემეცნების სურვილი, ერთ-ერთი უძლიერესი გრძნობაა(შეიძლება ინსტინქტიც).

  • თუ რამის გაკეთება გსურს მაგრამ შეუძლებელი გეჩვენება, მოძებნე სხვისი მაგალითები, შეისწავლე რა გარემოში შეძლეს, ის გარემო შეიქმენი და მიხვდები რომ შენც შეგიძლია.

  • ცუდი და კარგი ადამიანები არ არსებობენ, ყველას თავისი ხედვა აქვს გარშემომყოფზე, ამიტომ მხოლოდ შენი გადმოსახედიდად ნუ შეაფასებ მათ საქციელს.

  • თუ დილით იმ აზრით არ იღვიძებ, რომ ყოველი დღე შენს დათქმულ მიზნამდე გაახლოებს, ყოველი საათის აქტივობა ამ მიზნისკენ მიმავალ გზას გიმცირებს, ისე მალე დაიშლები და დეგრადირდები, ვერც კი შეამჩნევ.

  • ყოველვის გამოჩნდება ადამიანი ვისთვისაც შენი აზრები და ქმედება მიუღებელი იქნება, თუ ყველას დაუჯერე ან აყევი, მალე დაასრულებ სიცოცხლეს სადმე უკაცრიელ ადგილას.

  • ადამიანი საკუთარ ბედზე დიდ ზეგავლენას ახდენს, მისი ჩვევების და გარემოს მიმართ დამოკიდებულების ცვლილებებით.

  • საჭირო ადგილას და საჭირო დროს რომ აღმოჩნდე, საჭირო ცოდნა და უნარჩვევები წინასწარ უნდა ისწავლო.


თუ საქმეები ისე არ მიდის როგორი მოლოდინიც გქონდა, რას ფიქრობ ხოლმე ამ დროს? რას ეუბნები საკუთარ თავს?


მოლოდინების აცდენა რეალობასთან, ეს მხოლოდ შენი დამოკიდებულებაა გარე სამყაროსთან, თუ აწონ-დაწონი და საშუალება გაქვს ზემოქმედება მოახდინო, შეძლებ ისე შეცვალო გარემო, როგორც შენ გინდა, მაგრამ თუ შენი ძალები გაცილებით ნაკლებია, ჯობია სხვაგან ან სხვა სფეროში სცადო. აზრი არ აქვს სალ კლდეს თავი ურტყა იმის იმედით, რომ როდესღაც კლდეს ჩამოანგრევ.


რა არის შენი ცხოვრებისეული მამოძრავებელი სიბრძნე?


თუ არ ვითარდები და წინ არ მიიწევ, სულ მალე აღარ იქნები. გაუფრთხილდი შენი ცხოვრების ყოველ წუთს, ხვალ შეიძლება ეს სანატრელი გაგიხდეს. დრო მაქსიმალური ოპტიმიზაციით გაატარე.


იღებ საკუთარ თავს ისეთს როგორიც ხარ?


კი, თუმცა ცვლილებების სურვილი მუდამ მაქვს. ხშირად ვადარებ ჩემს წარსულ სურათებს დღევანდელთან, აშკარად წინსვლა შეიმჩნევა 😊


ურთიერთობებში რას უნდა მიაქციოს ადამიანმა ყურადღება?


3 რამეს:

Ø რამ განაპირობა ამ ადამიანთა გაცნობა/დაახლოება?

Ø რამდენად დიდხანს გაძლებ ამ ადამიანებთან (ყველას საკუთარი წიკები გვაქვს)

Ø მის გარეშე რამხელა დისკომფორტი ან დეპრესია გექნება


რას ნიშნავს შენთვის ფრაზა: „წინ გაქვს მთელი ცხოვრება“ რა იგულისხმება?


იმედს უკეთესი მომავლისკენ,

- ისწავლე წარსულიდან, იცხოვრე დღევანდელით, იმედით იფიქრე ხვალინდელზე!

ფრაზა: „ახლა ვიწყებ ცხოვრებას“ რა იგულისხმება დაწყებაში? საიდან იწყება ცხოვრება?


იმ წუთიდან, როცა ამას ამბობ (თუ რა თქმა უნდა გულახდილად და მოტივირებულად ამბობ).


რა ვქნათ რომ სულ ცხოვრების დაწყების მოლოდინში არ ვიყოთ?


იმოქმედე ახლა!

დაჯექი, იოცნებე 1 საათი, მიზნად დაისახე როგორ მიაღწიო ოცნებას - ნახევარი საათი და იმოქმედე იმავე წუთს.


რას ურჩევდი იმ ადამიანებს, ვინც ვერ პოულობს საკუთარ თავს, ან საქმეს ან ადგილს?


ყველა რაღაცაში ჩემპიონია, ეძებოს, აქტიურად ეძებოს და აუცილებლად მიაგნებს. რაც უფრო რთულ საქმიანობას გინდა მოკიდო ხელი, მით უფრო რთულია მისი შესწავლაც, მაგრამ მით უფრო მეტად გაღიარებენ, როდესაც დახელოვნდები.


რას აფასებ ცხოვრებაში?


მრავალფეროვნებას, შემეცნების უნარს, სილამაზის აღქმის უნარს და

ერთგულებას.


რა გიყვარს მასში?


ყველაფერი რაც პოზიტიურ ემოციას მიღვიძებს, ისიც კი, რაც ადრე არ მეგონა რომ პოზიტიური იქნებოდა.


რისი გეშინია ყველაზე მეტად?


ვერ მოვასწრო ამ ცხოვრებაში იმის გაკეთება, რისთვისაც მოვედი.


მითხარი შენი საყვარელი ფრაზა.


ცდა ბედის მონახევრეა! ყოველი მომდევნო ცდა უფრო გაახლოებს მიზანს და რაც მთავარია უფრო ნაკლებ შეცდომებს უშვებ.






ინტერვიუს პარტნიორია - თანთანი




98 views0 comments

Recent Posts

See All

Comments


bottom of page